კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ფიცი დადო რუსუდანმა ძმის, სასიკვდილო სარეცელზე მყოფ ლაშა-გიორგის წინაშე და აასრულა თუ არა მან ის

„თამარ მეფის ასული – რუსუდანი, სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა საქართველოს ტახტზე,“ – ამბობს ჩვენი რესპონდენტი, ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვაჟა კიკნაძე და დასძენს, რომ საბოლოოდ რუსუდანი, როგორც მონარქი, ისე გარდაიცვალა, რომ სასახელო ვერაფერი დაუტოვა შთამომავლობას. ამ და კიდევ სხვა საინტერესო თემებზე რუსუდან მეფის ცხოვრებიდან დღევანდელ ინტერვიუში ვისაუბრებთ.ვაჟა კიკნაძე: რუსუდან, თამარის ასული, გაუგებრობის შედეგად აღმოჩნდა საქართველოს სამეფო ტახტზე. მას ქართული მონარქიის მეთაურად ვერავინ მოიაზრებდა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ თავისუფლად და ნებიერად გაზრდილმა ლაშა-გიორგიმ კანონიერი ცოლის მოყვანა არ ისურვა. ველისციხელი აზნაურისგან „წაგვრილი” ქალის საქართველოს დედოფლად კურთხევა და მისი უკანონო ძის ტახტის მემკვიდრედ აღიარება კი, ქართულმა სამღვდელოებამ და არისტოკრატიამ სამარცხვინოდ მიიჩნია. ასე აღმოჩნდა საქართველოს ტახტი მემკვიდრის გარეშე.

1222 წელს, როდესაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა ლაშა გარდაიცვალა, ქართულ სამეფო კარზე ვაკუუმი შეიქმნა. სიკვდილამდე კი თვით ლაშას უთხოვია დიდი ფეოდალებისთვის, ჩემი და, რაც უნდა იყოს, დიდი თამარის ასულია და ტახტზე ასვლა მისთვის ნამდვილად უპრიანიაო. ასე აღმოჩნდა რუსუდანის ხელში საქართველოს მართვის სადავეები. ლაშამ რუსუდანი დააფიცა, რომ მისი უკანონო ვაჟი, დავითი, სამეფო წესებით აღეზარდა და სრულწლოვნობის მიღწევისთანავე მეფედ დაესვა.

ლაშას გარდაცვალებიდან არ გასულა ოთხიოდე წელიწადიც, როდესაც მონღოლთაგან დევნილმა ხორეზმშაჰის ძემ ჯალალ-ად-დინმა, რუსუდანს შემოუთვალა: თუ ცოლად გამომყვები, საქართველოს ხელს არ ვახლებ, თუ არა, ქვეყანას არნახულად ავაწიოკებო. რუსუდანი ამ დროს გათხოვილი იყო. არზრუმის ამირა თოღრურის ძეზე, რომელთანაც ორი მემკვიდრე შეეძინა: დავითი („ნარინად” წოდებული) და თამარი („გურჯ ხათუნად” სახელდებული).

– რუსუდანის გარეგნობის შესახებ რა არის ცნობილი?

– გარეგნობით რუსუდანი მიმზიდველი, ლამაზი ქალი ყოფილა. ქართველი მემატიანე წერს: „ხოლო იყო რუსუდან ხილვითა შუენიერი, ვითა სანატრელი დედამისი”. ჩანს, ამის გამოც სთხოვდა მას ჯალალ-ედ-დინი ცოლობას.

– როგორ მიიღო ჯალალ-ედ-დინმა რუსუდან მეფის უარი?

– ჯალალ-ედ-დინმა მუქარა შეასრულა და თავდაჯერებული ქართველები ჯერ გარნისთან გაანადგურა, შემდეგ კი თბილისი არნახული სისასტიკით ააწიოკა. თვით რუსუდანმა, გაიგო თუ არა მისი მოახლოება, ქუთაისში გახიზვნა არჩია. თბილისის დამცველად კი განთქმული მეომრები – ბოცო და მემნა ბოცოსძენი გაამწესა.

– როგორ დაიცვეს მათ დედაქალაქი?

– თბილისისთვის ბრძოლის დროს მემნა მოკლეს, ბოცომ კი ისანი და მეფის პალატა გაამაგრა და ბოლომდე მედგრად იცავდა. სამწუხაროდ, თბილისის სპარსი მოსახლეობა მტრის მხარეს გადავიდა და ჯალალ-ედ-დინი დედაქალაქში შეუშვა. დევნილმა ხორეზმის პრინცმა თბილისში არაადამიანური, მხეცური თვისებები გამოავლინა – არ დაინდო არც ჩვილი ბავშვები, არც ქალები, არც სასულიერო პირები. ჯალალ-ედ-დინმა ბრძანა, ქრისტიანებს ღვთისმშობლისა და იესო ქრისტეს ხატებისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ, ხოლო, ვინც უარს ეტყოდა, სიკვდილით დაესაჯათ. შედეგად 100 ათასამდე ქრისტიანი დაიღუპა.

საოცარი ამ ყველაფერში არა იმდენად ჯალალ-ედ-დინის ურჯულოება და უზომო აგრესია იყო, არამედ ის, რომ საქართველოს სამეფო კარმა ვერ მოახერხა ქვეყნის დაცვა. ბუნებრივია, ყოველივე ამაში ქვეყნის პირველ პირებს და პირადად რუსუდანს მიუძღვით ლომის წილი. ტყუილად ხომ არ ამბობს ბრძენი ქართველი მემატიანე: „მეფეცა რუსუდან, ჩვეულებითა წესისა ძმისა თვისისასა ვიდოდა, განცხრომითა და სიმღერითა”. ამასთან, ქართველი მემატიანე რუსუდანს ბრალს სდებდა იმაშიც, რომ მან „დაივიწყა შიში ღმრთისა და სიყვარული ძმისა” და ძმისშვილის – ობლად გაზრდილი დავით ლაშას ძის დაღუპვა და საკუთარი ვაჟის – დავით რუსუდანის ძის გამეფება მოისურვა.

– რა მოჰყვა რუსუდან მეფის ამ სურვილს?

– ამ სურვილის ასასრულებლად რუსუდანმა ძმისწული დავითი თავის ქალიშვილს – თამარს და მის მეუღლეს – რუმის სულთანს გაუგზავნა. ამავე ხანებში, ყველასგან მიტოვებული ჯალალ-ედ-დინი, ძვირფას სარტყელსა და უნაგირს დახარბებულმა ერთმა ქურთმა გამოასალმა სიცოცხლეს. ამ ამბის შეტყობისას საქართველოს სამეფო კარი სიხარულით აივსო, მაგრამ მათი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა: მალე ახალი მტრები – მონღოლები გამოჩნდნენ, რომლებსაც მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი, მთლიანად დაეპყროთ კავკასია. ამ საფრთხესაც მოუმზადებელი დახვდა საქართველოს სამეფო კარიც და მეფეც. მან ამჯერადაც მიატოვა თბილისი და ისევ ქუთაისს შეაფარა თავი. იმჟამად დედაქალაქის დაცვა ვინმე მუხას ძეს ჩააბარა, თან დაუბარა: თუ მონღოლები დმანისამდე მოვლენ, თბილისი დაწვი, ისნის სამეფო კარის გარდა, მთელი თბილისი დაწვი და მტერს ისე ჩააბარეო. მუხას ძემაც პირნათლად შეასრულა რუსუდან მეფის ბრძანება.

– როგორც ჩანს, რუსუდანის თანამედროვე ქართულ სამეფო კარს არანაირი თავდაცვის გეგმა არ ჰქონდა შემუშავებული.

– არა მხოლოდ თავდაცვის, ბრძოლის გეგმაც კი არ ჰქონდათ შემუშავებული, ისევე, როგორც არ გააჩნდა ბრძოლის სტრატეგია და ტაქტიკა. რუსუდანს ბრძოლის ერთადერთ საშუალებად გაქცევა და უცხო ძალის ლოდინი მიუჩნევია.

– უცხო ძალაში ვინ მოიაზრებოდა?

– ეს უცხო ძალა რომის პაპი უნდა ყოფილიყო. ჩვენამდე მოღწეულია რუსუდანისა და მისი ამირსპასალარის – ივანე მხარგრძელის წერილი რომის ორ პაპთან: ონორიუს მესამესთან და გრიგოლ მეცხრესთან. წერილებიდან ჩანს, რომ ადრესატებს ქართველთა მეფე და მხედართმთავარი თავიანთი წარმატებების შესახებ აშკარად არასწორ ინფორმაციას აწვდიან და წერენ, რომ მონღოლები მათი პირველი გამოჩენისას (ლაშას მეფობისას) სასტიკად დავამარცხეთ, 25 ათასი კაცი გავუწყვიტეთ და კუდამოძუებულები გავაქციეთო. შემდეგ წერილში უკვე მორჩილად სთხოვენ პაპს დახმარებას და სანაცვლოდ რწმენის ერთიანობას ჰპირდებიან. პაპმა გრიგოლ მეცხრემ რწმენის ერთიანობის აღთქმა კი სიამოვნებით მიიღო, მაგრამ სამხედრო დახმარებაზე, ბუნებრივია, უარი შემოუთვალა: ჩვენ თვითონ ვართ მძიმე მდგომარეობაშიო. მონღოლებმა კი გეგმაზომიერად, თითქმის უომრად დაიკავეს აღმოსავლეთ საქართველოს მთავარი ციხესიმაგრეები. უმეთაუროდ დარჩენილმა ქვეყანამ, ერთი გადამწყვეტი ბრძოლის გამართვაც კი ვერ შეძლო მონღოლების წინააღმდეგ. მონღოლებს პირველი ავაგ ათაბაგ-ამირსპასალარი ჩაჰბარდა. კაეწონის ციხეში გამომწყვდეული საქართველოს მთავარსარდლის დანებება მონღოლებმა სიხარულით მიიღეს. შემდეგ ავაგის მაგალითს საქართველოს ყველა მთავარმა და ერისთავმა მიჰბაძა. ერთადერთი, ვინც მონღოლებს ბოლომდე შეებრძოლა, ივანე ციხისჯვარელი-ჯაყელი იყო. ბოლოს რუსუდანმა მასაც შემოუთვალა ქუთაისიდან – ბრძოლას აზრი არა აქვს და დანებდიო.

მეცამეტე საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში რუსუდანი თვითონაც დაუზავდა მონღოლებს – ის ლიხთ-იმერეთიდან თბილისში დაბრუნდა და მათთან ზავი გააფორმა. პირველ ყოვლისა მონღოლებმა 40 ათასი ბიზანტიური ოქროს მონეტის (პერპერას) გადახდა მოითხოვეს. ასევე, რუსუდანს პირობა წაუყენეს, რომ მორჩილი ვასალი იქნებოდა, მეფობას მათგან მიიღებდა და საომარ მოქმედებებში საქართველო მონღოლებს ლაშქრით შეეწეოდა. როგორც ჩანს, რუსუდანი მონღოლთა წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად, საკუთარი შვილის ბედზე ზრუნავდა. ქართველი მემატიანე მოგვითხრობს: რუსუდანმა თავის სიძეს – ყიას-ედ-დინს შეუთვალა: ჩემი ძმისშვილი დავითი როგორმე თავიდან მოიშორეო. ამავე დროს მემატიანე გვარწმუნებს, რომ დავით ლაშას ძე კეთილი და წესიერი ახალგაზრდა იყო და მისი დაღუპვა არავის უნდოდაო. შემდეგ კი დასძენს, რუსუდანმა უკიდურეს და მეტად საძრახის ხერხს მიმართაო.

– კერძოდ?

– მან სიძეს შეუთვალა: დანამდვილებით ვიცი, ჩემი ქალიშვილი ჩემს ძმისშვილთან, დავითთან გღალატობს და ზომები დროზე მიიღეო. ამ სიტყვების გადმოცემისას მემატიანე ბოდიშს იხდის: – ვიცი, რომ ერის მეთაურებზე აუგის თქმა არ შეიძლება, მაგრამ, სიმართლის დამალვა არ ძალმიძს, რადგან ჟამთააღმწერლობა ჭეშმარიტების მეტყველებაა და არა ვინმესთვის თვალის ახვევაო. თავიდან, ივანე ჯავახიშვილი ეჭვობდა, რომ ქართველი მემატიანის ეს უკანასკნელი ცნობა (რუსუდანის „დაბეზღების” შესახებ), მოგონილი უნდა ყოფილიყო და სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. დღეს ძნელი გასარკვევია დეტალები, მაგრამ ის, რომ დავით ლაშას ძე რუმის სულთნის კარზე გაგზავნეს და იქ გარკვეული დროის განმავლობაში ციხეშიც იყო გამომწყვდეული, ცნობილია. ჟამთააღმწერლის სიტყვით, დავით ლაშას ძე მხოლოდ მისმა სიმართლემ და გულზე ჩამოკიდებულმა ღვთისმშობლის ხატმა იხსნა უმძიმესი განსაცდელისგან. ამასობაში რუსუდანმა თავისი ვაჟი ბარდავში დაბანაკებულ მონღოლთა ნოინს წარუდგინა მეფობაზე დასამტკიცებლად.

– რა პასუხით დაბრუნდნენ ბარდავიდან?

– ნოინებმა შემოუთვალეს, რომ მეფედ დასამტკიცებლად დავითი ოქროს ურდოს ყაენ ბათოსთან უნდა გამგზავრებულიყო. სხვა გზა აღარ იყო და დავით რუსუდანის ძე შორეული მგზავრობისთვის მოამზადეს. უფლისწულს თანმხლებთა დიდი ამალა გააყოლეს: ერთი მხრივ, ამალაში მისი თანაგაზრდილ-თანაშეზრდილები იყვნენ (ასეთი სოციალური ფენა არსებობდა) და, მეორე მხრივ – სამღვდელოების წარმომადგენლები, თვით პირველი ვეზირის – არსენ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის მეთაურობით.

– საბოლოოდ რით დასრულდა რუსუდანის ძალისხმევა?

– ბათოსთან ჩასული უფლისწული ორი წელი ვოლგისპირეთში დააყოვნეს, შემდეგ კი შორეულ ყარაყორუმში – მონღოლთა მთავარ ბანაკში გაისტუმრეს. რადგან ამ ხნის განმავლობაში საქართველოში დავით რუსუდანის ძის შესახებ არაფერი ისმოდა, „მეფე რუსუდან ტკბილისა შვილისათვის მწარედ ილეოდა”. მართლაც, ერთიანი საქართველოს მეფე – რუსუდანი ისე გარდაიცვალა, რომ ვერც შვილის ამბავი შეიტყო და სასახელოც ვერაფერი დაუტოვა შთამომავლობას.


скачать dle 11.3