კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2017 (106)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: სახეზე მაქვს წვრილი, ჩირქოვანი გამონაყარი. ექიმთან ვიყავი და მითხრა, კუჭ-ნაწლავის მოქმედება მოაწესრიგე, ნაღვლის ბუშტს მიხედე და დიეტა დაიცავიო. შინაგანი ორგანოების პრობლემები არ მაქვს, დიეტასაც ვიცავ, მაგრამ გამონაყარი ისევ მაქვს. არსებობს თუ არა რაიმე საშუალება, რომ სახე მოვირჩინო?

პასუხი: ჩირქოვანი გამონაყარი (აკნე) ჩნდება ძირითადად ცხიმიან კანზე. აკნეს მოსარჩენად არ არის საკმარისი რაციონის შეზღუდვა და ცხოვრების წესის შეცვლა. თუ გსურთ, ჯანმრთელი და ლამაზი კანი გქონდეთ, საჭიროა კომპლექსური მოვლა, რომლის მთავარი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს აზელაინის მჟავაზე დამზადებული პრეპარატი, მაგალითად, სკინორენ გელი. აზელაინის მჟავა აწესრიგებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, აუმჯობესებს კანის რელიეფს, წმენდს ფორებს და, ასევე აქრობს პიგმენტურ ლაქებსა და ნაწიბურებს. ამ მჟავას მცირეოდენი რაოდენობით შეიცავს ადამიანის ორგანიზმი, ამიტომ ის არ იწვევს ალერგიასა და გვერდით მოვლენებს – პრეპარატები მისი შემცველობით, შეიძლება, გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდშიც.

კითხვა: გასახდომი დიეტის დროს, პური მთლიანად უნდა ამოვიღო რაციონიდან თუ თეთრი პური შავით შევცვალო?

პასუხი: მიუხედავად იმისა, რომ დიეტოლოგების უმრავლესობა დიეტის დაცვის დროს შავ პურს გირჩევთ, უნდა იცოდეთ, რომ შავსა და თეთრ პურს შორის კალორიულობის თვალსაზრისით დიდი განსხვავება არ არის (100 გრამზე დაახლოებით 40 კილოკალორია), დიეტის შემთხვევაში კი არცთუ მნიშვნელოვან შედეგს იძლევა. გარდა ამისა, შავი პური შეიცავს გაცილებით მეტ მარილებს, რაც ორგანიზმში იკავებს სითხეს, ანელებს ცხიმოვან ბალანსს და აძლიერებს მადას. მაგრამ, დიეტის დროს რაციონიდან პურის მთლიანად ამოღებაც არ არის რეკომენდებული, რადგან ეს პროდუქტი შეიცავს ნახშირწყლებს, რაც ორგანიზმს ენერგიით ავსებს. დიეტის დაცვისას სასურველია, მიირთვათ ცეხვილი პური, ორცხობილა ან ეგრეთ წოდებული „ხლებცი“, ოღონდ, დღის პირველ ნახევარში, რათა ორგანიზმმა მოასწროს მიღებული კალორიების დაცვა, რაოდენობა კი დღეში 1-2 ნაჭერს არ უნდა აღემატებოდეს.


скачать dle 11.3