კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პლედი-პალტოები და ქალი-მხედარი – „დიორის“ ახალი კოლექციიდან

პარიზი შემოდგომაზე... მთელი მოდური საზოგადოება „დიორის“ ჩვენებაზეა შეკრებილი. ჯონ გალიანო ახალი ტრიუმფისთვის ემზადება. ჩვენების საუნდთრეკის პირველივე მელოდიებმა იოლად მიგვახვედრა, თუ რა მიმდინარეობა ჰქონდა აღებული დიზაინერს შემოდგომა-ზამთრისთვის. ცხენის ჭიხვინი, მეხის გავარდნის ხმა – ამ ყველაფერს კი პირველი მოდელიც მოჰყვა. „დიორის“ ცივი სეზონის ტენდენციები ახლოს იყო ცხენთან, ცხენოსნობასთან და ერთგვარი გაგრძელება გახლდათ თემის, რომელიც გასული წლის იანვარში ოტ-კუტიურ ჩვენებაზე წარმოადგინა დიზაინერმა.

ჩვენება ცნობილმა ტოპ-მოდელმა კარლი კოქსმა გახსნა. ვარდისფერი შიფონის კაბაში გამოწყობილ კარლის, ყავისფერი ტყავის ლაბადა, მაღალი ტყავის ცილინდრი და თითქმის თეძომდე ამოსული ბოტფორტები ეცვა. ამ მოდელით გალიანომ დაიწყო თავისი საყვარელი ზღაპრის მოყოლა, რომლის გმირებიც მეთვრამეტე საუკუნეში ცხოვრობენ. უყვართ ეგრეთ წოდებული „რედინგოტული“ შტრიხები, აცვიათ ისე აჭრილი ქურთუკები და შარვლები, რომლებიც იდეალურია ცხენით ჯირითისთვის. ამ ყველაფერს კი შიფონის თხელი, რომანტიკული კაბები არბილებს.

ამ სტილის სამოსს მოჰყვა ფანქრის ფორმის შალის ქვედაკაბები, პლედივით მოსასხამი, ბეიკერი ქუდები, მოხერის პალტოები, რომლებმაც ყველაზე მეტი ყურადღება მიიქცია. საერთო ჯამში, როგორც მოდის კრიტიკოსებმა აღნიშნეს, ამ სეზონზე აქცენტი გაკეთდა კერვის უცნაურ, ექსტრემალურ სტილზე, რომელიც ისეთ გავლენიან მოდის სახლების კოლექციებშიც კი იგრძნობა, როგორიც „პრადა“ და „დოლჩე და გაბანაა“. „დიორის“ პასუხი მარტივი, საოცრად ქალური და რომანტიკული იყო – ნაღებისფერი არაგაბარიტული, ტანზე მომდგარი ცისფერი ლენტით დამუშავებული პალტო კარდიგანები და შექმნილი კაბები. საინტერესოა თხელი, გამჭვირვალე პერანგები, რომელიც ისეა ყავისფერ ტყავის შარვალზე მორგებული ვერც მიხვდები, სად იწყება ბოტფორტი და სად მთავრდება შარვალი. ბეწვით გაწყობილ ტყავის ლაბადებს, შიგნით თხელი, პერანგის ტიპის კაბები და ბადისებური მუხლსზემოთ გეტრები – ასე ჩაცმული „დიორის“ ქალი მეთვრამეტე საუკუნის კურტიზანს უფრო ჰგავდა, ვიდრე ცხენოსანს. თუმცა, ზედმეტად სექსუალური, მიმზიდველი ქალის გარდა, ჯონ გალიანომ გავროშული ტიპის, თავისუფლად ჩაცმული ქალიც წარმოადგინა. ძველი სტილის ქართული სლენგით რომ ვთქვათ, ხინკალა ქუდები, განიერი შარვლები, სქელი, ნაქსოვი გეტრები და დიდი ჩანთები – საუკუნის წინ პარიზის ქუჩებში მიმავალ გლახაკს უფრო გაგახსენებდათ, ვიდრე მის ცენტრში, ლუვრთან ახლოს „დიორის“ ჩვენებაზე გამოსულ მოდელს.

საერთო ჯამში, გალიანომ ძალიან ბევრ საინტერესო ტენდენციას ჩაუყარა საფუძველი. ეს არის ბეწვის თანამედროვე ტექნოლოგიებით დამუშავება, რომელიც საღამოს მნიშვნელოვანი წვეულებისთვის ხავერდისებურად დახატულ წამწამებს მოგაგონებთ. აქსესუარებიდან აღსანიშნავია ტყავისა და ბეწვის დიდი ჩანთები, საოცარი სტილის ჩექმები და ფეხსაცმელები. ბოტფორტები, ჩექმები, დახურული ფეხსაცმელები ბევრი შესაკრავით – ამ სტილის უხეში ფეხსაცმელებით გალიანოს რომანტიკული ქალი ისევ მიწაზე ეშვება. ერთი სიტყვით, ეს არის კოლექცია, რომელიც ნებისმიერი სტილის მოყვარულმა ქალმა შეიძლება, მოირგოს და გარკვეული ელემენტები აიღოს მისგან.


скачать dle 11.3