კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხუთკვირიანი დიეტა

რაც მთავარია, ნუ შეგაშინებთ დიეტის ხანგრძლივობა. ის, უპირველეს ყოვლისა, იმითაა ადვილი შესასრულებელი, რომ დღის განმავლობაში შეგიძლიათ, მიირთვათ იმდენი ბოსტნეული (კარტოფილის გარდა), რამდენიც მოგესურვებათ, რაც ძალზე კარგია ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. გარდა ამისა, რაციონიდან მარტივი ნახშირწყლების გამორიცხვის (ტკბილი ხილი, შაქარი, ნამცხვარი, პურის ფქვილის ნაწარმი) წყალობით, ნორმალიზდება კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობა და აქრობს ტკბილეულისკენ მიდრეკილებას.

პირველი და მეორე კვირა:

კვების ძირითადი რაციონი შედგება ნებისმიერი ბოსტნეულისა (კარტოფილის გარდა) და 0,5 პროცენტი ცხიმიანობის მქონე რძის ნაწარმისგან (ხაჭო, მაწონი, იოგურტი). ჩამოთვლილი პროდუქტები შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი რაოდენობით, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ბოსტნეული მიირთვით უმი, მოხარშული ან მოშუშული სახით. ცილების მიღების მიზნით, დასაშვებია დღეში 1 ცალი კვერცხი. არ დაგავიწყდეთ, დღის განმავლობაში დალიოთ მინიმუმ 2 ლიტრი უგაზო წყალი, ნებადართულია 1-2 ფინჯანი უშაქრო ყავა და უშაქრო მწვანე ჩაი.

მესამე კვირა:

ხილსა და ბოსტნეულს დაუმატეთ დღეში 300 გრამი მოხარშული, უცხიმო ხორცი (საქონლის, ფრინველის ან თევზის). 50 გრამით უნდა შეამციროთ ხაჭოს ყოველდღიური ულუფა.

მესამე კვირის ბოლოს წონის დაკლება უკვე შესამჩნევი იქნება, მაგრამ ინტენსიური გახდომა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ხდება.

მეოთხე და მეხუთე კვირა:

გრძელდება ისევე, როგორც მესამე კვირა, ოღონდ, მრავალფეროვნების მიზნით, სასურველია, წინასწარ გადაანაწილოთ პროდუქტები და სხვადასხვანაირად მოამზადოთ ბოსტნეული.

დიეტის დასრულების შემდეგ:

მთავარია, სწორად „გამოხვიდეთ“ დიეტიდან. ამისთვის საჭიროა, ნელ-ნელა, თანდათანობით, ისე, რომ არ გაზარდოთ რაციონის საერთო კალორიულობა, ზემოთ აღნიშნულ პროდუქტებს დაუმატოთ არატკბილი ხილი, ოღონდ, მიირთვით მხოლოდ დღის პირველ ნახევარში.

მოერიდეთ ცხიმიან საკვებს. დღეში 3 სადილის კოვზამდე შეამცირეთ მცენარეული ზეთის მიღება.

ისაუზმეთ „ჰერკულესის“ ფაფით ან ხაჭოში შერეული ხილით.

ნებისმიერი ცვლილება შეიტანეთ ნელ-ნელა.

კარგად მიუგდეთ ყური და დაუჯერეთ თქვენი ორგანიზმის მოთხოვნილებებს.


скачать dle 11.3