კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი

არიელ შარონი ჩქმეტაზე რეაგირებს

ისრაელის ექსპრემიერის, არიელ შარონის პირადმა ექიმმა, შლომო სეგევამ, განაცხადა, რომ მისმა პაციენტმა, რომელიც 2006 წლის 4 იანვრიდან კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება, თვალის გახელა და ჩქმეტაზე რეაგირება დაიწყო. ექიმის თქმით, შარონის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, თუმცა საუბარი გამოჯანმრთელებაზე ჯერჯერობით ნაადრევია. აღსანიშნავია, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში, რაც შარონი კომაშია, არაერთხელ გამოცხადებულა ცნობა ყოფილი პრემიერის სიკვდილის შესახებ, თუმცა ყველა ეს ცნობა მცდარი აღმოჩნდა.

ბერლუსკონიმ თავის პარტიას სახელი შეუცვალა

იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის პარტიას – „ხალხის თავისუფლებას” სახელი გადაერქვა და ამიერიდან „იტალია” ეწოდება. ასევე, შეიცვალა პარტიის ლოგოტიპი – მთლიანად ცისფერ ფონზე დაიწერება პარტიის დასახელება. პარტიის ახალი სახელიც და ლოგოტიპიც ბერლუსკონიმ არაოფიციალურად უკვე მოიწონა. საინტერესოა, რომ არსებობდა პარტიის ახალი სახელწოდების ალტერნატიული ვარიანტი – „გაუმარჯოს იტალიას”, რომელიც ბერლუსკონიმ დაიწუნა.

არაბი მონარქის „იაღლიში“

არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, შეიხმა ჰალიფა ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა, დილის ვარჯიშის დროს ხელი მოიტეხა. შეიხის პრესსამსახური არ აკონკრეტებს, თუ რა ვითარებაში „მოახერხა“ ეს მონარქმა, თუმცა, ამ ფაქტის გამო რომ გადაიდო დაგეგმილი შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, ჰილარი კლინტონთან, უკვე ცნობილია.

ბერდიმუჰამედოვის მორიგი ნოვაცია

თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა განაცხადა, რომ ყველა მოხელე, რომელსაც მაღალი სახელმწიფოებრივი თანამდებობა უკავია, ვალდებულია, იცოდეს პერსონალური კომპიუტერით სარგებლობა. „მესმის, რომ ჩემი მოთხოვნა ძნელად შესასრულებელია, მაგრამ კომპიუტერის გარეშე რთულია ეკონომიკისა და, ზოგადად, ქვეყნის მართვა”, განაცხადა თურქმენმა პრეზიდენტმა. ბერდიმუჰამედოვმა ასევე, თავისი მომავალი გეგმებიც გააცნო თურქმენ ხალხს და აცნობა, რომ ახლო მომავალში „ელექტრონული მთავრობა” შეიქმნება.

ჰაკერები ჩრდილოეთ კორეას უტევენ

უცნობმა ჰაკერებმა ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური „ტვიტერ-ექაუნთი“ გატეხეს და კიმ ჩენ ირისა და მისი შვილის, კიმ ჩენ უნის შეურაცხმყოფელი ვიდეოები განათავსეს, რომლებშიც მოუწოდებენ ჩრდილოეთ კორეელ მოსახლეობას, რომ მოაწყონ რევოლუცია და გადააგდონ სისხლისმსმელი კომუნისტური რეჟიმი. ანიმაციურ ვიდეორგოლებში კიმ ჩენ ირი გამოყვანილია მდიდარ მკვლელად, რომელიც საკუთარი ხალხის ხარჯზე ფუფუნებაში ცხოვრობს. საინტერესოა, რომ ჩრდილოეთ კორეაში ინტერნეტით სარგებლობის უფლება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რამდენიმე კვლევით ლაბორატორიასა და კიმ ჩენ ირის აპარატს აქვს.

ანონიმური წიგნი ობამაზე

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბარაკ ობამას საქმიანობაზე დაწერილი წიგნის ანონიმური ავტორის ძებნა დაიწყეს. წიგნში, რომელსაც გასაყიდად 25 იანვარს გაიტანენ, ავტორი მოგვითხრობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის „შიდა სამზარეულოზე” და, ასევე, ობამას სავარაუდო გეგმებს გვაცნობს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. წიგნის სახელწოდებაა „პრეზიდენტის რომანი” და მის ერთ-ერთ სავარაუდო ავტორად ჟურნალისტი ჯო კლეინი ითვლება, რომელმაც ანალოგიური წიგნი 1996 წელს, ბილ კლინტონის პრეზიდენტობის პერიოდში დაწერა. ამჯერად კლეინი უარყოფს წიგნის ავტორობას, თუმცა მიიჩნევს, რომ წიგნი დროულია და მხარს უჭერს ანონიმ ავტორს.


скачать dle 11.3