კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები







გოეთე: არ არსებობს არც ერთი სისულელე, რომლის გამოსწორება არ შეიძლებოდეს ჭკუისა და შემთხვევის დახმარებით და არც ისეთი სიბრძნე არსებობს, რომლის გაფუჭება არ შეიძლებოდეს სისულელისა და შემთხვევის საშუალებით.

ჰელვეციუსი: ცდომილება მუდამ თავის თავს ეწინააღმდეგება, ჭეშმარიტება – არასოდეს.

ლაროშფუკო: შეიძლება, განიკურნო განუსჯელობისგან, მაგრამ მოღრეცილ ჭკუას ვერ გაასწორებ.

ლესინგი: არც ერთი ხალხი სხვა ხალხთან შედარებით არ არის რომელიმე ნიჭით მეტად დაჯილდოებული.

დანტონი: პურის შემდეგ ხალხს ყველაზე მეტად სკოლა ესაჭიროება.

დემოკრიტე: ადვილია იმის ქება, რაც არ იმსახურებს შექებას და იმისი ლანძღვა, რაც არ იმსახურებს ლანძღვას. ერთიც და მეორეც ცუდი ზნის ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი.

კენედი: ხალხს, რომელიც ხელისუფლებას განამტკიცებს, შეუფასებელი წვლილი შეაქვს ნატოს დიდებულებაში, მაგრამ მათ, ვინც ხელისუფლებას ეჭვის ქვეშ აყენებენ, არანაკლები წვლილი შეაქვთ ამ საქმეში.

უაილდი: ლამაზი ტყუილების თქმა – აი, მიზანი ჭეშმარიტი ხელოვნებისა.

დიდრო: ექიმები გააფთრებით იბრძვიან ჩვენი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ხოლო მზარეულები – მის გასანადგურებლად; თუმცა, ეს უკანასკნელნი უფრო მეტად არიან დარწმუნებულნი საკუთარ წარმატებაში.

ჰიუგო: უნდა შევინარჩუნოთ სხეულის ციხესიმაგრე, რათა შევინარჩუნოთ სულიერი ციხესიმაგრე.

მონტენი: წამება – საშიში გამოგონებაა, უმალ მოთმინების გამოცდაა, ვიდრე ჭეშმარიტებისა. თუ ტკივილის შიშით კაცი დაიბრალებს იმას, რაც არ ჩაუდენია, მაშინ, განა არ შეიძლება, ჩამდენსაც აღმოაჩნდეს იმდენი ნებისყოფა, რომ სანუკვარი სიცოცხლის გამო აიტანოს ტკივილი და უარი თქვას იმაზე, რაც ჩაიდინა?

სპინოზა: ადამიანები არაფერზე ფიქრობენ ისე ცოტას, როგორც სიკვდილზე და მათი სიბრძნე ისაა, რომ ფიქრობენ არა სიკვდილზე, არამედ სიცოცხლეზე.

პასკალი: ადამიანთა უმრავლესობა ჭეშმარიტ სიკეთეს კეთილდღეობაში, განცხრომასა და ფუფუნებაში ხედავს.

ავგუსტინე: სამართლიანობა ის იქნება, რომ თვით ბოროტება გვძულდეს ბოროტის მოქმედ ადამიანებში, თვით ასეთი ადამიანი კი, როგორც ღმერთის ქმნილება – გვიყვარდეს.

ვახტანგ მეექვსე: ბევრ სიმდიდრეს ბედიც უნდა – უბედობა გააცუდებს.

მონტესკიე: ფუჭმეტყველება ყოველთვის ხიბლავდა უსაქმურებს.

ნიცშე: ადამიანები ვერ მშვიდდებიან, როცა მათ მტრები ატყუებენ ან მეგობრები ღალატობენ, ხოლო, როცა ისინი თავს იტყუებენ, თითქოს კმაყოფილებიც კი რჩებიან.

მიხეილ ჯავახიშვილი: ადამიანის სიცოცხლეში რამდენიმე დღე ან საათია დიდი სიხარულისთვის გადადებული: ქორწილის ღამე, მემკვიდრის დაბადება და საპატიმროდან გამოსვლა. ყოველივე დანარჩენი უბრალო ღიმილია, დინჯი კმაყოფილება.

მოპასანი: ყოველთვის უნდა უთხრა ქალს, რომ სხვებს არ ჰგავს, თუკი გინდა, მისგანაც ის მიიღო, რასაც სხვებისგან იღებ.


скачать dle 11.3