კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მივედი, ვნახე, დავათესვინე

ანუ ვინ შეჭამა სიმინდი?

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ სიმინდის ჰიბრიდული ჯიში საკვებად უვარგისია (მხოლოდ საქონელს თუ დაანაყრებ) და მსოფლიო ბაზარი, სწორედაც რომ, იმ თეთრი სიმინდის დეფიციტს განიცდის, ჩვენთან რომ ხარობს (და რასაც ჰიბრიდულით ანაცვლებენ). უფრო მეტიც, ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის ნომერ პირველი ექსპორტიორი აშშ-ა (ოკეანის გაღმა ორჯერ იმაზე მეტ ჰიბრიდულ სიმინდს იწევენ, ვიდრე ერთად აღებულ დანარჩენ მსოფლიოში). ამის მიუხედავადაც, ჩვენი სოფლის მეურნეობის მინისტრი ქართველ გლეხებს ჯიუტად მოუწოდებს, შეიძინონ და დათესონ ჰიბრიდული სიმინდის თესლი. მეორე მხრივ, მინისტრის მოწოდების მოტივიც გასაგებია – ბიუჯეტში ამისათვის 30 მილიონი ლარია გამოყოფილი (ხომ უნდა აითვისონ?! და მერე რა, რომ ამან, შესაძლოა, ჩვენი სიმინდი გაანადგუროს და ჩვენც მჭადისა და ღომის გარეშე დაგვტოვოს?!).

არანაკლებ რთულადაა საქმე ფინანსთა მინისტრთან მიმართებაში: ბ-ნი ბაინდურაშვილი საქართველოს პარლამენტში 2011 წლის ბიუჯეტის განხილვისას დაგვპირდა, რომ უახლოეს მომავალში საქართველო ჰიბრიდული სიმინდის ექსპორტიორი ქვეყანა გახდება (აი, იმ ჰიბრიდული სიმინდის, რომლის მოსავალიც აშშ-ში იმაზე ორჯერ მეტი აქვთ, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში).

ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით, რით მოხიბლა ჰიბრიდულმა სიმინდმა ამ ჩვენი ზემონახსენები მაღალჩინოსნების გულები, ანდა, რატომ შემოუწყრნენ თეთრ, ქართულ სიმინდს; სამაგიეროდ, თუკი მათი ეს გათვლა მცდარი აღმოჩნდება (ხოლო, თუ ექსპერტებს დავუჯერებთ, აუცილებლად აღმოჩნდება), ზარალის ანაზღაურების მიზნით, შესაძლოა, ასეთი ღონისძიებაც დავსახოთ: ბ-ნმა კვეზერელმა ჰიბრიდული სიმინდის ფქვილით მჭადი მოზილოს, ბ-ნ ბაინდურაშვილმა კი მოწეული ჰიბრიდული მოსავალი, როგორც ექსპორტიორმა, გაასაღოს.


скачать dle 11.3