კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა პრობლემებს იწვევს ავტომობილის „ბაბინა“ და „ტრამლიორი“

დაქოქვის პრობლემა მძღოლებს, განსაკუთრებით ქალბატონებს, ყველაზე მეტად რომ აწუხებთ, ეს რედაქციაში შემოსული უამრავი კითხვიდანაც ჩანს. სტარტერისა და აკუმულატორის პრობლემა ჩვენს რუბრიკაში ასე თუ ისე, განვიხილეთ. დღეს მევლუდ მელაძე დაქოქვის დროს წარმოქმნილ სხვა პრობლემებზე ისაუბრებს და მათი გადაჭრის გზებსაც გვასწავლის.

მევლუდ მელაძე: იმ შემთხვევაში, თუ დილით, გასაღების გადაწევის შემდეგ, ავტომობილის ძრავა კი მუშაობს, მაგრამ ძალიან ნელა და ვერც დაქოქვას ახერხებს, შეიძლება, აკუმულატორი დასუსტდა. ამიტომ, ის ისე ნელა აბრუნებს ძრავას, რომ დაქოქვა უჭირს. მეორე მიზეზი კი შეიძლება, სტარტერიც იყოს – მისი მბრუნავი ღერძი რომელიმე კედელს ედება და მუშაობას ამუხრუჭებს. ეს დეტალი ძრავის სწრაფად დატრიალებას ვერ ახერხებს და ამის გამო ავტომობილი არ იქოქება. ნუ შეგეშინდებათ, არ იფიქროთ, რომ ძრავას რაიმე კატასტროფული პრობლემა აქვს და მისი რემონტი ან გამოცვლა მოგიწევთ. საშიში არაფერია. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სტარტერი ძალიან სწრაფად ტრიალებს, მაგრამ ავტომობილი არ იქოქება. ამ შემთხვევაში, მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს. პირველი, როცა იმ სპეციალურ ხელსაწყოებს, ძრავაში ნაპერწკალს რომ წარმოქმნის, დენი არ მიეწოდება; მეორე – როცა ძრავას არ მიეწოდება ბენზინი, ანუ საწვავის სისტემას აქვს პრობლემა. პირველ შემთხვევაში, თუ ნაპერწკალი არ წარმოიქმნება, ეს ნიშნავს, რომ „ბაბინას”, „ტრამლიორს” ან კომპიუტერს დენი არ მიეწოდება. ამის შემოწმება ძალიან მარტივია. ერთ-ერთი სანთელთან, ანუ ეგრეთ წოდებულ „სვეჩამდე” მიმავალი სადენი უნდა ჩავხსნათ. შემდეგ შეგვიძლია, ან მოვხსნათ „სვეჩი”, გავსინჯოთ მისი მუშაობა ან სხვა „სვეჩი” ვიშოვოთ და ძრავას კორპუსზე გვერდულად დავადოთ. საჭიროა, იქ მივიღოთ მინუსი, რომ ნაპერწკლის „გადახტომა“ მოხდეს. ანუ, თუ ძრავის შეუღებავ კორპუსს „სვეჩი” დავადეთ, მინუსის მისაღებად, დენიც მიერთებულია, გასაღებს ვატრიალებთ და ნაპერწკალი მაინც არ „ხტება“, ეს ნიშნავს, რომ სადღაც დაკარგულია კონტაქტი. ხდება ის, რაც მეორე მიზეზში ავხსენით – „ტრამლიორს” არ მიეწოდება დენი ან მასში რაღაცაა დაზიანებული, რაც იწვევს ელექტროობის უქონლობას. ესე იგი, პრობლემა გვაქვს ელექტროობაში.

– შეიძლება, მოხდეს ისე, რომ ნაპერწკალი „გადახტეს“, მაგრამ ავტომობილი მაინც არ დაიქოქოს?

– ამ დროს ერთმნიშვნელოვნად საწვავის მიწოდების პრობლემაა, რომელიც შეიძლება, სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს – გააჩნია, რა სტილის ავტომობილია. უპირველესად, მაინც მცველი უნდა გადავამოწმოთ, განსაკუთრებით ბენზინის ელექტროძრავების შემთხვევაში. ანუ, უფრო თანამედროვე მოდელებში. ვგულისხმობ, არა კარბურატორიან ავტომობილებს, სადაც, უპირველესად მცველს ვამოწმებთ. ამ ტიპის ავტომობილებში, ბენზინის ავზში განთავსებულ ძრავას აქვს სპეციალური მცველი, რომელიც უზრუნველყოფს საწვავის სისტემაში ბენზინის მიწოდებას. თუ პრობლემა მცველია, ხომ კარგი. მაგრამ, თუ ბენზინი მაინც არ მიეწოდება, მაშინ ან საწვავის მიმწოდებელი ძრავაა დამწვარი ან ბენზინის ფილტრია გაჭედილი. ამ შემთხვევაში, თუ ოდნავ მაინც ვერკვევით ავტომობილში, ძრავამდე მიმავალ ბენზინის მილს ვხსნით და ვატრიალებთ გასაღებს, ისე რომ წითლები აინთოს. თუ ბენზინი გამოვიდა, ეს ნიშნავს, რომ ბენზინის მიწოდებას უზრუნველყოფს ბენზინის ძრავაში განთავსებული სპეციალური პომპა. თუ არ წამოვიდა ბენზინი სწორედ საწვავის ავზში განთავსებულ იმ პატარა ძრავას აქვს პრობლემა და ის ვერ უზრუნველყოფს ბენზინის მიწოდებას. ამ დროს უნდა ჩავხსნათ ეგრეთ წოდებული „აბრატნი შლანგი”, ანუ სისტემიდან უკან, ავზში მიმავალი მილი. თუ თავად ვერ მოახერხეთ ამ პრობლემის აღმოფხვრა, მაშინ მიმართეთ ეგრეთ წოდებულ „ინჟექტორის” ხელოსანს, რომელიც იოლად გამოასწორებს ხარვეზს. თუ კარბურატორიანი ავტომობილი გყავთ, ანუ ის არ არის ელექტრული სისტემებით აღჭურვილი, მაშინ პრობლების მიზეზის დადგენაც და გამოსწორებაც ძალიან იოლია. ამის მიზეზი შეიძლება, იყოს „ბენზონასოსი”, ხსნით კარბურატორისკენ მიმავალი მილს, ნახავთ ბენზინი შედის თუ არადა, თუ შედის მაშინ ამოწმებთ უკან გამომავალ მილს – ის იქნება დაზიანებული. კარბურატორს ოდნავ მიუკაკუნებთ, შიგნით სისტემა იქნება გაჭედილი და ასე მარტივად, შეძლებთ, პრობლების აღმოფხვრას.


скачать dle 11.3