კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ დააშორა ერთმანეთს ერთ ოჯახში მცხოვრები ბავშვები და რას ნანობს საბერძნეთში სამუშაოდ წასული ქალი დღემდე

49 წლის ლია ვასილის ასული დარბაიძე (მახარაძე) ეძებს 45 წლის მაია ვასილის ასულ დარბაიძეს და 48 წლის მიხეილ ვასილის ძე დარბაიძეს.

ისტორია: ვეძებ ჩემს ნახევარდასა და ნახევარძმას: 45 წლის მაია ვასილის ასულ დარბაიძეს და 48 წლის მიხეილ ვასილის ძე დარბაიძეს. მე და ჩემი ნახევარძმა და ნახევარდა ბებიამ დაგვაშორა ერთმანეთს. მე მამაჩემის პირველი ცოლის შვილი ვარ, ისინი კი მეორე ცოლისგან ჰყავდა და ყველანი ერთად ვიზრდებოდით ერთ ოჯახში, მამაჩემს მე ძალიან ვუყვარდი, მაგრამ დედამ და ბებიამ ერთმანეთს ვერ გაუგეს და მე მომიწია დედასთან ერთად თბილისიდან მის დასთან, ნათელასთან, საბერძნეთში წასვლა. მას შემდეგ მე მათთან კონტაქტი არ მქონია, ძალიან გთხოვთ მაპოვნინოთ ისინი.

– გიცდიათ თუ არა თქვენს ნახევარდასთან და ნახევარძმასთან დაკავშირება, მას შემდეგ რაც საბერძნეთში წახვედით და რა მოხდა ისეთი, რამაც ერთმანეთს დაგაშორათ?

– მამაჩემი და დედაჩემი ერთმანეთს დაშორდნენ, როდესაც მე ჯერ კიდევ ერთი წლის ვიყავი. მაშინ ჩვენ ვცხოვრობდით დედაჩემის სახლში, მესამე მასივში. მამამ მალევე მოიყვანა მეორე ცოლი, მაგრამ ჩვენთან კონტაქტი არ გაუწყვეტია. მე მისი პირველი შვილი ვიყავი და ყოველთვის ძალიან ვუყვარდი, მაგრამ ბებიას (მამის დედას) და დედაჩემს, მზიას, ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ, ამიტომ, ამ დაშორების ერთ-ერთი ხელშემწყობი სწორედ ბებიაჩემი იყო, ამჟამად ის ცოცხალი აღარაა და მიცვალებულზე ცუდის თქმა არ შეიძლება, ამიტომ თავს შევიკავებ რაიმე ცუდის თქმისგან, მით უმეტეს, ამდენი წელია გასული და, მე ყველაფერი ვაპატიე. მას შემდეგ, რაც მამამ მეორე ცოლი მოიყვანა, მას გაუჩნდა ვაჟი – მიხეილი და შემდგომ გოგონა – მაია. ჩვენ ყველას ჯერ კიდევ პატარაობიდან გვქონდა ერთმანეთთან კავშირი, მამას ყოველთვის მივყავდი თავის ოჯახში, სადაც მისი მეორე ცოლიც კარგად მხვდებოდა, მაგრამ, 10 წლის რომ გავხდი, დედამ და ბებიამ ისევ იკამათეს და მამაჩემის დაუკითხავად დედამ საბერძნეთში წამიყვანა, თვითონ იქ მუშაობა დაიწყო დამლაგებლად, მე კი მის დასთან ვცხოვრობდი. ბავშვი ვიყავი და მამის მისამართი და ტელეფონი არ ვიცოდი, დედა კი დღემდე არ იხსენებს მათ კონტაქტებს, ამიტომ, ისღა დამრჩენია, ისინი დამოუკიდებლად მოვძებნო. ძალიან მინდა მათი ნახვა, მათ გარდა მე ახლო ნათესავები არ მყავს. ალბათ მათ ისევე როგორც მე, ჰყავთ ოჯახები და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემს შვილებს და მათ, შვილებსაც ჰქონდეთ ურთიერთობა. ერთადერთი, რაც მე მაქვს და დღემდე ვუფრთხილდები, ეს არის მამაჩემის ფოტო, მასზე მე ძალიან პატარა ვარ – 2 წლის, მამაჩემი კი დაახლოებით 36 წლისაა. ნეტავ ახლა როგორია.

– როგორ ფიქრობთ, მათ თუ ახსოვხარ, ან თუ გეძებენ?

– მე უკვე მრავალი წელია, საბერძნეთში სალონიკში ვცხოვრობ. რა ხანია, საქართველო არ მინახავს, ტელევიზორს თუ არ ჩავთვლით, თქვენ წარმოიდგინეთ, სულ ვკითხულობ ქართულ პრესას, განსაკუთრებით კი თქვენს ჟურნალსა და ამ რუბრიკას და სულ მაქვს იმედი, რომ იქნებ ისინიც მეძებენ, მაგრამ, ვფიქრობ, მამაჩემს განსაკუთრებით ენდომება ჩემი მოძებნა, უბრალოდ, მან, შეიძლება, არც კი იცის, რომ მე საქართველოში არ ვარ, რადგან დედაჩემმა ჩვენი წასვლის შესახებ არავის არაფერი უთხრა. მაინცდამაინც არც მას ვადანაშაულებ, მას უყვარდა მამაჩემი, მაგრამ ბებიას ვერ გაუგო. დღემდე ვნანობ, რომ აქამდე ვერ შევძელი მანდ ჩამოსვლა და მათი ნახვა.

– როგორ ფიქრობთ, თუკი თქვენ ერთმანეთს იპოვით, სად ან როგორ მოხდება თქვენი შეხვედრა?

– ნეტავ ის სანატრელი დღე დადგეს, რომ მე მიხეილი და მაია ვიპოვო და, დარწმუნებული ვარ, ჩამოვალ თბილისში და ეს იქნება ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი და დაუვიწყარი დღე – ნახევარდასა და ნახევარძმასაც ვნახავ და ჩემს სამშობლოსაც. დედაჩემი დღემდე არ გათხოვილა, მას თავიდან უჭირდა სამშობლოსგან შორს ცხოვრება, მაგრამ ამჟამად ისე მიეჩვია აქაურობას, რომ საქართველოში, ალბათ, ვეღარც იცხოვრებს. მას აქ დაც ჰყავს და, ასე თუ ისე, სანათესაოს ხედავს და ურთიერთობაც აქვს. მე კი მთელი ჩემი ცხოვრება ვოცნებობ ჩემს ნახევარდასა და ნახევარძმაზე, ძალიან მინდა მათი პოვნა და გულში ჩახუტება.


скачать dle 11.3