კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: მყავს ლაბრადორი და მინდა მისი შეჯვარება. მაინტერესებს, დართვის დროს ექცევა თუ არა ყურადღება ძუსა და ხვადის ფერებს?

პასუხი: სხვადასხვა ჯიშზე სხვადასხვანაირად ხდება. რაც შეეხება ლაბრადორებს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ყავისფერი ლაბრადორის ჩალისფერ ლაბრადორთან დაწყვილება, თუმცა, ჩალისფერის დაწყვილება შავთანაც შეიძლება, ისევე, როგორც ყავისფერისა – შავთან. შავი და ყავისფერი ლაბრადორის დაწყვილების შემთხვევაში ლეკვებიდან არ მივიღებთ ნახევარს შავს და ნახევარს ყავისფერს. ყავისფერ ლაბრადორებს, ფერიდან გამომდინარე, სხვანაირი პიგმენტაცია აქვთ, ანუ ცხვირი, თათები და მუცლის ღრუ გარეგანი დათვალიერებით ყავისფერი აქვთ. ჩალისფერ ლაბრადორს, სტანდარტის მიხედვით, არ არის სასურველი, რომ ცხვირი, თათები (ბალიშები) და მუცელი ყავისფერი ჰქონდეს, რადგან ის შავი ფერის უნდა იყოს.

კითხვა: მაინტერესებს, ძაღლი ზუსტად 63-ე დღეს ყრის ლეკვებს?

პასუხი: როგორც წესი, ემთხვევა. შეიძლება სხვაობა ერთი-ორ დღეში იყოს. ზუსტად დათვლით მერამდენე დღესაც იმშობიარებს პირველად ძაღლი, დღეთა რაოდენობა ნარჩუნდება და შემდეგი შეჯვარების დროსაც, იმდენივე დღეში დაყრის ლეკვებს.

კითხვა: ჩემი ძაღლი 2 წლის არის და ვატყობ, ბოლო დროს, დაძახებაზე აღარ რეაგირებს. ჩემი აზრით, მას სმენა დააკლდა. მაინტერესებს, რა შემთხვევაში უქვეითდება ძაღლს სმენა?

პასუხი: ძაღლს სმენა ასაკის მატებასთან ერთად უქვეითდება. შეიძლება, ახალგაზრდა ძაღლს რაიმე ინფექციის ან გენეტიკური გადახრის გამო დაუქვეითდეს სმენა. ასევე, ყრუები არიან ალბინოსი ძაღლები და კატებიც. მაგრამ, თუ ცხვირი და თვალები შავი ფერის აქვს, მაშინ ის ყრუ არ იქნება. ასე რომ, ზეპირად დიაგნოზის დასმა არ არის მართებული. უმჯობესია, თქვენი ძაღლი ვეტერინარს აჩვენოთ და მისგან გაიგოთ ზუსტი დიაგნოზი.


скачать dle 11.3