კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

მოძღვარი გვირჩევს



კითხვა: ხანდახან ჩვენი ახლობლები გვთხოვენ, მათთვისაც ვილოცოთ, ჩვენ კი სათანადოდ ჩვენი თავისთვისაც ვერ გვილოცია. როგორ მოვიქცეთ?

პასუხი: წმიდა ფილარეტ მოსკოველი ამის შესახებ წერს: „ნუ განდგებით სხვათათვის ლოცვისაგან იმის შიშით, რომ თქვენ საკუთარი თავისთვისაც ვერა გამოგითხოვიათ. უფრთხოდეთ იმას, რომ საკუთარი თავისთვის ვერ გამოსთხოვთ, თუ სხვებისთვის არ ილოცებთ“. ყოველი ქრისტიანი ვალდებულია, ლოცვაში მოიხსენიოს ადამიანი, რომელიც ლოცვით შემწეობას ითხოვს.

კითხვა: ვცხოვრობ სოფელში, სადაც, როგორც ჩანს, უძველესი სასაფლაო მიწამ დაფარა. როდესაც ყანას ვამუშავებთ, ადამიანთა ძვლებს ვაწყდებით. რა ვუყოთ მათ?

პასუხი: იმ ძვლებს, რომლებიც ჩვენს წინაპრებს ეკუთვნოდა, კრძალვითა და პატივისცემით უნდა მოვეპყრათ. ისევე, როგორც ადამიანის სიცოცხლეში, მისი გარდაცვალების შემდეგაც, მის სხეულს პატივი უნდა ვცეთ – ის ხომ ღვთის სახედ და ხატად არის შექმნილი. ამიტომაც, შეაგროვეთ ძვლები, ერთ ადგილას დაკრძალეთ და სთხოვეთ სოფლის მოძღვარს, პანაშვიდი გადაიხადოს ამ მიცვალებულთა სულის მოსახსენიებლად.

კითხვა: თუკი მშობლები დიდი ხნის წინ დაშორდნენ ერთმანეთს და ახლა ორივე გარდაცვლილია, შეიძლება თუ არა ლოცვისა და პანაშვიდის გადახდისას მათი ერთად მოხსენიება?

პასუხი: ასეთ დროს შეგიძლიათ, თქვენი მშობლები ერთად მოიხსენიოთ ლოცვებში, არანაირი შეზღუდვა ამ მხრივ თქვენ არ გაქვთ. მთავარია, ილოცოთ მათი სულებისთვის და ამით შეეწიოთ მათ იმქვეყნად.

კითხვა: დიდ ტაძრებში, თითქმის ყოველთვის, საკურთხევლის წინ, ანალოღიასთან ლარნაკით აწყვია ლამაზი ყვავილები. ეს რას ნიშნავს?

პასუხი: ადამიანი ყვავილის – ამ მშვენიერი ქმნილების უფლისადმი მიძღვნით, სიყვარულსა და სითბოს გამოხატავს. უფლის წმიდა სახლს ყვავილებით ვამკობთ იმ მადლიერების გამო, რომ ღმერთმა სიცოცხლითა და მშვენიერი სამყაროთი დაგვასაჩუქრა. ყველაზე ბევრი და ნაირფერი ყვავილი ქრისტიანებს ტაძრებში სულთმოფენობას მიაქვთ.

კითხვა: შეიძლება თუ არა, რომ დაზიანებული ხატი არამართლმადიდებელ ადამიანს მივუტანო აღსადგენად?

პასუხი: მართლმადიდებლური ხატწერა გულისხმობს მართლმადიდებლური კანონიკის ცოდნას. ეს კანონიკა კი, ცხადია, არამართლმადიდებელ ადამიანს არ ეცოდინება. გარდა ამისა, მართლმადიდებელი ადამიანი, ურწმუნოსგან განსხვავებით, უფლის სიყვარულით უფრო ფაქიზად და გულმოდგინებით ეპყრობა ხატის ყველა დეტალს. ამიტომ, სასურველია, დაზიანებული ხატი მართლმადიდებელ ხატმწერს მიუტანოთ აღსადგენად, ვიდრე თუნდაც საუკეთესო, მაგრამ ურწმუნო ოსტატს.


скачать dle 11.3