კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოიშორე „გრძნობა”


ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ცხრა თვე მაინცაა საჭირო იმისთვის, გათავისუფლდე გრძნობისგან, რომელსაც პერსპექტივა არ აქვს. ანუ, შენ კი გიყვარს და გიყვარს თავდავიწყებით, მაგრამ ის ამას ვერ ამჩნევს და უბრალოდ, არ ხედავს. სიყვარული თავისთავად, უკვე არის ყველაზე დიდი საჩუქარი, მაგრამ მან სულ ტკივილი არ უნდა მოგიტანოს. ბედნიერება და სიხარულიც აუცილებელია. ამის გარეშე დიდხანს ვერ გაძლებ. ცალ კარში თამაში სერიოზული ფსიქოლოგიური სტრესია, რომელიც საბოლოოდ, ტრავმით მთავრდება. უპირველესად, თავი უნდა დაანებოთ ნაკვერჩხლის მუდმივ გაღვივებას. როგორ ჩაქრება ცეცხლი, თუ მასზე დაასხამთ ნავთს?! სიყვარული იმიტომაა ავადმყოფობა, რომ შეყვარებული ადამიანი კარგავს მადას. მას აწუხებს უძილობა და ვეღარ ახდენს ყურადღების კონცენტრაციას. ერთი სიტყვით, ძლიერი სიყვარული უარყოფით ზეგავლენას ახდენს შრომის ნაყოფიერებაზე. მაგრამ ეს მაშინ, როცა ის უპასუხოდ არის დარჩენილი. როცა გრძნობას ნეგატიური ფიქრი და ემოცია ერევა. როცა ტკივილი მეტია, ვიდრე სიხარული. არჩევანი შენზეა – გინდა, ავად იყო და ვერასდროს იპოვო შენი წილი ბედნიერება?! მაშინ უთხარი საკუთარ თავს, რომ არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი, ვისი სიყვარულიც უპასუხოდ დარჩა. როცა ხედავ, რომ შანსი თითქმის აღარ არსებობს. როცა ყველა გზა მოჭრილია, მიიღე საბოლოო გადაწყვეტილება. ნუ გეშინია, ამით ცხოვრება „გემოს” და „ფერს” არ დაკარგავს. აამოქმედე შენი რესურსი და წინ იყურე. იქ, ჰორიზონტზე აუცილებლად გამოჩნდება ის, ვინც შენი სიყვარულის ღირსი იქნება და სანაცვლოდაც სიყვარულს გაიღებს. მაგრამ, შენ ნაცვლად ვერავინ გააკეთებს ყველაზე აუცილებელს: გათავისუფლდი გრძნობისგან, რომელიც მხოლოდ ნეგატივია. მოიშორე ის და ნუ გაეტირები.


скачать dle 11.3