კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ჩააბარა საკუთარი ცხოვრებიდან წარსულს ეშლიმ და რა ვაქცინამ შეცვალა მისი ცხოვრება რადიკალურად

სულ ცოტა ხნის წინ გამოვლინდა 50 უცხოური და ქართული სიმღერა, ყველაზე რეიტინგული, რომელზეც რადიოში მსმენელის მხრიდან ყველაზე დიდი მოთხოვნაა. მეთოთხმეტე ადგილზე გავიდა ნიჭიერი მომღერლის, ეშლის სიმღერა „ვაქცინა“, რომელიც ქართველ მსმენელს განსაკუთრებულად მოსწონს. ამ სიმღერამ თავად მშვენიერი და ძალიან საყვარელი ეშლის ცხოვრებაც შეცვალა.

ეშლი: ძალიან დაღლილი ჩემთვის ვიჯექი სახლში და უცებ, ატყდა ზარები, ერთდროულად რამდენიმე ტელეფონზე რეკავდნენ, ყველა მილოცავდა. მეგონა, საახალწლო ციებ-ცხელების გამო რეკავდნენ, ამიტომ მეც ვულოცავდი მათ. ბოლოს მკითხეს, შენ რას გვილოცავ, „კურიერს” არ უყურებო. არ ვუყურებდი, მერე ვნახე. რადიოსადგურებში ჩაატარეს გამოკითხვა და გამოვლინდა წლის ყველაზე რეიტინგული 50 კომპოზიცია, აქედან მხოლოდ 4 იყო ქართული, დანარჩენი კი უცხოური. მეცხრე ადგილზეა დუეტი „ჯორჯია”, მე კი – მეთოთხმეტეზე ვარ. თემო საჯაიას ჯგუფი „18” – 43-ე ადგილზეა, ხოლო „მგზავრები” – 46-ზე. ნამდვილად არ ველოდებოდი, უზომოდ გამიხარდა. ზუსტად ერთი წელი მქონდა პაუზა, ამ ხნის განმავლობაში არაფერი გამიკეთებია. მხოლოდ სიმღერა „ვაქცინა” ჩავწერე, მივიტანე „ფორტუნა პლუსზე” და ერთგულად ჩავაბარე. ეს ჩემთვის უდიდესი სტიმული იყო. ბოლო პერიოდში ისე დაემთხვა, თითქოს ცხოვრება რაღაც საჩუქრებს მიკეთებს და მათ შორის ეს ყველაზე დიდი საჩუქარი იყო. ისევ დავიწყე შემოქმედებითი მოღვაწეობა, სიმღერების ჩაწერა, ალბომზე ვმუშაობ. აქამდე ცოტა იმედი მაკლდა. ამას რისთვის ვაკეთებ-მეთქი, ამ დროს, რომ იგებ საქართველოში ხალხს უყვარხარ, სტიმული გეძლევა. თან, არც კლიპი გადამიღია ამ სიმღერაზე და არც ინტერნეტში დამიდია, მაინც შეიყვარა ხალხმა.

– როგორ შეიქმნა ეს სიმღერა?

– როდესაც „ფაივ ლაინს რადიო” დაიხურა, დეპრესიული მომენტი მქონდა. თან, ამ დროს ჩემს ცხოვრებაში დიდი გარდატეხა მოხდა, გადავწყვიტე, „ემოობისთვის“ თავი დამენებებინა და უფრო ღირებული რაღაც შემექმნა – რაიმეში ჩამედო მთელი ჩემი გრძნობები და ემოციები. სახლში „იამაჰასთან” ვიჯექი და თავისით წამოვიდა ტექსტი, მუსიკა – დავწერე კომპოზიცია. ჩემი სიმღერების ტექსტსა და მუსიკას ყოველთვის მე ვწერ. მეორე დღეს წავედი ჩემს მეგობართან სტუდიაში. ძირითადად, ქართულ ხალხურ კომპოზიციებზე მუშაობს, უფრო სერიოზულ ხალხთან თანამშრომლობს. ვუთხარი, რაღაც თემა მაქვს, დაგიკრავ-მეთქი. ჩემს მეგობარს – ემზარს მუზა მოუვიდა. მეუბნება მე გაგიკეთებო, დაახლოებით 14 ინსტრუმენტია და პირველი სიმღერაა, რომელიც ასე კარგად არის დამუშავებული. ოღონდ, ყველაფერი ცოცხლად არის შესრულებული და მასზე ზუსტად ერთი თვე ვმუშაობდით, თან პროფესიონალებთან.

– რადგან მსმენელს ასე მოსწონს, ალბათ, ბევრისთვის ის მართლა ვაქცინად იქცა.

– „კურიერშიც” აღნიშნეს, რომ „ვაქცინამ” დაანგრია მითი და თურმე როკზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა. თვითონ სიმღერაში ასეა: „ამ სიმღერით წესებს ვარღვევ, არ მინდა ვინმეს ვგავდე” და მართლაც წესები დავარღვიე. „ვაქცინა” იმიტომ ჰქვია, რომ მე ვიპოვე ჩემი ცხოვრების ვაქცინა. მივხვდი, რომ სულ არ მჭირდება როკერობა, გაურკვეველი იმიჯი, იმისთვის, რომ ადამიანური გარეგნობა და შინაგანი მხარე ვაჩვენო ხალხს. ამით უნდა მოეწონო მათ და არა აწეწილი თმითა და რკინებით. „ვაქცინის” მერე სტილი რადიკალურად შევიცვალე. ეს ჩემი ბოლო როკ-ნამუშევარია. ჩემი როკი წარსულს ჩაბარდა და ახლა ელექტრონიკაზე გადავედი.

– რამეს ნანობ?

– არ ვნანობ, რადგან პირველი ვიყავი საქართველოში, ვინც ამ იმიჯით გამოვიდა, ბევრი ცუდი რაღაც გადავიტანე, მაგრამ, საერთო ჯამში, კარგი შედეგი მივიღე. თან, პიროვნულ ზრდაშიც ძალიან დამეხმარა, უფრო მებრძოლი გავხდი. სადაც „ემოობას“ გადაიტან, ამ ცხოვრებაში უკვე ყველაფერს შეძლებ.

– ამ ცხოვრებაში ბევრი სირთულე შეგხვდა?

– საკმაოდ ბევრი რამ გადავიტანე, ყველა სფეროში. ეკონომიკურზე ჩავაბარე, 4 წელი ციფრებში ვიყავი ჩართული, რაც აბსოლუტურად არ მესმოდა. კარგია ეკონომისტი რომ ვარ პროფესიით, მაგრამ ეს ჩემი არ არის, ამიტომ, წელს ტურიზმზე ჩავაბარე. კმაყოფილი ვარ, რადგან ძალიან მიყვარს ხალხთან ურთიერთობა. სერიოზული პროფესია მინდოდა, თან ვითარდება ტურიზმი და უცხოელებთან ურთიერთობა ხომ ყველაზე მაგარია. ახლა ინგლისურად გავდივარ საქართველოს ისტორიას, არქიტექტურას, ძილის წინ ვრთავ რადიო „ჯიპას”, რომელიც საქართველოში „ბი-ბი-სის” ერთადერთი წარმომადგენელია. ინგლისურენოვანი გადაცემები აქვთ. ერთ დღეს დამირეკეს და მითხრეს, რადიო „ჯიპადან” გირეკავთ, გადაცემას ვაკეთებთ, სტუმრები გვჭირდება – რადიო ექსპერტები, რომ ქართველი მსმენელი შევაფასოთო. წავედი და ჩაწერაზე გავიცანი რადიოს დირექტორი. ჩავხედეთ თუ არა ერთმანეთს თვალებში, მე ჩემი შავი თვალებით, იმან თავისი ცისფერი თვალებით, მივხვდით, რომ ერთად რაღაც პროექტი უნდა შეგვექმნა. მაშინვე გავუგეთ ერთმანეთს, გადავწყვიტეთ, მოდი, ისეთი რამ გავაკეთოთ, რაც საქართველოში არასდროს შექმნილა და თან „ბი-ბი-სის” დონის იქნებაო. ასე რომ, გავაკეთეთ გადაცემა, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება – ერთსაათიანი, დაწყებული შოუ-ბიზნესით, დამთავრებული ტურიზმით. ასეთი გადაცემა საქართველოში არ ყოფილა. ჯერჯერობით ინგლისურად ვერ ვქაჩავ, ამიტომ ქართულ ენაზე წავიყვან.

– რადიო „ჰერეთში” კიდევ მუშაობ?

– რადიო „ჰერეთის” ვებ-გვერდის რედაქტორი ვარ, დამაწინაურეს. ეთერს მიღმა მუშაობაც საინტერესოა. ლაპარაკი, საუბარი ერთია, მაგრამ სად ის, რომ წერას სწავლობ, ამით ადამიანი ვითარდები. თავიდან გამიჭირდა, მაგრამ ახლა, სტაბილურად მივდივარ. მოკლედ, ძალიან კარგად დაიწყო ეს წელი. ახლა უკვე ალბომზეც ვმუშაობ. მინდა, რაღაც ისეთი შევქმნა, რაც ხალხს ასიამოვნებს, საქველმოქმედო აქციებშიც ჩავერთე. ერთი სიმღერაც მზადდება, რომელზეც ახლო მომავალში გადავიღებთ კლიპს. ეს სულ სხვა პროექტია, უბრალოდ, სიურპრიზად გეტყვით, რომ ეშლის სახელით არ გამოვალთ. ამ პროექტის მიზანი იქნება, დავეხმაროთ ინვალიდ ბავშვებს. ბოლო დროს მუზაც დამიბრუნდა და საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში უცნაური რაღაცეები ხდება. ადრეც ხდებოდა რაღაცეები, უბრალოდ ყველაფერს მხოლოდ იმიტომ ვაკეთებდი, მინდოდა, პოპულარული ვყოფილიყავი, ხალხს ვეცნე. ახლა აღარ მაქვს ეს მომენტი – მინდა საქმე, რომელიც მიყვარს და მაღალ დონეზე გავაკეთო. ერთხელ, მახსოვს, უნივერსიტეტში მივდიოდი, ძალიან მოწყენილი. აღარც მეგობრები მყავს, უმუშევარი ვარ, ტურიზმის იქით არაფერი მაქვს – ეს ჩემი „ემო ფიქრები” მებრძვის. რადიოს არ ვუსმენ და რატომღაც იმწუთას გადავწყვიტე ჩამერთო „ფორტუნა პლუსი”, ჩავრთე და უცებ, წამყვანი გადის ეთერში ისეთი დადებითი ემოციით, ხმით, მივხვდი, რომ ის ადამიანი მთელ საქართველოს უქმნის დადებით განწყობას. იმხელა მუზა ჩაისახა ჩემში, რომ დავწერე სიმღერა, რომელიც მას ეძღვნება და ჰქვია „პიემ”. სამი წელია, ვმღერი და ჩემს სიმღერაში სიტყვა – მიყვარხარ არასდროს გამომიყენებია. მაგრამ, იმდენად შემიყვარდა ჩემი თავი, შემოქმედება, რომ ახლა სიმღერებში ხშირად ვახსენებ სიყვარულს. ძალიან მიყვარს ჩემი მუზა, ცხოვრება და, თუ არ გაეცი სიყვარული, არ დაგიბრუნდება. ამიტომ, სრულიად სამყაროს ვუხსნი სიყვარულს.

– იმით, რაც ახლა გაქვს, კმაყოფილი ხარ?

– არ ვარ კმაყოფილი, იმიტომ რომ, ბევრად მეტს უნდა მივაღწიო.

– როგორია დეპრესიული ეშლი?

– რამდენიმე წელია, ვმუშაობ მიშკა რუსიშვილთან. ის ჩემი უახლოესი მეგობარი, უნიჭიერესი „არანჟიროვშიკი“ და პროდიუსერია. მიშკა ყველანაირად მიდგას გვერდში. იცის, რა სტილი, როგორ მინდა, ჩემს პიროვნულ ზრდაზეც ძალიან მუშაობს. როდესაც რაღაცას არასწორად ვაკეთებ, მაშინვე აკრძალვებს მიწესებს. მწყინს, დიდი გოგო ვარ-მეთქი, მაგრამ ბოლოს ვხვდები, რომ მართალია. მიშკა მეუბნება ხოლმე, ოღონდ შენ დეპრესიაში ჩავარდი, რა მაგარ სიმღერებს წერ მაგ დროსო. „პათოლოგიაც” და „ვაქცინაც” დეპრესიის დროს დაიწერა, კარგი რეიტინგიც ჰქონდა, მაგრამ აღარ მინდა დეპრესია. მხიარული ეშლიც ძალიან მომწონს, ფერადად ჩაცმული და მოღიმარი.


скачать dle 11.3