კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მძაფრსიუჟეტიანი ქართული ტურიზმი

ან დაბრუნდები, ან – ვერა

იქნებ იმიტომაც, რომ „ფული ჯოჯოხეთს ანათებს“ ან, სულაც, იმ მიზეზით, რომ „სიყვარული ბრმაა“ „ნიუ-იორკ თაიმსმა“ იმ ქვეყნების სია გამოქვეყნა, რომლებსაც ჯიბესავსე ტურისტები 2011 წელს ჯიბეების დაცლის სურვილით და გულმშვიდად უნდა ესტუმრონ. სარეკომენდაციო სიაში 41 ქვეყანაა და, ჩვენდა გასახარად, მათ შორის, საქართველოც აკიაფდა.

მეტიც, გამოცემა ამატებს, რომ 2009-ში (2010-ის მონაცემები, როგორც ჩანს, ან არ ჰქონდათ, ან... თუმცა, ჯობს, ამ „ანისგან“ თავი შევიკავო) გუდაურსა და ბაკურიანს 30 000 ვიზიტორი სწვევია და იმასაც დასძენს, რომ, პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით, სამთო-სათხილამურო გუდაურსა და ბაკურიანს ამავე სტატუსით მალე მესტიაც შეუერთდება (რაკი სვანეთზე რეპორტაჟი მხოლოდ უკრაინულ „ინტერზე“ გავიდა, როგორც ჩანს, ამერიკელ ტელემაყურებლამდე მესტიის ამბავს ჯერ არ ჩაუღწევია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ხარჯი კიდევ წინ გვაქვს).

ამის პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტმა აშშ მოიარა, სადაც, მას შემდეგ, რაც რიჩარდ ჰოლბრუკის ხსოვნის საღამოს დაესწრო, ვიწრო წრეში სიტყვითაც გამოვიდა და დაინტერესებული ოკეანისგაღმელების შეკითხვებსაც უპასუხა. ხოლო, რაკი ოკუპაცია ჩვენი მთავარი ტკივილია, ამ საკითხს გვერდი ვერც მან აუარა და ამერიკულ აუდიტორიას (მადლობა ღმერთს, მხოლოდ ვიწროს) კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავაც ოკუპირებულია და საოკუპაციო ჯარი, რომლის მიზანიც საქართველოს ხელისუფლების დამხობაა, დედაქალაქიდან, ერთი ხელის თითზე რომ დაეტევა, იმდენ ათეულ კილომეტრშია.

ჩვენ, ბუნებრივია, წინასწარ ვერ ვიტყვით, გაითვალისწინებენ თუ არა ამერიკელი ტურისტები „ნიუ-იორკ თაიმსის“ რეკომენდაციას (და შეესევიან თუ არა ქართულ სამთო კურორტებს) ან რამდენად შეაშინებთ პრეზიდენტის განცხადება, რომ რუსული ლულები კვლავაც ჩვენკენაა მოშვერილი. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ, ერით მხრივ, ტურისტებს ვეპატიჟებით, მეორე მხრივ კი – გულს ვუხეთქავთ, შესაძლოა, ქართული ტურიზმი მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებზეც იყოს გათვლილი, მაგალითად, ასეთი დევიზით: ტურისტული მოგზაურობიდან ან დაბრუნდები, ან – ვერა.


скачать dle 11.3