კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას მოუტანს ბიზნესს ოქროს კურდღლის წელიწადი

2010 წელს რბილი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამო, ბევრმა ინვესტორმა გადაწყვიტა, რომ ფული ძვირფას ქვებსა და ფერად ლითონებში ჩაედო. ინვესტორები არც შემცდარან. წლის შედეგების მიხედვით, 2010 წელს ოქროს ფასი 30 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ვერცხლისა 70 პროცენტით. ზოგადად ფერადი ლითონების ფასი ბაზარზე 25-30 პროცენტით გაძვირდა. ექსპერტებისა და ანალიტიკოსების აზრით, 2011 წელს ეს ტენდენცია გაგრძელდება – ძვირფასი ლითონების ფასი 10-15 პროცენტით გაიზრდება, ხოლო ოქროსი – 20 პროცენტით. ბანკ „ბერკლის“ ანალიტიკოსების აზრით, ინვესტორებმა 2010 წლის ნოემბერში ლითონებში, ნავთობსა და მარცვლეულში 340 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს. 2010 წლის ბოლოს ასევე, შეინიშნებოდა აზიაში მრეწველობის ზრდა და ევროპაში მისი გამოცოცხლება. 2010 წელს ფასებზე ზრდის ლიდერი ძვირფასი ლითონები, ქვანახშირი და რკინის შემცველი პროდუქცია აღმოჩნდა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ თუ 2010 წელს ძვირფას ლითონებზე ფასები საშუალოდ 10-30 პროცენტით გაიზარდა, 2011 წელს ფასები უფრო ზომიერად გაიზრდება. 2010 წლის პირველ ნახევარში უნცია ოქროს ფასმა 1 500 დოლარს გადააჭარბა, თუმცა, წლის ბოლოს მისმა ღირებულებამ 1 400 დოლარამდე დაიწია. ანალიტიკოსების აზრით, ძვირფას ლითონზე ფასების ზრდას განამტკიცებს ახალი ინვესტორების გამოჩენა და ახალი ბაზრების წარმოქმნა. გარდა ამისა, დოლარის მოსალოდნელი ინფლაციაც ზრდის ოქროზე ფასს. 2010 წელს ოქროზე მოთხოვნა მსოფლიოში 7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ოქროს წარმოება 3 პროცენტით შემცირდა და, ოქროს მსოფლიო საბჭოს მონაცემებით, ამანაც ხელი შეუწყო ფასების ზრდას. 2011 წლის ბოლოსთვის ოქროს ფასი უნციაზე 1 690 დოლარი გახდება.


скачать dle 11.3