კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის დაკარგა შვილმა მამა და რატომ ეძებს ის მშობელს ფოთში

35 წლის ირინა აკაკის ასული პრავოსუდოვა ეძებს 58 წლის აკაკი აკაკის ძე დუმბაძეს.

ისტორია: ვეძებ მამაჩემს, 1953 წელს დაბადებულ აკაკი აკაკის ძე დუმბაძეს. მამა დაიბადა ქალაქ ფოთში და ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი 1975 წელს გაიცნეს, ძალიან მინდა, მამის პოვნაში დამეხმაროთ, მისი ხმა ტელეფონით ბოლოს, 1993 წელს გავიგეთ და მას შემდეგ მამაჩემზე არაფერი ვიცი, თუმცა, ვიმედოვნებ, რომ მას ვიპოვი.

– გვიამბე შენი ისტორია, როგორ დაკარგეთ მამა-შვილმა ერთმანეთი და რამდენი ხანია, რაც მას ეძებ?

– ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი 1975 წელს ფოთში გაიცნეს. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ერთად ცხოვრება არ ეწერათ. დედაჩემი მოსკოვიდან იყო ფოთში დასასვენებლად ჩასული და მალევე დაბრუნდა თავის სამშობლოში, მამა კი საქართველოში დარჩა. 1976 წელს გავჩნდი მე, ჩვენ მამასთან მხოლოდ სატელეფონო კავშირი გვქონდა, მაგრამ მე ის ძალიან მიყვარს და სულ მენატრება. ბოლოს მან 1993 წელს დაგვირეკა და გვითხრა, რომ ჯანმრთელობასთან დაკშირებით პრობლემები შეექმნა. იმ პერიოდისთვის მას ჰქონდა რაღაც ბიზნესი თავის ნათესავთან, კერძოდ, დისშვილთან. სამეგობრო წრეში მამაჩემს ყველა გიას ეძახდა. მას შემდეგ, რაც მე მამას ვეძებ, უკვე ხუთი წელია გასული. მის ბოლო საცხოვრებელ მისამართზე არაერთხელ გავგზავნე წერილი, მაგრამ უპასუხოდ დავრჩი. არ ვიცი, რა მიზეზით, მაგრამ მამა დღემდე არ დაგვკავშირებია. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ის კარგადაა და, უბრალოდ, რაღაც სხვა მიზეზის გამო არ რეკავს. პირადად მე დიდი სიამოვნებით ჩამოვიდოდი საქართველოში და მოვძებნიდი, მაგრამ, ასე გაურკვევლად, როდესაც არ ვიცი მისი ამჟამინდელი მისამართი, ეს ძალიან რთულია.

– რა იცი მამის შესახებ, რამაც, შეიძლება, მის მოძებნაში ხელი შეგვიწყოს?

– მამაჩემი დაიბადა და გაიზარდა ფოთში და არ მგონია, ის იქიდან საცხოვრებლად სხვაგან წასულიყო. როგორც ვიცი, 1991 წლამდე ის მუშაობდა გემზე, სახელწოდებით „ეგრისი”, თევზს იჭერდა. ასევე, ვიცი, რომ 1986 წლამდე ის ცხოვრობდა მისამართზე: ჯორჯაძის ქუჩა ¹14, 1986 წლიდან კი საცხოვრებლად ჭავჭავაძის ქუჩაზე გადავიდა. მამას ჰყავს მეუღლე, სახელად მანანა და მე მყავს ორი ნახევარძმა. სამწუხაროდ, მამის შესახებ მეტი არაფერი ვიცი. იმედი მაქვს, მიუხედავად ტერიტორიული სიშორისა და უშედეგო ცდებისა, მე მას მაინც ვიპოვი და ვნახავ, რადგან ძალიან მომენატრა და მინდა მისი პოვნა.

– როგორ ფიქრობ, ის თუ გეძებს შენ? ან, ხომ არ შეგიცვლიათ საცხოვრებელი მისამართი მას შემდეგ, რაც მან ბოლოჯერ დაგირეკათ?

– საქმეც ისაა, რომ მეც და დედაც ამჟამად სხვაგან ვცხოვრობთ. მართალია, ისევ რუსეთში ვართ, მაგრამ, სამსახურის გამო (რადგან უფრო მაწყობდა ჩემს სამუშაო ადგილთან უფრო ახლოს ვყოფილიყავი), ჩვენ გადავედით ახალ ბინაში, ძველი კი, რა ხანია, გავყიდეთ. მაგრამ, სანამ გადავიდოდით, იმ ხალხს, ვინც ჩვენი ბინა იყიდა, დავუტოვეთ ჩვენი მობილური ტელეფონის ნომერი, მაგრამ მას არ დაურეკავს. შესაძლოა, მამაც მეძებს, მაგრამ ჩვენი მისამართის შეცვლის გამო ვერ მიკავშირდება. ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენი რუბრიკის მეშვეობით მაინც ვიპოვი. თავდაპირველად მამის ძებნა „ჟდი მენიას“ საიტიდან დავიწყე, მაგრამ, ორი წლის უშედეგო ლოდინის შემდეგ, მირჩიეს, თქვენ დაგკავშირებოდით და ახლა ახალი იმედით დაველოდები თქვენი ძიების შედეგებს.

– თქვენმა ნახევარძმებმა თუ იციან თქვენი არსებობის შესახებ?

– როგორც დედასგან ვიცი, ჩემ შესახებ მათ იციან, და ვიმედოვნებ, რომ მათ, ისევე, როგორც მე, უნდათ, ჩემი პოვნა და ურთიერთობა. ასეა თუ ისე, ჩვენ ხომ ერთმანეთისთვის უცხოები არ ვართ. ჩემთვის დიდი სიხარული იქნებოდა, ჩვენ რომ ერთმანეთი გვეპოვა და ურთიერთობა აღგვედგინა.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.


скачать dle 11.3