კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიბრძნე მინიატურებში

ვინ არის ყველაზე ძლიერი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი მეფე, რომელსაც ზარავდა იმის გაფიქრებაც კი, რომ მთელ სამყაროში ვინმე შეიძლებოდა მასზე ძლიერი აღმოჩენილიყო. ერთხელ მან მინისტრები მოიწვია და ჯიქურ შეეკითხა:

– ვინაა უფრო ძლიერი – მე თუ ღმერთი?

მინისტრები შიშმა აიტანა. ისინი ბრძენკაცები იყვნენ და მათი თანამდებობაც ავალდებულებდათ, ნაჩქარევი პასუხი არ გაეცათ ამ საშინელ კითხვაზე. ამიტომ მეფეს დრო სთხოვეს მოსაფიქრებლად. ყველა მინისტრი უკვე საკმაოდ ასაკოვანი იყო. არც ერთს არ სურდა, თავს მეფის რისხვა დასტყდომოდა და მათი ოჯახების ბედნიერი ცხოვრება გაეწირა, მაგრამ, იმავდროულად, ღირსეული ადამიანები იყვნენ. მლიქვნელობა არ შეეძლოთ, ღმერთების განრისხებასაც ერიდებოდნენ. დიდხანს ფიქრობდნენ, როგორ აეცილებინათ თავსდატეხილი მოულოდნელი ჭირი და ვერაფერი მოიფიქრეს. იმ დროს ყველაზე ხნიერმა მინისტრმა სცადა მეგობრების დამშვიდება. დაჰპირდა, რომ ყველაფერს თავის თავზე აიღებდა და თვითონ დაელაპარაკებოდა მეფეს.

მეორე დღეს სასახლეში საზეიმო მიღება იყო დანიშნული. მრავალრიცხოვან სტუმართა შორის უხუცესი მინისტრიც იმყოფებოდა. იგი გარეგნულად მშვიდად გამოიყურებოდა. შუბლზე, მეფისადმი მოკრძალების ნიშნად, თეთრი თიხა წაესვა. იგი მოწიწებით ეახლა მბრძანებელს, ღრმა თაყვანისცა და წყნარად უთხრა:

– შენს დასმულ კითხვაზე, ო, მეფეო, მხოლოდ ერთი შემიძლია გიპასუხო: ეჭვგარეშეა, შენ უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე ღმერთი.

მეფე სიამაყისგან გაიფხორა, ულვაშებზე ხელი გადაისვა და თავი ამაყად ასწია.

მოხუცმა კი თავის ნათქვამს დაამატა:

– ეჭვგარეშეა, შენ უფრო ძლიერი ხარ, მეფეო, ვინაიდან შენ შეგწევს ძალაუფლება, განგვდევნო შენი სამეფოდან, ღმერთს კი არ ძალუძს, ვინაიდან მისი საუფლო მთელი სამყაროა და ამიტომაც სადაც არ უნდა წახვიდე, მას ვერ გაექცევი.

სწორი ხაზი

ერთხელ აკბარმა სწორი ხაზი გაავლო და თავის მინისტრებს ჰკითხა:

– როგორ დავამოკლოთ ეს ხაზი ისე, რომ არ შევეხოთ?

ბირბალი მთელ სახელმწიფოში ბრძნად იყო აღიარებული. იგი მიუახლოვდა ნახაზს და მის გვერდით მეორე სწორი ხაზი გაავლო, ოღონდ პირველზე ბევრად გრძელი. აკბარის გავლებული ხაზი ამით უფრო მოკლე გამოჩნდა.


скачать dle 11.3