კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შექმნა ირენა ოგანჯანოვამ ქალბატონი „ზამთარი“ და როგორ იქცა მისი კოლექციის ნაწილად მეცხარმეტე საუკუნის ძველი თბილისური ჩანახატები

ირენა ოგანჯანოვას კოლექციაში თავმოყრილი ნიმუშები ისეთივე საინტერესო და ჭრელია, როგორც ის უბანი, სადაც თავად მათი ავტორი იზრდებოდა – ირენას კოლექცია ძველი თბილისივით კოლორიტული და მრავალფეროვანია. თუ როგორ დაიწყო ფერწერით გატაცებულმა მხატვარმა თოჯინების შექმნა და რამდენი ნამუშევარია თავმოყრილი მის კოლექციაში, ამას ირენა თავად გვიამბობს.

ირენა ოგანჯანოვა: თოჯინების შექმნა დავიწყე სრულიად შემთხვევით: მქონდა ძალიან ლამაზი შუშის ბოთლი და მომინდა მისი გაფორმება. გაფორმების მომენტში მივხვდი, რომ მივიღე ქალის სილუეტი, ხოლო თავსახურზე მუშაობისას მივიღე არაჩვეულებრივი სახე ქალბატონისა. ტანი და თავი როცა შევაერთე, შედეგით კმაყოფილი დავრჩი. ასე შეიქმნა ქალბატონი „ზამთარი”, რომელსაც მოჰყვა „გაზაფხული”, „ზაფხული” და „შემოდგომა” – ეს ოთხივე თოჯინა ბოთლზე არის აგებული.

– სახელები რის მიხედვით შეურჩიეთ?

– ისინი ვივალდის „წელიწადის დრონის” მუსიკის ჰანგებზე შეიქმნა და სახელებიც ამის მიხედვით ეწოდათ. ყველაფერი ასე დაიწყო. მას შემდეგ, რა თქმა უნდა, ვმუშაობ პროფესიონალურ კარკასზე და ბოთლს აღარ ვიყენებ.

თოჯინების შექმნის პროცესი იმდენად საინტერესოა და იმდენად გამიტაცა, რომ რამდენიმე წელიწადი გადაბმულად მხოლოდ მასზე ვმუშაობდი, რომ უფრო მდიდარი და მრავალფეროვანი გამეხადა ჩემი კოლექცია. ვფიქრობდი მხოლოდ თოჯინებზე და, რაღაც პერიოდის განმავლობაში მეორე პლანზე მქონდა თეატრი და მესამე პლანზე – ფერწერა. ახლა, შეიძლება ითქვას, ერთი დიდი კოლექციისთვის ვმუშაობ, რომელშიც თავმოყრილია როგორც ფერწერული ტილოები, ასევე, თოჯინები.

– რამდენი ნამუშევარია ამჟამად თავმოყრილი ამ კოლექციაში?

– ამ კოლექციაში თითქმის ორასამდე ნიმუშია თავმოყრილი.

– ფერწერა ვახსენეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენში როგორც მხატვარში, ძალიან დიდი ბაზა იდო, რომელმაც სხვა მიმართულებით, თოჯინებს ვგულისხმობ, პოვა რეალიზება.

– მხატვრობა ბავშვობიდან მიყვარდა. ასე მგონია, რომ ყველა მომავალი მხატვარი ბავშვობიდან ოცნებობს ამ პროფესიაზე და არც მე ვარ გამონაკლისი. დედა რუსული ენის ფილოლოგი მყავს. როდესაც აბიტურიენტი ვიყავი, მთხოვა, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში შემეტანა საბუთები და მისი კოლეგა გავმხდარიყავი. როდესაც საბუთების შესატანად მივდიოდი, ღმერთს ვევედრებოდი, ისეთი რამ მომხდარიყო, რომ არ ჩავრიცხულიყავი, იმდენად მიყვარდა მხატვრობა. მიხარია, რომ ეს ოცნება ავისრულე და დღეს პროფესიონალი მხატვარი ვარ.

ბოლო სამი-ოთხი წელია, აქტიურად დავუბრუნდი ფერწერას. ყველა მწვავედ და, ამავე დროს, თავისებურად აღიქვამს იმას, რაც ხდება ჩვენს ყოველდღიურობაში. ამ ემოციამ ჩემს კოლექციაში შექმნა სერია, რომელშიც თავმოყრილია თბილისური სახეები: „გიჟი მარინა“, „კლეოპატრა”; მაქვს, ასევე, მეორე თემა, რომელშიც გავურბივარ დღევანდელობას და გადავდივარ მითოლოგიაში. აქ ყველაფერი ჰარმონიული, მშვიდი, წყნარი, ამაღლებულია...

– თქვენი კოლექციის მითოლოგიურ გმირებზე რას გვეტყვით.

– მე გაკეთებული მაქვს სერია სომხურ და ბერძნულ მითოლოგიებზე. ძალიან მაინტერესებს სფინქსები, მაგალითად, ეს სარდია, ეს კი სემირამიდა – ასირიის დედოფალი. სემირამიდას სომხეთის მეფე – არა შეუყვარდა. არამ არ გაიზიარა მისი სიყვარული, რის გამოც განრისხებულმა სემირამიდამ განიზრახა სომხეთზე გალაშქრება. შურისძიება უარყოფილი სიყვარულისთვის – სწორედ ამ ფიქრის მომენტშია ასახული სემირამიდა ჩემს თოჯინაში.

– ძალიან საინტერესო პერსონაჟები არიან ამ კოლექციაში როგორც ფერწერულ ტილოებზე, ასევე თოჯინებს შორის.

– ესენი არიან: „ჩილიმის მოყვარული”, „შეჰერეზადა და შაჰრი”, „ფლორა”, „გიჟი მეყვავილე”, „ბებერი მეძავი”, „მუსლიმი”, „გიჟი მევიოლინე”, „სამეფო კარის ჯუჯები”, „შარლოტა”, „მშვენიერი მარგო”, „ამაზონები”, მეცხრამეტე საუკუნის თბილისური ჩანახატები...

– გამოფენებში ხშირად იღებთ მონაწილეობას?

– ამჟამად ყაზახეთში ვარ მიწვეული.

– გაჩუქება შეგიძლიათ?

– შემიძლია, როცა რომელიმე კონკრეტულ ნამუშევარს თავიდანვე ვქმნი კონკრეტული პიროვნებისთვის – მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შემიძლია. რაც შეეხება გაყიდვას, ძალიან მიჭირს, თუმცა მიწევს, რომ უფრო მრავალფეროვანი გახდეს ჩემი კოლექცია.

– რა მასალისგან იქმნება თქვენი თოჯინები?

– თოჯინების შესაქმნელად არ ვიყენებ არავითარ ქსოვილს. მაქვს საავტორო ტექნიკა – ვიყენებ იტალიურ თიხას. ადრე ვფიქრობდი, რომ საჭირო იყო ჯერ ესკიზის გაკეთება და შემდეგ – თოჯინის შექმნა, ახლა კი მიმაჩნია, რომ ეს არ არის საჭირო. ყველა თოჯინა თვითონ გკარნახობს თავის ხასიათს, გელაპარაკება – ამას ყველა მეთოჯინე დაადასტურებს.

– რა დრო სჭირდება ერთი ნამუშევრის შექმნას?

– ეს დამოკიდებულია ნამუშევრის სირთულეზე, ამიტომ, წინასწარ ვერ განსაზღვრავ.

– საყვარელი ფერები გაქვთ?

– ალბათ, ჩემი საყვარელი ფერია ყვითლების მთელი სპექტრი. წითლებიც მიყვარს.

– რომელიმე თოჯინა გგავთ?

– პრინციპში, ყველა მგავს.

– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?

– ამ კოლექციაში თავმოყრილი თითოეული ნიმუში ჩემი ცხოვრების რომელიღაც ეტაპია.


скачать dle 11.3