კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ცივილიზებული“ ევროპა







ციცი გლავაცკი

როგორ გგონიათ, შუა საუკუნეების ევროპაში რატომ არ იყვნენ ფემინისტები? რატომ იყვნენ ქალები მშვიდები და არ აწუხებდნენ ლაქლაქით ძლიერი სქესის წარმომადგენლებს?.. მარტივი მიზეზის გამო – მაშინ მათ „წინააღმდეგ“ მამაკაცებს ეფექტური საშუალება – რკინის ნიღაბი ჰქონდათ.

შუა საუკუნეების კათოლიკური ევროპის მორალურ კანონებს იეზუიტები წერდნენ. ისინი განსაკუთრებით მკაცრი ქალბატონების მიმართ იყო. ქალებს პოტენციურ ჯადოქრებად და კუდიანებად მიიჩნევდნენ. როცა კუდიანობაში „შემჩნეულ“ ქალს იეზუიტები იჭერდნენ, მას თავზე რკინის სპეციალურ კონსტრუქციას ჩამოაცმევდნენ ხოლმე, რომელსაც სპეციალური, რკინისავე ალიკაპი ჰქონდა და მსხვერპლს ლაპარაკის საშუალებას არ აძლევდა. მეთექვსმეტე საუკუნეში, შოტლანდიაში მსგავსი „რკინის ნიღბები“ ჯიუტი და ურჩი ცოლებისთვისაც ჰქონდათ. მერე ეს მოწყობილობა დანარჩენ ევროპაშიც გავრცელდა, თანაც საკმაოდ სწრაფად. საკმარისი იყო, ცოლს ქმრის წინააღმდეგ ხმა ოდნავ აემაღლებინა ან მისი ბრძანება გაეპროტესტებინა, რომ ალიკაპი განაღდებული ჰქონდა. უკვე მეჩვიდმეტე საუკუნეში ნებისმიერ მამაკაცს შეეძლო, მჭედლისთვის ასეთი ნიღაბი შეეკვეთა ცოლის დასასჯელად. ნიღაბი ოდნავ განსხვავდებოდა „ჯადოქრის ნიღბისგან“. მას ტყავის დეტალები უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე რკინისა. 300 წლის განმავლობაში, მეცხრამეტე საუკუნემდე, ასეთი ნიღბით ასობით აბეზარი ცოლი მოარჯულეს. ამ პერიოდშივე გაჩნდა „ვიოლინო ანჩხლებისთვის“ – ეს იყო ხის ხუნდი, რომელიც ორ ერთმანეთისკენ სახით მდგარ ქალს უმაგრდებოდა კისერზე. ისინი ცხვირებით ეხებოდნენ ერთმანეთს და მხოლოდ ღმუოდნენ. ასე სჯიდნენ ბაზარში მოვაჭრე იმ ქალებს, ერთმანეთთან რომ წაიჩხუბებდნენ. სწორედ ამ მეთოდების წყალობით, ქალები თითქმის მეოცე საუკუნემდე დუმდნენ. მაგრამ ეს მხოლოდ ევროპელი ქალები. „ბარბაროსულ“ აღმოსავლეთში მსგავსი არასოდეს არაფერი არსებობდა. აქ ქალებს განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობოდნენ და მამაკაცი, თითქმის ყოველთვის, ითვალისწინებდა ცოლის აზრს.


скачать dle 11.3