კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვიერის აღიარება: „ბუფონს საცოლე მე გავაცანი“





იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი, მუდმივად იმას ამტკიცებს, ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი ვარ, რადგან საყვარელ საქმეს ვაკეთებ, ხოლო ღმერთმა ალიონა სერედოვას სახით ნამდვილი სასწაული გამომიგზავნა და მიხარია, რომ ჩემი ცოლი სწორედ სერედოვააო. წყვილს შვილიც ჰყავს და, ერთი შეხედვით, უზრუნველად ცხოვრობენ, თუმცა მათ ოჯახურ იდილიაში არეულობა კრისტიან ვიერიმ შეიტანა. იტალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ყოფილმა ფორვარდმა კარიერა ახლახან დაასრულა და ახლა ძველი ისტორიების გახსენებით ერთობა.

„ყველაზე მეტად ის მაწუხებდა, რომ მოედნის გარეთ ჟურნალისტები დამდევდნენ და გასაქანს არ მაძლევდნენ. რა დასამალია, რომ ქალები ძალიან მიყვარს და რომანი არაერთ ცნობილ ქალბატონთან მქონდა. მათი უმრავლესობა ახლა ჩემი მეგობრებისა თუ თანაგუნდელების ცოლები არიან და მიხარია, რომ ისინი ჩემი მეშვეობით გაიცნეს. მაგალითად, ბუფონს ალიონა მე გავაცანი. ჯიჯის სერედოვა ისე მოეწონა, კინაღამ გადაირია. ორი თვის შემდეგ სერედოვას დავშორდი და ბუფონი ამით ძალიან ბედნიერი იყო. მან ალიონა მაშინვე დასასვენებლად წაიყვანა, მერე კი იქორწინეს კიდეც და როგორც ხედავთ, მშვენიერი ოჯახი აქვთ,“ – განაცხადა ვიერიმ.


скачать dle 11.3