კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ხუთ წელიწადში“

შეხმატკბილებულად დამთხვეულები

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა აშშ-ელ მშენებლებს მუშაობის ტემპი დაუწუნა (თბილისი-ახალქალაქის ამერიკული ფულით აშენებული ავტომაგისტრალის გახსნაზე), ჩვენმა ოკეანისგაღმელმა პარტნიორებმა არც შენიშვნა შეიმჩნიეს და იმდენად აღფრთოვანებულნიც დარჩნენ (ეს რა ლაზათიანად აითვისეთ „ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ ეგიდით გამოყოფილი ფულიო), კიდევ ერთხელ მოგვცეს შანსი, კორპორაციას რამდენიმე თუ არა, ერთი ასეული მილიონი აშშ დოლარი მაინც გამოვტყუოთ. მეტიც, „ათასწლეულის გამოწვევების კორპორაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დენიელ იოჰანესმა სიტყვა თავის სამშობლო აშშ-შიც შეგვაწია. სახელდობრ, „ამერიკან ენტერპრაიზში“ გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პირობა დადო, რომ ხუთ წელიწადში საქართველო თავის შენახვას შეძლებს (სიტყვაზე ვიჭერთ)! საკუთარი პირობის სანდოობა კი საკუთარივე შთაბეჭდილებით გაამყარა: „მე საქართველოში ვიმყოფებოდი და ვნახე ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაში გაკეთდა. მინდა, მოგახსენოთ, რომ ყველაფერი მართლაც ძალიან შთამბეჭდავი იყო. მიხეილ სააკაშვილის ძალისხმევით საქართველო ძალიან წარმატებული ქვეყანა გახდება.“

თუმცა, ჩვენი ოკეანისგაღმელი კეთილისმსურველი მხოლოდ საკუთარ ორთავ თვალს არ დასჯერდა და ციფრები სტატისტიკური სამყაროდანაც გამოიხმო. ბ-ნი იოჰანესის მტკიცებით, „თუკი შემოსავალს დავაკვირდებით ერთ სულ მოსახლეზე, ის ბევრად აღემატება სხვა ქვეყნების მაჩვენებელს.“ ჩვენ, ბუნებრივია, არაფერი ვუწყით, საიდან გამოხმობილ ციფრებს ეყრდნობა კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი (ასეთი ციფრები ბუნებაში, უბრალოდ, არ არსებობს), რადგან, მის მიერ ხსენებული მონაცემით, ეს ჩვენი ქვეყანა რეგიონშიც კი ყველა მეზობელს ჩამორჩება. ამის პარალელურად, არც აშშ-ში მყოფ ჩვენს პრეზიდენტს დაუმალავს (იმავე კონფერენციაზე გამოსვლისას) ჩვენი ოკეანისგაღმელი პარტნიორებისთვის, რომ, თურმე, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც რამდენიმე წელიწადში ეკონომიკის ორციფრიანი მაჩვენებლით ზრდა მოახერხა“. მეორე მხრივ, მეტად ოფიციალური მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის ორციფრიანი მაჩვენებელი საქართველოს არ აქვს (2010 წელი 6-პროცენტიანი ზრდით დავასრულეთ, წინა წელს კი, აგვისტოს ომის ინერციით, მინუსზეც გადავედით).

თუმცა, ჩვენი პრეზიდენტი და კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი მხოლოდ ციფრებში არ აღმოჩენილან დამთხვეულნი: ბ-ნ იოჰანესს არ დაუმალავს, რომ, რაკი „მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში არნახული პროგრესი მოახდინა, კორპორაცია მასთან თანამშრომლობას განაგრძობს“; ხოლო ბ-ნმა სააკაშვილმა დასძინა, რომ „ისეთი ადამიანები, როგორიც დენიელია, იმსახურებენ მხოლოდ ერთ სიტყვას – მადლობას.“

აქედან გამომდინარე კი, სავარაუდოდ, ბ-ნი იოჰანესის დაპირებას (ხუთ წელიწადშიო), სამწუხაროდ, გულის მოსაფხანი საშუალების დატვირთვა თუ ექნება.


скачать dle 11.3