კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტალინის მმართველობის დროს საერთო სიკვდილიანობის მაჩვენებელი სამჯერ შემცირდა

ყველა ქვეყნის ყველა დროის მმართველებს უყვარდათ და უყვართ მათ მიერ ჩატარებულ რეფორმებსა და სხვადასხვა მიღწევაზე საუბარი. საკუთარი ხალხის წინაშე თავის მოწონების სურვილი მიუღებელი და ცუდი სულაც არ არის, მაგრამ, საინტერესოა, რომ, მან, ვინც უამრავი სახელმწიფოებრივი პრობლემის მიუხედავად, მართლაცდა გიგანტური რეფორმები განახორციელა იქ, სადაც სახელმწიფოებრიობის ნიშანწყალიც აღარ იყო და მილიონობით ადამიანი შიმშილით იღუპებოდა, ზესახელმწიფო შექმნა, დააწესა აბსოლუტურად უფასო ჯანდაცვისა და განათლების სისტემები, წარსულს ჩააბარა უმუშევრობა, დაამყარა სრული უსაფრთხოების რეჟიმი პლანეტის მეექვსედ ტერიტორიაზე, არასდროს უტრაბახია.

რეფორმები

საქართველოში

საგულისხმოა, რომ სტალინი დიდ ყურადღებას აქცევდა საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას. ბელადი შესანიშნავად ერკვეოდა მის სპეციფიკაში, კარგად იცოდა რესპუბლიკის სამომავლო სამეურნეო ამოცანები და, შესაბამისად, მოითხოვდა მნიშვნელოვანი დარგების განვითარებას. საკმარისია რამდენიმე მაგალითის მოყვანა: საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის შექმნის ინიციატორი და მისი განვითარების მთავარი ქომაგი იოსებ ბესარიონის ძე სტალინი იყო. სწორედ ამიტომ მიიღო 1946 წლის იანვარში საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭომ დადგენილება ციტრუსოვან კულტურათა შემდგომი განვითარების შესახებ, რომლის მიხედვით, 1950 წლისთვის მკვეთრად უნდა გაზრდილიყო (30 000 ჰექტარამდე) მანდარინის, ლიმონისა და ფორთოხლის ნარგავების ფართობი. ამ მიზნით საქართველოს გამოეყო სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარები და დიდი რაოდენობით სხვა მასალა. ცხადია, რომ დადგენილება მეციტრუსეთა შრომის წამახალისებელ ღონისძიებებსაც ითვალისწინებდა. უკიდეგანო იმპერიაში უამრავი ტერიტორია იყო, სადაც აღნიშნული საკითხებით დაინტერესება შეიძლებოდა. 1949-1950 წლების მკაცრი ზამთრით შეშფოთებული სტალინი ყოველდღიურ ცნობებს ითხოვდა ყინვის შესახებ და, როცა ერთხელ მოახსენეს, ტემპერატურა მინუს 12-14 გრადუსიაო, საქართველოს ცეკას მდივანს, კანდიდ ჩარკვიანს უსაყვედურა – ზუსტი ცნობები არ გქონიათ, ყინვამ 16 გრადუსს მიაღწიაო – ჩანს, იოსებ ჯუღაშვილს ინფორმაციის საკუთარი წყაროებიც ჰქონდა, რაც გასაკვირი არ არის. საქართველოს ხელმძღვანელები ერთმანეთში ხუმრობდნენ კიდეც: სტალინი ჩვენს ნაცვლადაც აკეთებს ყველაფერსო. არ არსებობდა მნიშვნელოვანი საკითხი, რაშიც ის არ ერეოდა, იქნებოდა ეს აგარის ჭარხლის შაქარი, ხორბალი მესხეთ-ჯავახეთში თუ მეღვინეობა კახეთში.

მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო და ხალხმა ომით მიყენებული ჭრილობების მოშუშება დაიწყო. მეთაურებმა თავს ნება მისცეს, დაესვენათ. სტალინმაც გადაწყვიტა, რომ არანორმალური რეჟიმის (დღე-ღამეში მხოლოდ 4 საათი ეძინა) შემდეგ, დასასვენებლად გაგრაში წასულიყო. ერთ-ერთი წვეულების დროს მას უცხოეთიდან შემოტანილი ეგზოტიკური ხილი – ბანანი, ანანასი და ატამი მიართვეს. ბელადმა ატამი ხელში აიღო, შეათვალიერა და თქვა, ჩემი ახალგაზრდობის დროს გორში მსხვილი ატამი ხარობდა, ნეტავ, კიდევ თუ არისო. ბელადის ერთი სიტყვა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საბჭოთა კავშირის მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატში სასწრაფო ზომები მიეღოთ და შავი ზღვისპირეთში ატმის ხეების კომპლექსური მეურნეობები მოეწყოთ – ისეთი, როგორიც სტალინს მოეწონებოდა. იმ პერიოდში აღნიშნულ სტრუქტურაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე სიმონ ხოშტარია მუშაობდა, რომელიც 1938-1939 წლებში საბჭოთა კავშირის სასოფლო-სამეურნეო მიღწევათა გამოფენის დირექტორი იყო და მისი ხელმძღვანელობით ჩაიტანეს იქ ციტრუსების ექსპონატები. სწორედ მას უნდა შეესრულებინა ახალი დავალება – ნერგების დარგვის ორგანიზაცია. ამავე პერიოდში, გორში, სოფელ ხიდისთავში, სელექციონერი ბესტავაშვილი მუშაობდა, რომელსაც საკუთარ ეზოში გამოჰყავდა ატმის საუკეთესო ჯიშები. ხოშტარიამ მის წინაშე დასმული ამოცანის შესასრულებლად ძველი ნაცნობი აგრონომები მოიხმო. ერთ-ერთი იყო ნამდვილი პროფესიონალი, ამ საქმის სპეციალისტი, სპარტაკ მამაცაშვილი, რომელიც ომიდან მძიმედ დაჭრილი დაბრუნდა და მკურნალობის კურსს გადიოდა. ამ ადამიანებმა მოკლე დროის განმავლობაში შეუძლებელი შეძლეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ საქმიანობას უამრავი გარემოება უშლიდა ხელს, კერძოდ, მნიშვნელოვნად იყო შერყეული საბჭოთა მანეთის მსყიდველობითი უნარი. ამ პერიოდში დაბალი იყო ჩაის მწვანე ფოთლისა და თამბაქოს შესასყიდი ფასები, რაც სერიოზულად აფერხებდა სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებას. ამ პრობლემების გადასაწყვეტად კანდიდ ჩარკვიანმა საკავშირო ფინანსთა სამინისტროს მიმართა. მინისტრი ზვერევი აღშფოთებული გაიძახოდა, რომ სახელმწიფოს ასეთი ხარჯების ატანა არ შეუძლიაო, მაგრამ საქმეში სტალინი ჩაერია და სახკომსაბჭომ მიიღო სპეციალური დადგენილება „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ჩაის მრეწველობისთვის გადაუდებელი დახმარების შესახებ,” რომლითაც შესასყიდი ფასები სამჯერ და მეტად გაიზარდა. ამან ისეთი შედეგი გამოიღო, რომ ყველგან დიდი ხალისით მოჰკიდეს ხელი ჩაის ნარგავების აღდგენასა და გაფართოებას. ამის შემდეგ საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭომ მიიღო კანონი „ციტრუსოვან კულტურათა განვითარების შესახებ,” რის შედეგადაც მკვეთრად გაიზარდა (29 000 ჰექტარი) მანდარინის, ლიმონისა და ფორთოხლის ფართობი. ერთი სიტყვით, სტალინის ინიციატივითა და ქართველი სპეციალისტების თავდაუზოგავი მუშაობის წყალობით, დაჭაობებული და სხვადასხვა სნეულებით დაავადებული აფხაზეთის ტერიტორია ედემის ბაღად იქცა, არადა, მანამდე, კლიმატური პირობების გამო, აფხაზეთის მოსახლეობა მეტად მძიმე მდგომარეობაში იყო. ჭაობების ამოშრობა და სუბტროპიკული მცენარეების ნაკლებობა გაუსაძლის მდგომარეობაში აყენებდა ადამიანებს, ხშირი იყო მალარიით დაავადების შემთხვევები. გარდა ამისა, არ არსებობდა არც სასოფლო-სამეურნეო და არც ინდუსტრიული ინფრასტრუქტურა. ის რაც, ერთი მხრივ, პირადად ბელადმა და, მეორე მხრივ, საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ, ანუ საქართველომ გააკეთა ამ ძირძველი ქართული კუთხის აღორძინებისთვის, შეუფასებელია. რამდენიმე მაგალითიც საკმარისია ამის ნათელსაყოფად: სტალინის მითითებით, ავსტრალიიდან სპეციალურად ჩამოიტანეს განსაკუთრებული სახეობის ევკალიპტის თესლი და ენგურიდან ფსოუმდე ამ უნიკალური ჯიშის მცენარის ტყეები გაშენდა. სტალინმა პირადად შეურჩია ევკალიპტს სახელი და „გიგანტეა“ დაარქვა; გარდა ამისა, მხოლოდ ავადხარას ბალნეოლოგიური კურორტის მშენებლობისთვის, სადაც შემდგომში მთელი მსოფლიოდან დაავადებული ადამიანები მკურნალობდნენ, რიწის ტბის კომპლექსისთვის გაღებულმა თანხებმა მილიონებს გადააჭარბა და ეს მაშინ, როცა ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იყო. ქართულ-ფრანგულ-ინგლისურ სტილში გაშენებული პარკი მართლაც განუმეორებელი სილამაზით გამოირჩეოდა. საგულისხმოა, რომ ბევრს აღარ ახსოვს, რომ აფხაზები და ქართველები ამით ერთად ამაყობდნენ, ამბობდნენ – სტალინმა მალარიისგან გვიხსნაო.

ოქროს მარაგი

1956 წლამდე ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლების დიფერენციაციის კოეფიციენტი მხოლოდ 3,28-ს შეადგენდა (ჩრდილოვანი და კრიმინალური შემოსავლების გარეშე), რაც ნიშნავს, რომ მდიდარი მოსახლეობის 10 პროცენტი, 16,8-ჯერ მეტ სიმდიდრეს ფლობდა ღარიბ მოსახლეობასთან შედარებით. ამჟამად რუსეთში, მოჩვენებითი, ცრუ სტატისტიკითაც კი, მდიდრები 53-ჯერ მეტ ქონებას ფლობენ ჩვეულებრივ მოქალაქეებთან შედარებით და იმავეს ადასტურებს ჟურნალი „ფორბსის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, რომ რუსი მილიარდერების პირადმა შემოსავლებმა 300 მილიარდ დოლარს გადააჭარბა; რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური ინსტიტუტის გამოკვლევებიდან კი ნათლად ჩანს, რომ 1 500 ადამიანის ხელში, რაც მოსახლეობის 0,001 პროცენტს შეადგენს ქვეყნის ნაციონალური სიმდიდრის 52 პროცენტია კონცენტრირებული. ნებისმიერი სახელმწიფოს ძირითადი რესურსი რომ ოქროს მარაგია, ცხადია და, ისიც საინტერესოა, რომ სტალინის ეპოქიდან, ანუ 60 წლის შემდეგ, ის 10-ჯერ შემცირდა მაშინ, როცა ბელადმა, რომელსაც თავიდან ზარაფხანაში 317 ტონა ოქრო ჰქონდა, სიკვდილის შემდეგ 4 000 ტონამდე დაუტოვა სახელმწიფოს. შედარებისთვის, 2009 წლის ოფიციალური მონაცემით, რუსეთს 445 ტონა ოქროს მარაგი აქვს. ნებისმიერ სფეროში, ადამიანის ცხოვრების ყველა დეტალში იგრძნობოდა ხელშესახები და არა გამოცხადებული სიკეთეები: 3-ჯერ შემცირდა საერთო სიკვდილიანობის მაჩვენებელი (ბავშვთა-2-ჯერ); ქვეყანაში, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა სოციალური ობოლი, ანუ დედის მიერ მიტოვებული შვილი; მოგვარდა ნარკომანიის პრობლემა და ალკოჰოლიზმიც კი 10-ჯერ შემცირდა; რაც შეეხება პროსტიტუციას, ის განიხილებოდა, როგორც პარაზიტული არსებობის ფორმა და მისი, ისევე, როგორც ნარკომანიის ორგანიზაციული ფორმები, აბსოლუტურად იყო განადგურებული, დღეს კი რუსეთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო მონაცემებით ლიდერია აღნიშნულ საკითხებში.

P.S. „მე, რუსი ადვოკატი, ღვთისა და ერის წინაშე ჩემს მოვალეობად მივიჩნევ, დავიცვა იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი, რომელიც ყველა რუსეთის იმპერატორსა და პოლიტიკურ რეფორმატორს აღემატება. არც ადვოკატთა კოლეგიის ორდერი მაქვს და არც უსამართლოდ ბრალდებულია ცოცხალი – სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ის მოკლეს!”

ფედორ მარენკოვი

(მოსკოვი, გამომცემლობა „პალეა“,

გოსუდარ) – 2009 წელი


скачать dle 11.3