კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ხდება გათვალვა ადამიანის დაავადების მიზეზი და როგორ გავარკვიოთ გათვალულია თუ არა ბავშვი

ავი თვალის და მაგიის არსებობის უძველესი დროიდან სჯეროდათ ადამიანებს. ცნობილი ექიმი და მათემატიკოსი – ავიცენა წერდა, ხშირად სული უცხო სხეულზე მოქმედებს, მაგალითად, ავი თვალის ზემოქმედებითო. ამ თემასთან დაკავშირებით, კომენტარი ვთხოვეთ ეზოთერიკოს, ქალბატონ ნელის, რომელმაც მეტად დასაფიქრებელი, საინტერესო და თავის დასაცავი რჩევები და რეკომენდაციები მოგვაწოდა.

ნელი: მაგიაში გათვალვა შედარებით მსუბუქი ზემოქმედების სახეა, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ მას ბოროტების მოტანა არ შეუძლია. პირიქით, შესაძლოა, ეს სერიოზული დაავადების მიზეზიც კი გახდეს. გათვალვის ფუძე ენერგეტიკაში უნდა ვეძებოთ. უკანასკნელ ხანს, როდესაც ბიოენერგიის მეცნიერულად შესწავლა დაიწყო, ბევრი მაგიური მოვლენა, რომელიც მისტიკურ საბურველში იყო გახვეული, სრულიად ახალი სახით წარმოჩინდა. ხალხური გადმოცემით, საკმარისია, ავი მზერა, რომ ადამიანი იღებს თვალს, მაგრამ სინამდვილეში თვალი, როგორც ორგანო, არაფერ შუაშია. ადამიანის შინაგანი ბიოენერგია გამოსხივდება კიდურების საშუალებით, მაგრამ ყველაზე ძლიერად ის თვალის საშუალებით მოქმედებს. ამ დროს თვალები, ასე ვთქვათ, გამტარების ფუნქციას ასრულებს. თვალი მინიმალური დანაკარგებით გამოასხივებს დადებითად ან უარყოფითად დამუხტული ენერგიის კონცენტრირებულ სხივებს.

– თუ სწორად მივხვდი, დამუხტვა ადამიანის შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებული, არა?

– შინაგანი განწყობა შესაბამისად მოდულირდება ენერგეტიკულ დამცავ გარსზე, გავლენას ახდენს აურაზე, ჩნდება აბჯარში ნახვრეტები, რომლებიც საერთო ენერგეტიკულ ველსაც არღვევს. უარყოფითი ენერგეტიკული ველი ორგანიზმამდე აღწევს. მაგალითად, ამ არხებით კარგად სარგებლობენ ენერგოვამპირები. ისინი ორგანიზმიდან ან მისი ცალკეული ორგანოებიდან ენერგიას ქაჩავენ. შედეგი კი ცნობილია – დაავადებები, რომლებიც მკურნალობას არ ექვემდებარება. დარღვეული ბიოველი დაავადებების სათავე ნამდვილად ხდება. ორგანიზმი ცდილობს თავდაცვას და ეგრეთ წოდებული აბჯრის აღდგენას, რაც ხშირად ორგანიზმის შინაგანი რეზერვების ხარჯზე ხდება. ეს კი მის გამოფიტვას და დაავადებას იწვევს. ადამიანმა შეიძლება, არაერთი ენერგეტიკული ნახვრეტი ატაროს თავისი სიცოცხლის განმავლობაში, მაგრამ ამის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდეს. ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც გარკვეულ მდგომარეობას მიაღწიეს საზოგადოებაში. ისინი ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან და მათკენ მუდმივადაა მიმართული მოშურნეთა მზერა. ეს კი სამუდამოდ აჩნდება მათ ბიოველს და მძიმე დაავადებების მიზეზი ხდება. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ენერგეტიკული „ისრები“ ყველა ადამიანზე ერთნაირად არ მოქმედებს. თუ ადამიანს ძლიერი და ინტენსიური ბიოველი აქვს, მასზე „ისრები“ გავლენას ვერ ახდენს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც კოსმოსიდან მიღებულ ენერგიას, ასე ვთქვათ, სუფთა სახით აგროვებენ ორგანიზმში და გადასცემენ.

– შინაგანად სუფთა, კეთილი და სათნო ადამიანიც ხდება გათვალვის მსხვერპლი?

– შინაგანი ძალა, სუფთა ბიოველი, მას ასეთი თავდასხმებისგან კარგად და საიმედოდ იცავს. ასე რომ, თუ შეამჩნევთ, რომ გათვალვის მსხვერპლი გახდით, გადახედეთ საკუთარ მორალურ მხარეს და შესაბამისი კორექტივები შეიტანეთ თქვენს ცხოვრებაში. თუ აღმოაჩინეთ, რომ რაიმეს სწორად არ აკეთებთ და თქვენვე შეცვლით მას, ამით ძალიან ბევრ უსიამოვნებას აიცილებთ თავიდან.

– ყველაზე ხშირად გათვალვის მსხვერპლი ვინ არის?

– ყველაზე ხშირად გათვალვის მსხვერპლი ქალები და ბავშვები ხდებიან. საერთოდ, ქალები, მამაკაცებთან შედარებით, გაცილებით მგრძნობიარენი არიან და მათზე ზემოქმედებაც უფრო ადვილია. საერთოდ, გათვალვისთვის სულაც არ არის აუცილებელი უშუალო კონტაქტი. ის, შესაძლოა, ფოტოსურათზე ზემოქმედებით, ფიქრის ძალის დახმარებით, ან თუნდაც ტელეფონით საუბრის დროს მოხდეს.

– როგორ შეიძლება, მიხვდეს ადამიანი გათვალულია თუ არა?

– ადამიანი, დაახლოებით, ერთი ან ორი წუთის განმავლობაში ხელში გამხმარ პურის გულს იჭერს და შემდეგ წყალში აგდებს. თუ პური ერთი-ორი წუთის შემდეგ ჩაიძირა, სუსტი ზემოქმედების ქვეშ იმყოფებით. ამ მეთოდით ბავშვების დიაგნოსტიკაც შეიძლება. დააჭერინეთ ხელში გამხმარი პურის გული და შემდეგ იგივე გაამეორებინეთ, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. თუ აღმოაჩენთ, რომ ბავშვი ზემოქმედების ქვეშაა, აუცილებლად მონათლეთ თუ არ არის მონათლული. ამის შემდეგ მისი ბიოველი საგრძნობლად გაძლიერდება და დაცულიც იქნება.

– თუ ბავშვი მონათლულია?

– თუ ბავშვი მონათლულია, ამ შემთხვევაში, სხვა საშუალებების გამოყენებაა საჭირო. ყველაზე ხშირად უარყოფითი ენერგია შარდისა და ოფლის სახით გამოდის ორგანიზმიდან. ამიტომ, ბავშვის ოფლიანი და შარდიანი ტანსაცმელი, აუცილებლად უნდა გამოხარშოთ და დიდხანს გაფინოთ მზეზე. ასევე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება შელოცვებს. შელოცვები, ფაქტობრივად, ვიბრაციაა, რომელიც რეზონანსში მოდის ადამიანის ბიოველთან და მის გააქტიურებას იწვევს.

– ცნობილია, რომ ესა თუ ის ნივთი ავი თვალისაგან იცავს ადამიანს. დღესაც ცრუმორწმუნე მშობლები მოუნათლავ ბავშვებს ქინძისთავს ამაგრებენ ტანსაცმელზე, სახლის შესასვლელთან კი ათასგვარ ნივთს კიდებენ ბოროტი თვალისგან დასაცავად. ეს თუა გამართლებული და გვიცავს კი ბოროტი თვალისგან?

– გეტყვით რომ, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იმ დაავადებათა სიაც კი იყო შედგენილი, რომლებსაც ავი თვალი იწვევდა. ზრდასრულებში ეს იყო სიგამხდრე, სიმსივნეები, დამბლა, კრუნჩხვა, მელანქოლია, სიბრმავე, ეპილეფსიური შეტევები; ბავშვებში კი – უძილობა, გულისრევა, თავის ტკივილი, შიშები, უმადობა. ასეთ დროს, ადამიანს ხშირად სახის ფერი ეცვლებოდა, მუცლის ტკივილი ეწყებოდა, ხელები უოფლიანდებოდა. ბავშვებს კი გათვალვის ნიშნებს მაშინ ატყობდნენ, თუ მოულოდნელად გაფითრდებოდნენ, პულსი აუჩქარდებოდათ, სიცხეს აუწევდათ და გაოფლიანდებოდნენ. ხშირად მეკითხებიან, ვიცით რომ ბოროტ თვალს ბევრი ზიანის მოტანა შეუძლია, მაინც როგორ გამოვიცნოთ ავი თვალი და რა მეთოდებით დავიცვათ მისგან თავიო. თქვენი ჟურნალის საშუალებით, ახლა მინდა, ყველას გავცე პასუხი. მოკლედ, სხვადასხვა ხალხს, უძველესი დროიდან სხვადასხვა ნიშანი გააჩნდა ავთვალიან ადამიანთა გამოსაცნობად. ხშირად ასეთ ნიშნებს მიაწერდნენ წითურებს, ელამ ადამიანს, ფიზიკური დეფექტის მქონეებს, მეტისმეტად შავთვალა ან თვალებგადმოკარკლულებს. არადა, ცნობილია, რომ გათვალვა და ახლობლებისთვის ზიანის მიყენება ნებისმიერს შეუძლია. თანაც, ხშირად თითქმის გაუცნობიერებლად. უფრო მეტიც, ასეთ დროს ადამიანი ვერც კი ხვდება, როგორ საფრთხეს უქმნის გარშემო მყოფთ.

– ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ავი თვალისგან თავის დაცვა შეუძლებელია?

– სულაც არა. თუ გეჩვენებათ, რომ თქვენს ახლომახლო ვინმეს ავი თვალი აქვს, ხალხური გადმოცემის თანახმად, ან რკინას უნდა მოჰკიდოთ ხელი, ან თითები გადააჯვარედინოთ. როგორც ცნობილია, მაგები ამბობდნენ, ზოგიერთი ნივთი ამ მხრივ განსაკუთრებულ დამცავ ფუნქციებს ატარებსო. მაგალითად: დანა, ხანჯალი, ცული, კლიტე, ლურსმანი, ნემსი და ასე შემდეგ. ამიტომ არის, რომ თუნდაც გასაღები ფართოდ გამოიყენებოდა ეტრუსკებსა და ძველ ეგვიპტელებში როგორც თილისმა. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თილისმა კი ნალია, რომელიც ძველთაგანვე ქალის სასქესო ორგანოს სიმბოლოდ მიიჩნეოდა. ის ავი თვალისა და ბოროტებისგან იცავდა ოჯახს.

x


скачать dle 11.3