კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელია ყველაზე საუკეთესო ელექტრომობილი და მისი შეძენისას, რატომ უბრუნდება 7 000 დოლარი მყიდველს

ადამიანი, მეცნიერება სულ უფრო მეტს ფიქრობს იმაზე, რაც შეიძლება, ნაკლებად გამოიყენოს დედამიწის სასარგებლო წიაღისეული, რაც შეიძლება, ნაკლებად დააბინძუროს გარემო, რათა ხვალ ჩვენმა შვილებმა თავისუფლად ისუნთქონ ჟანგბადი. ამ სიტუაციის მთავარი „საშველი” მილიარდობით ავტომობილის საწვავის გარეშე მუშაობაა. ამ რეალობის სიავკარგეზე პროფესიონალი მრბოლელი მევლუდ მელაძე ისაუბრებს.

მევლუდ მელაძე: საავტომობილო ინდუსტრია ოცდამეერთე საუკუნიდან ახალი მიმართულებით მიდის, საიდანაც ორი ძირითადი უნდა გამოვყოთ. ესენია: ეკოლოგიურად სუფთა და მაქსიმალურად ეკონომიური ავტომობილები. ამ მიმართულებების დანერგვის მთავარი მიზეზი დედამიწის სიცოცხლე და მისი წიაღისეულის, რაც შეიძლება, ნაკლებად გახარჯვის მცდელობაა. სწორედ ამიტომაც, მეცნიერებმა გამოიგონეს ელექტროავტომობილები, გამოსავალი, რომელიც იდეალურია დედამიწისთვის. მას არ აქვს გამონაბოლქვი, არის უხმაურო, რაც მეცნიერების დასკვნით, ასევე ძალიან სერიოზული გამომწვევია ოცდამეერთე-საუკუნეში ასე გავრცელებული ნერვული დაავადებების, ნევროზების, ფსიქოზებისა და სხვათა ფონზე. ამაზე ჩვენ ყოველდღიურობაში არ ვუფიქრდებით, მაგრამ ფაქტი ასეთია. თანაც, ელექტროავტომობილებს ის პლუსი აქვს, რომ ელექტროენერგია მიიღება დედამიწაზე არსებული ბუნებრივი რესურსების დახარჯვის გარეშე. ანუ, ეს ავტომობილები კვებას მიიღებენ ისევე, როგორც ჩვენი მობილური ტელეფონები და სხვა ელექტრული მოწყობილობები. ძალიან მარტივად, ავტომობილიდან გამოყვანილ სადენს შევაერთებთ ეგრეთ წოდებულ „შტეპსელში”, ისევე, როგორც, ვთქვათ, მობილურის სატენს. საჭირო არ იქნება ავტომობილიდან აკუმულატორის ან რაიმე მსგავსი დეტალის გადმოტანა, მას უბრალოდ აქვს იმაზე გრძელი სადენი, ვიდრე, ვთქვათ, მტვერსასრუტს და პირდაპირ ქუჩიდან ერთდება „შტეპსელში”. უბრალოდ დაგვჭირდება ჩვეულებრივზე მძლავრი „შტეფსელი”, ვინაიდან დამუხტვისას საჭიროა დაახლოებით 8-9 კილოვატ-საათი ელექტროენერგია.

– მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მეათე სართულზე ვცხოვრობთ?

– ამ შემთხვევაში დასატენად მოგვიწევს უახლოეს ჯიხურში, მაღაზიაში, მეგობართან და სხვა მსგავსი „შტეფსელის” დამონტაჟება, რა თქმა უნდა, გარკვეული საფასურის გადახდის შედეგად. მომავალში, სავარაუდოდ, სპეციალური სადგურებიც კი შეიქმნება, რომელიც ავტომობილის დატენვის საშუალებას მოგვცემს. ახლა ეს, რა თქმა უნდა, ფანტასტიკურად ჟღერს, მაგრამ მსგავსი ავტომობილები უკვე გაყიდვაშია, შესაბამისად, „ელექტროგასამართ” სადგურებზე მოთხოვნაც ძალიან მალე გაჩნდება (იცინის). დავუბრუნდები ისევ თემას: სამომავლოდ, მეცნიერება მიდის იქით, რომ ჩვენი ავტომობილის დასამუხტად საჭირო ელექტროენერგია მიიღებოდეს მზის (სინათლის) ენერგიის გამოყენებით, როგორც ეს, ვთქვათ, უკვე ორლარიანი კალკულატორის შემთხვევაშიც ხდება. შესაბამისად, სადენები და ელექტროგასამართი სადგურებიც ოდესღაც საჭირო აღარ გახდება.

– არის უკვე წარმოებაში ეს ავტომობილები და საერთოდ, მოიხმარენ თუ არა მას რომელიმე ქვეყანაში?

– ამ ტიპის ავტომობილები უკვე 2011 წლის დასაწყისიდან გამოვა გაყიდვაში. სხვადასხვა მწარმოებელმა უკვე იზრუნა იმაზე, რომ ამა თუ იმ ოპციით დაესწრო თავისი კონკურენტისთვის. მაგალითისთვის, ერთმანეთს ეჯიბრებიან აკუმულატორების უფრო დიდი მარაგით დამუხტვისას რომ ელეტროენერგია ნაკლები მოიხმაროს, უკვე არსებული მოდელების ვიზუალურად მსგავსი მოდელების შექმნით, გაუმჯობესებული ბორტკომპიუტერით, საჭის, მუხრუჭებისა და სხვადასხვა მექანიზმის სრული ელექტრული გადაკეთებით. მათ შორის, ნაკლებად ცნობილი ჩინური ფირმებიც კი ამ კონკურენციის მონაწილეები არიან. ამ ელექტრულ ბრძოლაში გამოიკვეთა ლიდერი, რომელმაც გაცილებით დიდი თანხა და დრო დახარჯა ელექტრომობილის შექმნისთვის და მიიღო „ნისან-ლიფი” ანუ „ნისან-ფოთოლი”, რითიც ხაზი გაუსვა ავტომობილის ეკოლოგიურ სისუფთავეს. მისი ლიდერობა, სხვა ბევრ ნიუანსთან ერთად იმაშიც გამოიკვეთა, რომ „ნისანი” არ დაელოდა 2011 წელს და ელექტრომობილის გაყიდვა დაიწყო 2010 წლის დეკემბრის ბოლოდან. წინასწარი მონაცემებით „ნისან-ლიფს” აქვს ერთი დამუხტვით ყველაზე მეტი მანძილის გავლის საშუალება. თუ ჩვენ მას სრული დამუხტვის მდგომარეობაში ეკონომრეჟიმით ვატარებთ, შეძლებს დაფაროს 170 კილომეტრი.

– რამდენი სჭირდება სრულ დამუხტვას?

– დაახლოებით, რვა საათი ჩვეულებრივი დამუხტვისას და ნახევარი საათი სპეციალური, სწრაფი დამუხტვის აპარატით, რომელიც საჭიროებს სამ ფაზას და მძლავრ ელექტროენერგიას. ანუ, ის გათვლილია ქალაქში და ქალაქთან ახლოს მოხმარებისთვის და რეკომენდებულია, რომ დასამუხტად ჩავრთოთ ძილის წინ და დილით გამოვრთოთ.

– ანუ, ეს მისი ძალიან დიდი მინუსია – შორ გზაზე წასვლა შეუძლებელია.

– ძალიან ბევრ პლუსთან ერთად – ის, რომ ეკოლოგიურად სუფთაა, ეკონომიურია, მის სრულ დამუხტვას (იმისთვის რომ 170 კილომეტრი გაიაროს) მხოლოდ 11-13 ლარამდე ელექტროენერგია სჭირდება, ელექტრომობილს აქვს მინუსებიც. თუ ჩვენ შორ გზაზე მივდივართ და დამუხტვა არ გვეყო, მოგვიწევს რამდენიმე საათით სადმე გაჩერება მის დასამუხტად და გზის გასაგრძელებლად. ელექტრომარაგის რაოდენობას ეკრანზე, ისევე როგორც საწვავის შემთხვევაში, სულ ვხედავთ. თან, მთლიანობაში, იმდენად ახალია მთელი ეს ტექნიკა, კონსტრუქცია, რომ ისეთ ქვეყნებში, სადაც ცუდად არის განვითარებული სერვისი, მისი დაზიანების შემთხვევაში, ელექტრომობილის სხვადასხვა გაუმართაობის აღმოფხვრა ძალიან რთული იქნება. რა თქმა უნდა, მექანიკურ დაზიანებებს არ ვგულისხმობ. მისი აკუმულატორი, ისევე როგორც ჩვეულებრივი ავტომობილის აკუმულატორი, გარკვეული დროის შემდეგ, საჭიროებს შეცვლას. ვინაიდან ელექტრომობილში რამდენიმე და თან, სპეციფიკური აკუმულატორი დევს, მისი შეცვლა საკმაოდ ძვირი დაჯდება. მაგრამ, თუ გამოვალთ იქიდან, რომ ამ ავტომობილს არ სჭირდება ზეთის შეცვლა, რადგან საერთოდ არანაირი სითხე არ აქვს, არ საჭიროებს ბევრ წვრილმან სერვისს, როგორიცაა საწვავის, ჰაერის ფილტრის შეცვლა, ანტიფრიზის გამოცვლა, შიდა წვის ძრავის ბევრი მექანიკური დეტალის პერიოდულად შეცვლა და სხვა, ერთიანობაში მივიღებთ, რომ ამ აკუმულატორების შეცვლა გაცილებით იაფია. რომ აღარაფერი ვთქვათ, საწვავის ხარჯზე გაკეთებულ ეკონომიაზე. სამწუხაროდ, ელექტრომობილები საკმაოდ ძვირი ღირს და თან, ტევადობის თვალსაზრისით, ფასთან შედარებით, საკმაოდ პატარაა. ამ ბრძოლაშიც „ნისანი” დაწინაურდა. მისი „ლიფი” ტევადობით დაახლოებით „ნისან ტიდასაა” მიახლოებული და ფასი ჩინელ კონკურენტებთან შედარებითაც, ყველაზე დაბალი აქვს. მისი ფასი 33 000 დოლარია. აქედან მყიდველს სპეციალური ფონდიდან, რომელიც გარემოს დაცვაზე ზრუნავს, უკან დაუბრუნდება 7 000 დოლარი სუბსიდიის სახით. ეს არის ადამიანის დაჯილდოება გარემოზე ზრუნვის გამო და რა თქმა უნდა, ერთგვარი პოპულარიზაცია, რომელიც დასაწყისში ამ ავტომობილებს სჭირდება.

– არის თუ არა ელექტრომობილი ისეთივე მძლავრი, როგორც ჩვეულებრივი ავტომობილი, ვგულისხმობ, იგივე ცხენის ძალას, აჩქარებას და სხვა?

– იმისთვის, რომ წარმოდგენა უფრო იოლად შეგვექმნას, თუ რა პრინციპით მუშაობს ელექტრომობილი და რა სიმძლავრე შეიძლება ჰქონდეს მას, შევადარებ ტროლეიბუსს, რომელიც უფროს თაობას უფრო უკეთ ახსოვს. მას გადაჰყავდა იმდენივე მგზავრი, რამდენიც ავტობუსს, ავითარებდა იგივე სიჩქარეს, რასაც ავტობუსი, არ აბინძურებდა გარემოს და იყო აბსოლუტურად უხმაურო. „ნისან-ლიფის” შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს 107 ცხენის ძალა, რომელიც გამოიმუშავა მტვერსასრუტის მაგვარმა მოწყობილობამ.

– ანუ, აღარ იქნება ძრავის მოცულობები, ტურბინები, სხვა გამაძლიერებლები?

– არა, ისევე როგორც დომინოს თამაშის გარდა, აღარ გამოიყენება ხელის საანგარიშო „ჩოთქი“.

– დანარჩენი დეტალები ჩვეულებრივი ავტომობილებივით რჩება, მაგალითად, როგორიცაა სიჩქარეთა კოლოფი, მუხრუჭები და სხვა?

– მხოლოდ რამდენიმე სახის მოწყობილობა გადმოდის ძველი ანუ ჩვენი ეპოქის ავტომობილებიდან, მაგალითად, როგორიცაა: საბურავები, დაკიდების სისტემა, სპეციალური გადაბმები საჭის მართვის მექანიზმში. თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ საჭის მართვის ძირითადი მექანიზმი სრულად ელექტრულია. ის არ საჭიროებს სპეციალურ სითხეს იმისთვის, რომ საჭე დარბილდეს. სიჩქარეების კოლოფი იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენ ვიცნობთ, ხმარებიდან ამოვარდა, ვინაიდან ელექტრულ ძრავას ძალიან მაღალი ბრუნვის განვითარება შეუძლია. სამუხრუჭე სისტემა გადადის სრულად ელექტრულზე, რაც ნიშნავს, რომ მას ცვეთადი დეტალები არ ექნება და დამუხრუჭებისას, წარმოქმნილი ენერგია მოხმარდება აკუმულატორების დატენვას. სამწუხაროდ, ამ უკანასკნელის დამონტაჟება ჯერ ვერ მოესწრო, ვინაიდან კონკურენტები მზად იყვნენ გაყიდვაში გამოეყვანათ მსგავსი ავტომობილები. ისევე, როგორც ზემოთ ხსენებული ოპცია, სხვა ბევრი, მეტად საინტერესო დანამატები, დამუშავების პროცესშია და ახალ მოდელებში უკვე ვიხილავთ. ყველაზე დიდი ძალისხმევა მიმართულია იქით, რომ ელექტრომობილს შეეძლოს გაცილებით მოკლე დროში დამუხტვა და სრული დამუხტვით გაცილებით მეტი მანძილის გავლა. ძალიან ბევრია ისეთი ქვეყანა, სადაც 170 კილომეტრი ხშირად სახლიდან სამსახურამდე მისვლისთვის არ ყოფნით. მაგალითისთვის მოვიყვან ჩვენთვის კარგად ნაცნობ თურქეთს, სადაც მსგავსი ავტომობილით ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში მისვლას, მინიმუმ ათ დღე-ღამეს მოანდომებ. რომ აღარაფერი ვთქვათ ისეთ ქვეყნებზე, სადაც ერთი დასახლებული პუნქტიდან მეორემდე, ასობითკილომეტრიანი სტეპების გავლა უწევთ.


скачать dle 11.3