კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

,,მოკლეფეხებიანობა“

მართალია, ჩვენს ბინებში კვლავაც „გილაურის ნათურები“ ჩახჩახებს და თავად ბ-ნი გილაურიც უკვე იმდენად სტაჟიანი პრემიერ-მინისტრია, რომ ლამის ტყუილიც დაეჯერება, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს რეალობა მხოლოდ ჩვენზე ჭრის. სავარაუდოდ, შთაბეჭდილების მოსახდენად, აბუ-დაბიში გამართულ საერთაშორისო სამიტზე ამ ჩვენს პრემიერ-მინისტრს განუცხადებია (დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მეტად კეთილშობილური მიზნით განაცხადებდა), რომ „საქართველო ელექტროენერგიის იმპორტიორიდან ექსპორტიორად გარდაიქმნა და დღეს რუსეთს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს აწვდის ელექტროენერგიას.“

ბ-ნი გილაურის ეს განცხადება უმალ გააპროტესტა სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ. კერძოდ, ბ-ნი ხეთაგურის სომეხი კოლეგა ირწმუნება, რომ სომხეთი საქართველოდან არანაირი ელექტროენერგიის იმპორტს არ ახორციელებს. სომხური სამინისტროს პრესსამსახური განმარტავს, რომ სომხეთს 2010 წლის გაზაფხულზე საქართველოსთან ელექტროენერგიის გაცვლის მოკლევადიანი ექსპერიმენტული პროგრამა განუხორციელებია და დასძენს, რომ ამას ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. მეტიც, 2011 წელს სომხეთ-საქართველოს შორის, თურმე, ექსპერიმენტული პროგრამის ჩატარებაც კი არ იგეგმება.

ჩვენ, ბუნებრივია, არაფერი ვიცით, ვინ შეაცდინა ბ-ნი გილაური (თუ თავად შეცდა) და დიდად არც იმის გარკვევით შევიწუხებთ თავს, აზერბაიჯანს, რუსეთსა და თურქეთსაც ხომ არ გამოუთქვამთ სომხეთის მსგავსი შენიშვნები (ჩვენ ბრმადაც გვჯერა ჩვენი პრემიერ-მინისტრის!). ხოლო, თუ ჩვენი პრემიერ-მინისტრი ქვეყნიდან გასვლისას არ გაიხსენებს, რომ სხვაგან ასეთ მიმნდობ პუბლიკას იპოვის, ერთი-ორი ასეთი განცხადება და, რა – ჩვენ და რა – მოლა ნასრედინი.


скачать dle 11.3