კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ვარ გათხოვილი, მაქვს ყავისფერი გამონადენი. საშიში ხომ არ არის?

პასუხი: დაელოდეთ მენსტრუაციას, თუ იგივე განმეორდა ციკლის შეწყვეტიდან 10 დღის შემდეგ, მიმართეთ ექიმს.

კითხვა: მაწუხებს საშინელ ქავილი, უკვე რამდენიმე კვირაა, ძირითადად ზურგისა და ბარძაყების არეში. რას მირჩევთ?

პასუხი: შეიძლება, ქავილი ტანსაცმლის სარეცხი საშუალებით გამოწვეული ალერგია იყოს. ეცადეთ, გამოიყენოთ ანტიალერგიული სარეცხი საშუალებები. შეგიძლიათ, მიიღოთ ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატიც (შერჩევაში დაგეხმარებიან ფარმაცევტები). თუ შედეგს ვერ მიიღებთ, უნდა მიმართოთ ალერგოლოგს.

კითხვა: მყავს 7 თვის გოგონა, მსურს, ყური გავუხვრიტო ეგრეთ წოდებული ავტომატით და შეიძლება თუ არა ეს? მირჩიეს, რომ ჯერ ნაადრევია. როგორ მოვიქცე, რომელ ასაკში იქნება ეს უფრო მისაღები? შესაძლებელია, რომ ასეთ პატარა ასაკში ამ პროცედურას რაიმე გართულება მოჰყვეს?

პასუხი: ერთია, რომ ბავშვი ძალიან პატარაა და არა მგონია, მისი ტრავმატიზაცია მიზანშეწონილი იყოს. მეორე, არასათანადო სტერილიზაციის შემთხვევაში და შესაბამისი ჰიგიენური პირობების დაუცველობით ჩატარებულ ნებისმიერ მანიპულაციას, შეიძლება, მოჰყვეს გართულება. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ყურის გახვრეტის შემდეგ, სათანადო მოვლაა საჭირო და არცთუ იშვიათია ინფექციური გართულებები.

კითხვა: როდის უნდა მივიღო ნახშირის აბები და რა რაოდენობით?

პასუხი: ნახშირის აბები უნდა მიიღოთ დილით, უზმოზე. თქვენი წონის მიხედვით, ყოველ ათ კილოგრამზე საჭიროა, ერთი აბი ნახშირი.

კითხვა: ჩემს 12 წლის შვილს პერიოდულად ტუჩების კუთხეებში უჩნდება ნახეთქები, რას გვირჩევთ?

პასუხი: ტუჩის კუთხეებში ნახეთქების გაჩენა B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობამ იცის. პედიატრთან შეთანხმებით, მიეცით ამ ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი. ისე, სასურველია, ანახოთ დერმატოლოგსაც, რომ გამორიცხოთ კანის დაავადებაც.

კითხვა: ჩემი 4 წლის ბიჭი ძილში კბილებს აკრაჭუნებს. რა მოვიმოქმედო?

პასუხი: ალბათ, მას კალციუმის ნაკლებობა აქვს. მიმართეთ პედიატრს კალციუმის შემცველი პრეპარატების შესარჩევად.

კითხვა: მაინტერესებს, ჩიყვზე რა ანალიზი კეთდება – სისხლის შემოწმებაა საჭირო თუ რენტგენის გადაღება?

პასუხი: ჩიყვის დიაგნოზის დასადგენად კეთდება ჯირკვლის ექოსკოპია და ანალიზი სისხლში ჰორმონების (TSH, FT3 და FT4) დონის დასადგენად.

კითხვა: საერთოდ, მწეველი არ ვარ და ჰაშიშის მოწევიდან რამდენიმე დღის მერე ფილტვები რომ გადავიღო, სურათი თუ აჩვენებს რამეს? საერთოდ, რა დროით რჩება ორგანიზმში მისი კვალი? სიგარეტს რომ არ ვეწევი, ამიტომ მაინტერესებს, თუ გამოჩნდება რამდენიმე მოწევით რამე სურათზე...

პასუხი: თუ მწეველი არ ხართ და ჰაშიში მხოლოდ ერთხელ მოწიეთ, რამდენიმე დღეში გადაღებულ ფილტვების რენტგენოგრამაზე ეს არ დაფიქსირდება. მაგრამ, თუ მოწევა რეგულარულ ხასიათს მიიღებს, ეს უკვე სწრაფად აისახება არა მხოლოდ ფილტვების, არამედ მთელი ორგანიზმის მდგომარეობაზე და ამის დიაგნოსტირება ძალიან ადვილია.


скачать dle 11.3