კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რუმინეთის მთავრობა შავმა მაგებმა დაწყევლეს

რუმინეთის ჯადოქრების თორმეტმა ეშმაკმა დაწყევლა რუმინეთის მინისტრთა კაბინეტი: მათ ღამით, დუნაის ნაპირას მოაწყვეს კუდიანთა შაბათობა და ჩაასხეს მდინარეში შხამიანი მანდრაგორას ნახარში იმის გამო, რომ მთავრობამ მისნები და მკითხავები ბიზნესმენთა კატეგორიაში ჩარიცხა, რის შედეგადაც მათ მოუწევთ, გადაიხადონ საშემოსავლო გადასახადი 16 პროცენტის ოდენობით; აგრეთვე, უნდა ჩარიცხონ გამომუშავებული თანხის ნაწილი საპენსიო და სამედიცინო დაზღვევის ფონდში.

„შავი მაგიის მსახურების გარდა, გადამხდელ პირებად ჩაითვლებიან აგრეთვე: ასტროლოგები და ბალზამის გამკეთებლები“, – იტყობინება ბრიტანეთის „ბიბისი“.

ჯადოქართა რისხვას, რომლებსაც რუმინეთში ბევრი ადამიანი ენდობა, საზღვარი არ ქონდა. მათ გადაწყვიტეს, შური ეძიათ მთავრობაზე და დაწყევლეს ისინი სამყაროში ყველაზე საშინელი წყევლით. „ჩვენ ვაყენებთ სიავეს მათ, ვინც ჩვენ გვაყენებს ზიანს,” – ასე დაასაბუთა თავიანთი ქმედება რუმინელი ჯადოქრების წინამძღოლმა ბრატრა ბუზეიამ.

გარდა საშემოსავლო გადასახადისა, ჯადოქრებს, მკითხავებს, ასტროლოგებს, მისნებსა და პარაფსიქოლოგებს ტვირთად დააწვებათ საპენსიო და სოციალური დაზღვევის გადასახადები.

კანონი ავალდებულებს ჯადოქრებს, შელოცვები და წინასწარმეტყველება გასცენ ქვითართან ერთად. ერთ-ერთმა ჯადოქარმა ჟურნალისტებს უთხრა: „ახალი კანონი მათ, უბრალოდ, გამოდევნის ბიზნესიდან, პოლიტიკოსები კი ჯერ იპარავენ, შემდეგ კი მოდიან ჩვენთან, რათა დავწყევლოთ მათი მტრები.”

შავი მაგია ნამდვილად ფიგურირებს რუმინეთის პოლიტიკაში. ერთი წლის წინ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს, მოქმედი პრეზიდენტის – ტრაიან ბესეკუს კონკურენტი ჩიოდა, რომ მის წინააღმდეგ გამოიყენეს „ნეგატიური ენერგია” და ბესეკუმ გაიმარჯვა. ცნობილია, რომ მას მუდმივად თან ახლავს პარაფსიქოლოგი და ნათელმხილველი ალიოდორ მანოელა, ხოლო თვით პრეზიდენტი ხშირად ჩნდება მეწამული ტანსაცმლით, რომელიც, როგორც ითვლება, აშინებს ბოროტ სულებს.


скачать dle 11.3