კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სასიკვდილო ცდებს ატარებს რუსკა ჩაჩუა და ვისი ადგილი არ არის მის ცხოვრებაში

მუსიკალური პროექტის, „ბრავოს“ ულამაზესი წამყვანი – რუსკა ჩაჩუა ორი შვილის დედაა. ბუნებით მხიარული და კომუნიკაბელური ადამიანია, მაგრამ ბომონდური ცხოვრება, ღამის კლუბები და ოცდაოთხი საათი მეგობრებთან ერთად ტუსოვკებზე სიარული, მაინცდამაინც, არ იზიდავს. ყველაზე კარგად თავს ოჯახურ გარემოში, შვილების გვერდით გრძნობს. პირადი ცხოვრება კი, ჯერჯერობით მოუწყობელი აქვს.

– ახალი სახე ხარ ეკრანისთვის და ბუნებრივია, ყველას ყველაფერი აინტერესებს შენ შესახებ, განსაკუთრებით მამაკაცებს.

– მყავს არაჩვეულებრივი შვილები – ცხრა წლის თაზო და წლინახევრის ნადია, რომელიც ისეთი ლამაზია, რომ ცუდად ვხდები. აგრეთვე, მყავს დედა, მამა, ორი და, დისშვილები, სიძეები. ვცხოვრობ ჩემს მშობლებთან. თავისუფალ დროს მათთან ვატარებ. ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანისთვის ოჯახს დიდი მნიშვნელობა აქვს – როგორი ოჯახიდან ხარ, რას წარმოადგენენ შენი ოჯახის წევრები... ოჯახი ყველაზე წმინდა კუთხეა. ამიტომ არასდროს ისეთს არაფერს ვაკეთებ, რომ ვიღაც გავაღიზიანო. დაგეგმილი ცხოვრებაში არაფერი მაქვს, ყველაფერი შემთხვევით ხდება, თან ისეთი რაღაცეები, ზოგი მთელი ცხოვრება რომ წვალობს და ვერ აღწევს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ.

– ასე, ალბათ, შენი გარეგნობის გამო ხდება. როცა ლამაზი ხარ, მაშინ შენთვის ყველაფერი ადვილად ხელმისაწვდომია.

– კი, როგორც ჩანს, ასეა და ამისთვის დიდი მადლობა ჩემს მშობლებს. დედა მყავს ნახევრად პოლონელი, ბებია ჩიქოვან-დადიანი, თავადის ქალი გახლდათ, დადიანების სასახლეში გაზრდილი და მისგან მომდევს ეს სილამაზე. მამაჩემიც ცისფერთვალებაა. რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, ნამდვილად არასდროს მქონია მიზნად დასახული, რომ წარმატებული ვყოფილიყავი. ხომ გეუბნებით, ეს თავისთავად მოხდა. სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე და მეგონა, ტანსაცმლის დიზაინერი გავხდებოდი. ჩემმა დებმა ჩააბარეს სამხატვრო აკადემიაში და მათი შემყურე, მეც მომინდა. მერე მინდოდა, თეატრალურში ან სამედიცინოზე ჩამებარებინა. ყველაფერი მიზიდავდა. შემდეგ დავიწყე მუშაობა „მაგთის“ სათავო ოფისში. იქ სამი წელი ვიყავი. სხვათა შორის, ამ სამუშაოსაც ადვილად მოვერგე. არ მიჭირდა ხალხთან ურთიერთობა, პირიქით, მიყვარს და თითქმის ყველასთან ვახერხებ საერთო ენის გამონახვას. აღელვებული აბონენტი რომ მოსულა, დამიწყნარებია. ასეთი სიტუაციებიდან ყოველთვის ვძვრები. კონფლიქტი ჯერ არავისთან მქონია. მერე მივხვდი, რომ ეს არ არის ჩემი საქმე და თავი დავანებე ამ სამუშაოს. სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა პროფესიას ვეცნობი და ყველა თავისებურად საინტერესოა. მაგრამ, არ ვიცოდი, თუ ტელეკამერას ამხელა ადრენალინი ჰქონდა. ისე ძლიერ მიცემს ხოლმე გული რომ გამოვდივარ, მგონია, ჩემი გულისცემა მაყურებელსაც ესმის. ამას მიჩვეული არ ვიყავი. ზედმეტი ლაპარაკიც არ მიყვარს, სწორედ იმიტომ, რომ არ იფიქრონ, თავის გამოჩენას ვცდილობ.

– ნუ ნერვიულობ, დარწმუნებული ვარ, მამაკაცები მაინც არ ფიქრობენ შენზე ასე. როგორი ხარ მათთან ურთიერთობაში?

– არასასურველ თაყვანისმცემლებს არ ვეკონტაქტებოდი. თუ არ მომწონდა, მისგან საჩუქრებს არ ვიღებდი. თუ ავიღებდი, სახლში მიმქონდა, მაგრამ მაინც სხვას ვჩუქნიდი. ასეთი სიტუაციებიდანაც ადვილად გამოვდიოდი ლაპარაკის დონეზე. სიმკაცრეს ვერავისთან ვიჩენ, ძალიანაც რომ მინდოდეს, არ გამომდის. ვინც მიცნობს, იცის, რომ ასეთი ვარ. შეიძლება, მაქსიმუმ ხუთი წუთით ვიყო ნაწყენი, მერე ვფიქრობ, მე ხომ არ დავაშავე რამე-მეთქი და ვცდილობ, შევურიგდე.

– ქმართან არ ცდილობ ამას და მიგაჩნია, რომ მასთან დისტანციური მდგომარეობა სწორია და შეცდომა არ არის?

– ჩვიდმეტი წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. საერთოდ, შეცდომად არ მიმაჩნია, ის რაც გამიკეთებია. ყველა შეცდომებზე სწავლობს და მეც ასე ვარ. ეს ცხოვრებაა – ხან ასე იქნები, ხან ისე. ვნანობ შეიძლება, იმას, რომ ბევრი უნდა მესწავლა. ახლა ვხვდები, რომ ადამიანის შესაძლებლობები მართლაც წარმოუდგენლად დიდია და თუ მოინდომებ, მიზანს აუცილებლად მიაღწევ. ადამიანს ყველაფერი გინდა, რომ გქონდეს, ყველაფერი მოასწრო. უნდა გამეგრძელებინა სწავლა და მერე გავთხოვილიყავი, მაგრამ ამასაც თავისი ხიბლი აქვს. საოცარი ბიჭი და გოგო მყავს. შვილებზე მეტი სიმდიდრე ხომ არ არსებობს. ეს არის მთავარი და მერე სხვა დანარჩენი. ყველაფერი დროებითია. ჩემს უფროს შვილს მოსწონს, რასაც ვაკეთებ, ნადინკა რომ გაიზრდება, არ ვიცი, რას იტყვის, ყოველ შემთხვევაში, ჩემი ყოველი დღე იმით იწყება, რომ მათ ცხოვრებაში რაც შეიძლება მეტი ფერი შევიტანო.

– მაგრამ, მე შენს პირად ცხოვრებაზე გეკითხები.

– ჩემი პირადი ცხოვრება ახლა ეს არის, სხვა ვერაფერზე ვფიქრობ. ვფიქრობ მხოლოდ იმაზე, როგორ გავხადო ხვალინდელი დღე უფრო უკეთესი, რა შეიძლება, უფრო უკეთესი იყოს ჩემი შვილებისთვის. რა თქმა უნდა, მეც მქონია რთული მომენტები ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ნაბოლარა ვარ და არაფერს მაკლებდნენ. ახლა ჩემს პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება. ძალიან არ მინდა ამაზე საუბარი. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ოფიციალური ცოლ-ქმარი ვართ, მაგრამ ერთად არ ვცხოვრობთ. როცა ყველაფერი დალაგდება, პირობას გაძლევთ, მოვალ და ყველაფერზე დაგელაპარაკებით.

– არ გაინტერესებს, მომავალში რა იქნება, მასთან იქნები თუ სხვასთან?

– როგორ არ მაინტერესებს, ძალიან მინდა, ჩემი ცხოვრება ნათელი იყოს. რა თქმა უნდა, არ მაკმაყოფილებს ის, როგორიც არის. მაგრამ, ჯერჯერობით არაფრის შეცვლა არ მინდა და არც შემიძლია. ახლა ზუსტად ის ეტაპი მაქვს, როცა ვერ ვიფიქრებ იმაზე, ხვალ რა იქნება. ცუდ ხასიათზე როცა ვარ, ამასაც კი ვერ მატყობენ ხოლმე, იმდენად სულ ვცდილობ, ჩემი ცუდი განწყობით სხვა არ დავთრგუნო – სადაც შევალ, კარგი ემოცია შევიტანო, ყველა კარგ ხასიათზე იყოს.

– რთული მომენტები ახსენე. რას გულისხმობდი?

– მქონია ძალიან მძიმე პირობები, როცა მაგალითად, მამა ძალიან ავად იყო. მაგრამ, მაშინაც არ დამიკარგავს ჩემი თავისადმი რწმენა. ყოველთვის ვცდილობ, ყველაფერი თავიდან დავიწყო. ყოველი დღე წინაზე უკეთესი იყოს და შეცდომები არ დავუშვა. შენს ცხოვრებაში თვითონ თუ არ შეიტანე ფერები და რაღაც არ შეიცვალა, ისევ ისეთი ჩვეულებრივი იქნება. ვცეკვავ, ვმღერი, გამომდის თუ არ გამომდის მაინც და ცოტა ხალისი შემაქვს ამ ცხოვრებაში.

– ლამაზ ქალებზე ყოველთვის უცნაური წარმოდგენა აქვთ. ფიქრობენ, რომ არც ინტელექტი აქვთ და არც ოჯახში ვარგიან. შენ როგორი ხარ?

– საჭმლის გაკეთებაც მიყვარს და ჭამაც. საშინელი ღორმუცელა ვარ. ერთ დღეს მივუშვებ ჩემს თავს, მერე სასიკვდილო დიეტებს გავაკეთებ. დიეტის დამთავრების შემდეგ კი, ისევ სახინკლეში გავრბივარ. ყველაფერს ვჭამ – ხაში, ხაშლამა... არ არსებობს საჭმელი, რომელიც არ მიყვარს. ჩემთვის ყველაზე კარგი გარემო ოჯახია. მსიამოვნებს, როცა სახლში ყველაფერი წესრიგშია. ღამის კლუბების მოყვარული და აქეთ-იქით მოსიარულე ადამიანი არ ვარ. სახლშიც მშვენივრად ვერთობი და მეზობლებთანაც. საერთოდ, ძალიან გვიან ვიგებ ვინ, რა ტიპის ადამიანია. საოცრად მიამიტი ვარ. ბავშვობაში რაც ვიყავი, იგივე ვარ დღესაც, დიდად არ შევცვლილვარ. არასდროს ვაკეთებ ისეთ რაღაცას, რომ ვიღაცას სალაპარაკო მივცე. ყოველ ჩემს ნაბიჯზე ვფიქრობ. ყველანაირად თავშეკავებული და პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ.

– თეირანში ვისთან ერთად ცხოვრობდი?

– ჩემი მეუღლე ფეხბურთს თამაშობდა და დაახლოებით რვა თვე ვცხოვრობდით იქ. არაჩვეულებრივი პირობები მქონდა – უზარმაზარი სახლი, თარჯიმანი გვყავდა, მძღოლი მემსახურებოდა. სპარსული ენაც კი ვისწავლე. სანამ იქ ვიყავი, ვცდილობდი, ყველაფერი დამეთვალიერებინა. ძალიან ცნობისმოყვარე და ენერგიული ვარ. არ მიყვარს დროის უქმად დახარჯვა და ხან სად გავდიოდი, ხან – სად. სახლში თითქმის არ ვიყავი.


скачать dle 11.3