კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო უპირებდა დახრჩობას საფრანგეთში ჩასული სალომე ბაკურაძე პუტინს და რა სთხოვა მან ობამას პირადად



მომღერალმა სალომე ბაკურაძემ სულ ახლახან აიხდინა დიდი ხნის ოცნება და ფეხი სიყვარულის და ოცნების ქალაქში, პარიზში დადგა. ამ ოცნების ახდენაში კი მას პროექტი „ჯეოსტარი“ და „თი ბი სი“ ბანკი დაეხმარა. სალომემ სიყვარულის ქალაქში შეყვარებულის წაყვანა გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხა, თუმცა დაქალთან გატარებული დრო და მიღებული შთაბეჭდილებებიც დიდხანს გაჰყვება სამშობლოში დაბრუნებულს.



სალომე ბაკურაძე: საფრანგეთის საგზური შარშან, როგორც პროექტ „ჯეოსტარის“ მეორე ადგილზე გასულს, „თი ბი სი“ ბანკმა გადმომცა. მანამდე რომ გავიგე, მეორე ადგილზე გასულს ეს პრიზი ერგებოდა, ვიფიქრე, არ მინდა „სტარობა“, ნეტავ ეს მომცენ-მეთქი (იცინის). ფინალში გასვლითაც მადლობელი და კმაყოფილი ვიყავი. ეს პრიზი რომ გადმომცეს, უნდა გენახათ, ჩემს გულში რა ხდებოდა. მივხვდი, იმ წუთას ოცნება ამიხდა. ამისთვის, დიდ მადლობას ვუხდი „თი ბი სი“ ბანკს.

– როგორც ვიცი, ზამთარში უნდა წასულიყავი საფრანგეთში. რატომ გადადე ვიზიტი?

– სიმართლე გითხრათ, არც მინდოდა ზამთარში იქ ჩასვლა. სიცივის გამო ოთახში მომიხდებოდა უმეტესი დროის გატარება, თან „მიმღერე ღამეს“ პროექტი დაემთხვა, სადაც მონაწილეობას ვიღებდი. მერე „ჯეოსელის“ ტურნე გადაება. ერთი სიტყვით, მგონი, კარგიც იყო ეს ყველაფერი რომ დაემთხვა და „ბარხატნი“ სეზონზე ვიხილე ოცნების ქალაქი. იმდენად მომეწონა საფრანგეთი, მგონი, წელიწადის ყველა დრო „ბარხატნი“ უნდა იყოს იქ (იცინის). ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და მივხვდი, ყველაზე დიდი სიამოვნება სწორედ მოგზაურობიდან მიღებული შთაბეჭდილებებია. ამისთვის ფული არ უნდა დაინანო და დაზოგო ადამიანმა.

– საგზური ორადგილიანი იყო. ვისთან ერთად გაემგზავრე სიყვარულის ქალაქში?

– მართალია, საგზური ორკაციანი იყო. მინდოდა, ჩემი ყველა ნაცნობი წამეყვანა, მაგრამ ბოლოს ჩემი უახლოესი დაქალი გავიყოლე და მაგრად ვისიამოვნეთ ორივემ. საერთოდ, მიყვარს მოგზაურობა და მინდა მთელი მსოფლიო ფეხით მოვიარო. ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ, ყველგან ვართ ნამყოფი, მაგრამ თუ პარიზი არ გაქვს ნანახი, ჩათვალე, ამქვეყნად არ გიცხოვრიაო. მართლებიც აღმოჩნდნენ, ცხოვრების გემო, სწორედ პარიზში შევიგრძენი. სამწუხაროდ, ჩემი შეყვარებული არ იყო საქართველოში, თორემ აუცლებლად მას დავპატიჟებდი. საჩუქარი ჩამოვუტანე და რომ ვნახავ, გადავცემ. საჩუქრებით ჩემი თავიც გავანებივრე. საფრანგეთში ჩასულმა ფრანგული სუნამო რომ არ იყიდო, როგორ შეიძლება? მართალია, ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ აუცილებელი. ფული არ დამნანებია. აი, საქორწილო მოგზაურობა კი ნამდვილად პარიზში მინდა გავატარო. რომ ჩავედი და აეროპორტშივე ფრანგული სუნამოს სურნელი მეცა, ვიგრძენი ეს ის ადგილია, სადაც აუცილებლად უნდა დამედგა ფეხი. მართლა ვიგრძენი ეს სუნი, ჩემი ფანტაზიის ნაყოფი არ გეგონოთ. ხომ ძალიან მიყვარს საქართველო და ვამბობდი, ამ ქვეყნის გარდა ვერსად ვიცხოვრებ-მეთქი, ახლა ვამბობ, პარიზში სიამოვნებით ვიცხოვრებ. უამრავი ჩინელი და ზანგი დადის პარიზის ქუჩებში. გაგიჭირდება ფრანგის ამოცნობა. ვერ წარმოიდგენთ, რა სიამოვნება განვიცადე ღამით პარიზის ქუჩებში ფეხით სეირნობის დროს. მონმარტრზე ვცხოვრობდი, ულამაზესი სასტუმროს ბოლო სართულზე. ამ ადგილს პარიზის გულს ეძახიან. იქიდან მთელი პარიზი ხელისგულივით ჩანდა. დავდგებოდი ფანჯარასთან და ვღიღინებდი, ამ სილამაზის შემყურე. ჩემი დაქალები ცხოვრობენ გერმანიაში, ისინიც ჩამოვიდნენ და ძალიან მაგარი დრო ვატარეთ ერთად. ღამის დისკოთეკაზე რომ წავედით, ყველა გვეკითხებოდა, საიდან ხართო. ვერ იგებდნენ რა ენაზე ვსაუბრობდით. ქუჩაშიც არაერთმა გამაჩერა და მკითხა, აქაური არ იქნები, იტალიელი ხარ თუ ესპანელიო (იცინის). ხმამაღლა გამოხატავენ იქ მამაკაცები ქუჩაში ქალის მიმართ სიმპათიას. მეც არაერთხელ მომაძახეს კომპლიმენტი. თავიდან დავიბენი, მაგრამ მერე გავითავისე და ძალიან მსიამოვნებდა უცხო მამაკაცების ყურადღება. ყველა გცნობს, უცხოელი რომ ხარ. ყველა ქუჩა ულამაზესია. საღამოს კაფეებში სხედან ჭიქა ყავაზე და საუბრობენ. ვხუმრობდი, მთელი პარიზი, ერთი დიდი შარდენია-მეთქი (იცინის).

– ამბობენ, ტრიუმფალური თაღის ქვეშ ჩათქმული ნატვრა ყოველთვის ხდებაო. თავად თუ ჩაიფიქრე რამე?

– რასაკვირველია, ჩავიფიქრე და არა ერთი. მე სურვილის ჩათქმაშიც ღორმუცელა ვარ. ტრიუმფალურ თაღზეც ავედი, ელისეს მინდვრებსაც გადავხედე და მივხვდი, ეს დღე არასდროს დამავიწყდებოდა და აუცილებლად დავბრუნდებოდი ისევ იქ. ვამბობდი, სტიუარდესების კონკურსი თუ ჩატარდა, პირველი მე გავიქცევი, რომ ხშირად მომიწიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩასვლა-მეთქი. ძალიან მინდა, ესპანეთში წასვლაც. მიყვარს ცეცხლოვანი ქვეყნები, იქ ცხოვრება სხვანაირად დუღს.

– ამბობენ, სალომემ საფრანგეთში რუსეთის პრეზიდენტზე ჯავრი იყარაო. სად შეხვდი მას?

– (იცინის). პუტინზე ჯავრი ვიყარე, მარა რა ვიყარე. რომ დავინახე, გავვარდი, ყელში ვეცი და დახრჩობას ვუპირებდი. ძლივს დამაოკეს ჩემმა მეგობრებმა. ცვილის მუზეუმში შევხვდი და იქ ამოვიყარე ჯავრები. აბა, ჩვენს შეურაცხყოფას შევარჩენდი? მერე, ობამა დავინახე, მივუახლოვდი მოწიწებით, მივესალმე, ჩავეხუტე და გავუბი საუბარი: რა არი, შე კაი კაცო, დაგვეხმარე, დაგვიდექი გვერდით, ნატოში შეგვიყვანე, პატარა ერი ვართ და პაწა ხელი შეგვაშველე-მეთქი. მასთან რომ მოვაგვარე და ჩავაწყვე საქმეები, მერე რეი ჩარლზს მივუჯექი. ერთად დავუკარით ფორტეპიანოზე. ბოლოს სარკოზის გამოვუარე, თვალი ჩავუკარი და ასე მივესალმე. ერთი სიტყვით, ყველასთან გამოვნახე საერთო ენა, ხომ იცით, ეს არ გამიჭირდებოდა. (იცინის).

– ამ ქვეყნის ტკბილეული მთელს მსოფლიოშია განთქმული. თუ დააგემოვნე იქაური კერძები და ტკბილეული?

– დიეტაზე ვიყავი, მაგრამ იქაურ კერძებზე და ტკბილეულზე ვიტყოდი უარს? (იცინის). სასწრაფოდ დავარღვიე დიეტა და ჩავიტკბარუნე პირი ფრანგული განთქმული ტკბილეულით. აი, ფრანგულ ყველზე კი გადავირიე. ვცდილობდი, არ გადამეჭარბებინა და ნორმის ფარგლებში მეჭამა.

– ფრანგი მამაკაცებით არ მოიხიბლე?

– ვერ მოვიხიბლე. დაწუნებით კი არ დავიწუნე, უბრალოდ, ვერ შევხედე მოწონების თვალით. ერთი კი უნდა ვაღიარო, ყველა ადამიანი ქუჩაში მოწესრიგებული დადის, ხანში შესულებიც კი. ლამაზად, კოპწიად აცვიათ, სადა მაკიაჟით და უნაზესი, ტკბილი სუნი ასდით. მართლა გავოცდი, ისეთი მოვლილები არიან. ეტყობა, ქართველებს სხვა არომატები გვიყვარს, ამიტომაც ტრიალებს ირგვლივ ერთი „ბუკეტის“ სუნი. იქ კი მსუბუქი, ტკბილი სუნი იდგა ყველგან. ფრანგი ხალხი მოვლილია და ეს აშკარად ჩანს. იქიდან რომ მოვდიოდი, იმ საღამოს ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექი, არ მინდოდა წამოსვლა. ერთი დღე-ღამე ვმღეროდი, ვამბობდი, ისე არ წავალ, აქ თუ სიმღერით ხმა არ ჩავიხლიჩე-მეთქი (იცინის). ერთმა ფრანგმა ბიჭმა კი „ქუთაისო ჩემო, ჩემო დედულეთო“ და მგზავრების სიმღერა რომ მიმღერა, სულ გადავირიე. ქართველ მეგობარს უსწავლებია. ქუჩის მომღერლებთან საათობით ვიდექი და სიამოვნებით ვუსმენდი უფასო კონცერტებს. დღე და ღამე არ მინდოდა დამეძინა. მინდოდა, ბოლომდე შემეგრძნო პარიზული არდადეგების გემო.



ნონა დათეშიძე


скачать dle 11.3