კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ქართველი, ვინც მაღალი მოდის სახლებს ულამაზესი გოგონებით ანებივრებს



ყოველკვირეულად ვიგებთ იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ძალიან უხმაუროდ აკეთებენ თავიანთ საქმეს და ამა თუ იმ ქვეყანაში წარმატებით სარგებლობენ. თბილისში დაბადებული და გაზრდილი 26 წლის ნინუცა ჯიშიაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სამოდელო სააგენტოს – „გრეის მოდელს“ ხელმძღვანელობს. ნინუცას გოგონები ხსნიან და აჩვენებენ ისეთი მოდის სახლების ჩვენებებს, როგორიცაა „პრადა“, „მიუ მიუ“, „დრაი ვან ნოტენი“ და სხვა.



ნინუცა ჯიშიაშვილი: თბილისში დავიბადე და გავიზარდე. 18 წლის ვიყავი, როდესაც მოსკოვში წამოვედი. თავიდან ჩემი მიზანი მხოლოდ სწავლა იყო, მერე კი, სწავლის პარალელურად ვმუშაობდი კიდეც. ცოტა ხანს პლეხანოვის აკადემიაში ვსწავლობდი, მერე ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პატარა პრობლემები მქონდა და აკადემიიდან წამოვედი. ჯანმრთელობა აღვიდგინე თუ არა, ბიძაჩემმა, რომელიც მოსკოვში ცხოვრობდა და რომლის დაარსებულიც არის ეს სააგენტო, მუშაობა დამაწყებინა. გამოვიდა, რომ „გრეის მოდელს“ შემოვრჩი (იცინის). სულ თავიდან მხოლოდ ვეხმარებოდი ბიძას, მის გვერდით ვიდექი. სხვათა შორის, თავიდანვე ძალიან ბევრ საქმეს ვაკეთებდი. მთელ რუსეთსა და უკრაინაში ვეძებდით და ვეძებთ გოგონებს, ჩამოგვყავს მოსკოვში, ვუკეთებთ ტესტებს, პორტფოლიოებს და შემდეგ უკვე სამუშაოდ ევროპაში ან ამერიკაში ვუშვებთ.

– ადგილობრივად არ მუშაობენ?

– კი, მაგრამ ცოტას, რადგან ადგილობრივ მოდაში ბევრი არაფერი ხდება. არა, თბილისთან შედარებით რაღაცეები ხდება, მაგრამ მოსკოვი მოდის ქალაქი ნამდვილად არ არის. ძალიან მასშტაბური სააგენტო გვაქვს და უამრავი გოგონაა, რომლებმაც ჩვენს სააგენტოში დაიწყეს კარიერა, ჩვენი აღმოჩენილია და მერე მსოფლიო წარმატება და აღიარება მოუპოვებია, მაგალითად, ნატალია ვოდიონოვა, რომელიც ბიძაჩემმა იპოვა და მან გაუშვა ევროპაში. ასევე ნატალია ივანოვა.

– მოდი, ბიძაშენზეც მოგვიყევი, ვინ იყო და რატომ დაინტერესდა ამ სფეროთი, ეს ქართველი მამაკაცისთვის ცოტა უცნაური საქმიანობაა.

– ბიძაჩემი იყო გია ჯიქიძე, რომელიც ორი წლის წინ გარდაიცვალა. მას ძალიან მოსწონდა ლამაზი ადამიანები და, ალბათ, ამიტომაც შექმნა სამოდელო სააგენტო. ის მართლა პირველი იყო რუსეთშიც და უკრაინაშიც, ვინც სამოდელო სააგენტო გახსნა, ეძებდა ახალ სახეებს. მისი გარდაცვალების შემდეგ კი, ეს საქმე მე გადმოვიბარე.

– არ იყო ეს რთული?

– ძალიან რთული იყო. გარდა იმისა, რომ ისედაც რთულია ამხელა სააგენტოს ხელმძღვანელობა, სხვა პრობლემებიც დაგვემატა. უამრავი ადამიანი გამოჩნდა, რომლებსაც ძალიან უნდოდათ, როგორმე წაერთმიათ და ხელში ჩაეგდოთ ეს სააგენტო. მაგრამ, საბედნიეროდ, ასე არ მოხდა, ჩვენ განვაგრძეთ ეს საქმე. მმართველობაში მოსვლას დიდი პრობლემები არ შეუქმნია. უკვე იმდენად ვიყავი მიჩვეული აქ მუშაობას, გარკვეული ყველა ნიუანსში, რომ აღარ გამიჭირდა. უამრავი წარმატებული მოდელი გვყავს და ასევე, საოცარი მოთხოვნაა ჩვენს ახალ სახეებზე, რომლებიც მერე ძალიან პოპულარულები ხდებიან. აი, ახლაც, ყველა მათგანი ნიუ-იორკში, მაღალი მოდის კვირეულზეა წასული. ამის შემდეგ კი იქნება ლონდონი, მილანი და პარიზი.

– ანუ სლავური გარეგნობის გოგონებზე მოთხოვნა ისევ არის?

– ჯერჯერობით არის, მაგრამ მერე რა იქნება, არ ვიცი. უცხოელები სულ წუწუნებენ იმაზე, რომ რუსები ძალიან ბევრ რამეს ითხოვენ, რთულია მათთან მუშაობა და ამიტომ აღარ გვაინტერესებსო. ეს გამოიწვია იმან, რომ ამ სფეროში ძალიან ბევრი რუსი გოგონაა, რომლებიც შეიძლება, ითქვას, ყველაზე ლამაზები არიან და ყველაზე კარგი ტან-ფეხი აქვთ. ათი მოდელიდან ორი მაინც რუსია ხოლმე და ამანაც გამოიწვია, რომ მათ უფრო მეტი პრეტენზია აქვთ და მეტს ითხოვენ.

– მოდის სახლებს თუ აქვთ თქვენთან პირდაპირი ურთიერთობა?

– რა თქმა უნდა. ის მოდის სახლები, რომლებიც ძალიან კარგად იცნობენ ჩვენს გოგონებს, ჩვენი პირდაპირი შემკვეთები ხდებიან. უამრავი შემკვეთი გვყავს, იგივე „ჯილ სანდერი“, „პრადა“. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ერთ ან ორ გოგონას გვიკვეთენ ექსკლუზიურად თავიანთი „პაკაზისთვის“, იმ მოდელს, რომელიც ახალი სახეა. ისინი არა მარტო ჩემთან, არამედ მსოფლიოს ყველა სააგენტოში რეკავენ და ეკითხებიან: შეგიძლიათ თუ არა, რომ ძალიან ექსკლუზიურად, ისე, რომ ჩვენებამდე სხვამ არავინ ნახოს, მოდელი მომცე? ჩვენ მილანში ჩამოვიყვანთ და მისი ნახვის უფლება არავის ექნება, მაგრამ მერე ჩვენებისთვის ან ავიყვანთ ან არაო, – აი ასეთი მოთხოვნებიცაა. მიუხედავად იმისა, რომ სულ ცოტა ხანში მოსკოვის მაღალი მოდის კვირეულიც იწყება და ჩვენც ვიღებთ მონაწილეობას, გოგოების უმრავლესობა მაინც ევროპაში იქნება. ყოველ სეზონზე უამრავი ახალი სახეა მსოფლიოში და მათთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ წარმატებას. ვთქვათ, მოდელმა „მარკ ჯეიკობსი“ მილანში არაჩვეულებრივად წარმოადგინა. მომდევნო სეზონზე ჯეიკობსს მაინც ახალი სახე სჭირდება. აღარ არის ის დრო, რომ ეს ტოპ-მოდელია და მორჩა, ის წლების განმავლობაში უამრავი მოდის სახლის სახე იქნება. ეს ან აღარ მოსწონთ, ან ფული აღარ აქვთ, რადგან ტოპ-მოდელს ძალიან ბევრი უნდა გადაუხადო, „ნიუ ფეისში“ კი თითქმის არაფერს იხდიან. იმ გოგოსთვის პრესტიჟია, რომ შენს ჩვენებას ხსნის და მოდის სახლს შეუძლია, საერთოდ არ გადაუხადოს არაფერი.

– ეს შენი ბიზნესის თვალსაზრისით წამგებიანია?

– ძალიან წამგებიანია, მაგრამ, ზოგადად, პრესტიჟის თვალსაზრისით, სააგენტოს სახელს იმდენად სწევს, რომ ეს ნებისმიერ შემთხვევაში გვიღირს. ასეთი შემთხვევა იყო, მაგალითად, როდესაც „პრადამ“ ერთ ჩვენს მოდელს, დაშა მალიგინას, არ გადაუხადა იმიტომ, რომ ახალი სახე იყო. თუმცა, დაშა ექსკლუზიურად ჰყავდა წაყვანილი და მან მხოლოდ „პრადა“ გააკეთა მილანში და „მიუ მიუ“ – პარიზში. მეტი არანაირი შოუს გაკეთების უფლება არ ჰქონდა და, მიუხედავად ამისა, ძალიან ცოტა, მიზერული თანხა გადაუხადეს.

– შენ თვითონ არ გიჭირს ხოლმე დიზაინერებთან ურთიერთობა, მათი ძალიან უცნაური მოთხოვნების მოსმენა და, რაც მთავარია, შესრულება?

– ძალიან მიჭირს. თან, იმდენად რადიკალურად სხვადასხვა რაღაცას ითხოვენ ხოლმე, ვერ აგიწერთ. მაგრამ, ასეა თუ ისე, მივეჩვიე. მილანსა და პარიზში მეც მივდივარ და იქ „ბექსთეიჯზე“ ისეთ უცნაურობებს წააწყდები, გაგიჟდები.

– ცოტა შენზეც მოგვიყევი: გათხოვილი ხარ?

– დიახ, გათხოვილი ვარ და მყავს ორი შვილი; გიორგი წლის და რვა თვის და გოგონა – ოთხი თვის. მეუღლე ქართველია და ისიც მოსკოვში მუშაობს, უბრალოდ, აბსოლუტურად სხვა სფეროში, სააგენტოსთან შეხება არ აქვს...

– სააგენტოსთან და მოდელებთან?

– (იცინის) არა, სხვათა შორის, ამაზე პრობლემა არ მაქვს, მაგრამ თვითონ არ მოსწონს. სულ ამბობს, რომ ძალიან დაუფასებელი შრომაა. ოთხი ადამიანი მყავს, რომლებიც ჩემს ოფისში მუშაობენ და საოცრად მეხმარებიან ყველაფერში. მყავს ერთი დამხმარე უკრაინაში და ერთიც – პარიზში.

– საქართველოდან გოგონების წაყვანა არ გიფიქრია?

– მიფიქრია და, თანაც, ძალიან სერიოზულად. მაგრამ, საქართველოში იმდენად ცოტა ხნით ჩამოვდივარ, რომ მანდაც სამსახურზე ფიქრი ცოტა მეზარება. ბოლოს ლიკა ევგენიძის ქორწილში ვიყავი ჩამოსული და, თბილისშიც რომ მემუშავა, ჩემები, ალბათ, გაგიჟდებოდნენ. ისე, სხვათა შორის, ჩემმა ერთმა მეგობარმა, ლაშა ჯაფარიძემ, რომელიც საქართველოში მოდელია, რამდენიმე ძალიან ლამაზი გოგონა მაჩვენა. ძალიან ლამაზი პატარა გოგოები წამოვიდნენ, აქვთ რაღაცეები გამოსასწორებელი, მაგრამ ეს პრობლემა არის, რა ეროვნების გოგოც არ უნდა აიყვანო. ისე, ჩვენგან რომ მიდიან, მერე კიდევ უფრო მეტად იხვეწებიან, სწავლობენ, როგორ და რამდენი ჭამონ, რომ ფორმა შეინარჩუნონ. ყურადღება უნდა მიაქციო იმასაც, თუ რა გაცვია, როგორ დადიხარ, შენს სტილს. თუ გოგონას არ აქვს საშუალება, ან არ აქვს ნორმალური გემოვნება და ცუდად აცვია, ის სააგენტოს მიჰყავს და შოპინგს უტარებს. მერე უკვე სააგენტო დარწმუნებულია, რომ ის კარგად ჩაცმული ჩავა ამა თუ ქასთინგზე.

– შენს ჩაცმულობას, ალბათ, დიდ ყურადღებას აქცევენ, ანუ, შენი სტილი და გემოვნება მეტყველებს მთლიანად სააგენტოს იმიჯზე, ხომ?

– რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და, მგონია, რომ ჩაცმულობით ყურადღებას ყოველთვის ვიქცევ. თან, როგორი მომენტია, იცი? ევროპაში ძალიან მოსწონთ სადად და ჩვეულებრივად ჩაცმული ადამიანები. რუსეთში პირიქით, რაც უფრო მეტი ოქრო და ბრილიანტი გიკეთია, უფრო მაგარი ხარ, ევროპაში კი მინიმალიზმს აფასებენ. ამიტომ, სულ მეუბნებიან ხოლმე, რომ შენ, ალბათ, რუსი არ ხარო. ძალიან მიყვარს და სულ მაცვია „ჯილ სანდერი“, „მარნი“, „შანელი“ და „დრაი ვან ნოტი“. მართალია, არ ვგიჟდები „პრადაზე“, მაგრამ მისთვის ყოველთვის გადასარევ გოგონებს ვარჩევ. ძალიან ბევრი გადაღება და ფოტოსესია გვაქვს. თუ გოგონას ძალიან კარგი სტარტი ჰქონდა, მერე უკვე მას ვუფრთხილდები, რადგან ერთ სეზონზე თუ ყველგან აჩვენე, ისე გამოიყენებენ, მეორე სეზონზე აღარ დასჭირდებათ. ამიტომ უამრავი ლავირება გჭირდება. მაგალითად, ვზივარ მოსკოვში, მთელი მსოფლიოდან მიგზავნიან შემოთავაზებებს. ხშირად დრო და ადგილი ემთხვევა ერთმანეთს, და მე უნდა გადავწყვიტო, სად ჯობია მისი გაშვება.

– მოსკოვში ვის ჩვენებებზე გამოდიხართ?

– ყველასთან, ვინც კარგ დიზაინერად ითვლება: „სენტ ბესარიონი“, ალიონა ახმადულინა, ჩაპურინი, სიმაჩოვი.

სალომე გველესიანი


скачать dle 11.3