კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მნიშვნელოვანი ისტორია

* 175 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე ბერძნების მეფე ანტიოქ ეპიფანი, როგორც კი ტახტზე ავიდა, მაშინვე ძალით დაიწყო იუდეის ტერიტორიის ელინიზაცია. მან აკრძალა თორა, ყველგან ბერძენ ღმერთ-კერპთა გამოსახულებები დადგა. იერუსალიმს კი თავისი საყვარლის სახელი დაარქვა.

3 წლით იუდეველთა ტაძრებში ღვთისმსახურება შეწყდა.

* 164 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე იეჰუდა მაკაველის ჯარებმა განდევნეს ბერძნები იერუსალიმიდან. გაწმინდეს ტაძრები, მაგრამ მთელი კეთილშობილი ზეთი, რომელიც ღვთისმსახურებისთვის იყო საჭირო, განადგურებული დაუხვდათ. გადარჩა მხოლოდ ერთი ქოთანი. ანუ, ერთი დღის სამყოფი ზეთი. მაგრამ მოხდა სასწაული და ზეთი ქოთანში რვა დღე იწვოდა. ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა ახალი ზეთის დასამზადებლად.

ამის შემდეგ ებრაელები ზეიმობენ ჰანუქს – 8 დღეს „ცეცხლის დღესასწაულს”. მას ბავშვების დღესასწაულსაც უწოდებენ. ბავშვები იღებენ უფროსებისგან საჩუქრებს, ფულს და ტკბილეულს. ამ დროის განმავლობაში არც სწავლობენ და არც მუშაობენ.

მთელი რვა დღე, სპეციალურ სარიტუალო შანდალში სანთლები უნდა ენთოს. რვა სანთელი. იწყება ერთი სანთლიდან და ნელ-ნელა, ყოველ საღამოს თითო ემატება. სანთლის ანთებამდე, ნახევარი საათით ადრე, აღარც ჭამა შეიძლება, არც რამე მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება. სანთლებიც ნახევარ საათს უნდა იწვოდეს.

ამბობენ, რომ ისრაელში, ჰანუქის დღესასწაულზე 20 000 000 ტრადიციული ფუნთუშა იჭმევა.


скачать dle 11.3