კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მისიით მოვედით დედამიწაზე საცხოვრებლად







მიხეილ ცაგარელი

კარმა არის ნებისმიერი მიზანმიმართული და განზრახი ქმედება, რომელსაც თავისი შედეგი გააჩნია. ამასთან, აზრიც და სიტყვაც ითვლება ქმედებად. კარმას თავისი კანონი აქვს, კარმის კანონი მოქმედებს ისე, რომ თითოეული ჩვენი მოქმედება ანაბეჭდს მომავალში ტოვებს, ან წინ დაგვიხვდება. თითოეული ადამიანი საკუთარი მისიით მოდის დედამიწაზე, შესაბამისად, მან თავისი გაკვეთილი კარგად უნდა გაითავისოს. ადამიანებს თავიანთი მდგომარეობის გაცნობიერებაში სწორედ კარმული ჰოროსკოპი ეხმარება.

ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი)

თქვენ დაიბადეთ ბუნების გაღვიძების პერიოდში, გამოიყენეთ ეს. მოგეცათ უამრავი ენერგია და თქვენი კარმული მისიაა, სხვა ადამიანებსაც გაუნაწილოთ ის, დაეხმაროთ. იყავით უფრო გახსნილები, კომუნიკაბელურნი, კეთილი საქმეებით დაკავდით და ბედი თქვენს მხარეს იქნება.

კურო (20 აპრილი – 20 მაისი)

ჯანსაღი საკვები, თავისუფალი სივრცე და ლამაზი ნივთები დაგეხმარებათ ჰარმონიულად განვითარდეთ. ნუ დაივიწყებთ ახლობლებს, გახსოვდეთ, მათაც სჭირდებათ საკუთარი სივრცე განვითარებისთვის. ასეთია თქვენი კარმული მისია ბედნიერების მოსაპოვებლად.

ტყუპები (20 მაისი – 22 ივნისი)

დაპირისპირებულთა ერთიანობა და ბრძოლაა თქვენი კარმული გაკვეთილი. დაპირისპირებულობა ავსებს ერთმანეთს, მაგრამ თქვენი გონება და გული სულაც არ არის ჰარმონიაში. შეეცადეთ, შემოირიგოთ თქვენში არსებული დაპირისპირებული მხარეები და მაშინ სრულ ჰარმონიაში იცხოვრებთ.

კირჩხიბი (22 ივნისი – 22 ივლისი)

იცხოვრეთ დღევანდელობით. თქვენ დაიბადეთ მშვიდ და ნათელ დროს. როცა დღე იმდენ ხანს გრძელდება, რომ შეგიძლიათ, მოასწროთ ყველა ჩანაფიქრის შესრულება. ზოგჯერ უფრო მეტისაც კი, მაგრამ ეს მხოლოდ გეჩვენებათ, რომ ყველაფრის გაკეთება მოესწრება. დროის დაკარგვის შემდეგ თქვენ იძირებით წარსულის სინანულში, ან მიეცემით მომავალზე ოცნებას. მაგრამ, დაიმახსოვრეთ, თქვენთვის ყველაზე საინტერესო ხდება ახლა და ამ დროს! ისარგებლეთ, დატკბით იმით, რაც გაქვთ. ისწავლეთ იცხოვროთ დღევანდელი დღით.

ლომი (22 ივლისი – 23 აგვისტო)

დაიმახსოვრეთ, ამ სამყაროში თქვენ ბევრს ვერაფერს შეცვლით. თანაც, ღირს კი? შეეცადეთ, სამყაროსა და თქვენს გარემოცვაში ყველაფერი მიიღოთ. ისეთი, როგორიც არის. განავითარეთ მოქნილობა და სიმარდე ხალხთან ურთიერთობაში. მაშინ ცხოვრება გახდება ბევრად უბრალო, უშუალო და ხალისიანი.

ქალწული (23 აგვისტო –

22 სექტემბერი)

თქვენ იმ დროს გაჩნდით, როცა ნაყოფის მოგროვების დროა და რაც არ უნდა ეძებოთ, ყველაფერი აღმოჩნდება თქვენ გვერდით. საჭირო დროს ვარსკვლავები თავად მიგიყვანენ თქვენთვის საჭირო ადგილას. ამიტომ, დაივიწყეთ მუდმივი საზრუნავი და ნუ დახარჯავთ ძალებს ტყუილუბრალოდ. დაიმახსოვრეთ, თქვენ უნდა ისწავლოთ მოთმენა და ენერგიის უფრო გონივრული გამოყენება. ამას გავალებთ თქვენი კარმა.

სასწორი (22 სექტემბერი –

22 ოქტომბერი)

შეხედეთ, როგორი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ცხოვრება. ზოგჯერ რეალობა უფრო საინტერესოა, ვიდრე ოცნება. თქვენი კარმული მისიაა – იყოთ უფრო რეალისტი, ეზიაროთ მეტ სიბრძნეს.

მორიელი (22 ოქტომბერი –

22 ნოემბერი)

განავითარეთ თქვენში დაკვირვებულობა და ზომიერების გრძნობა – ზოგჯერ ძალიან ჩქარობთ, ზოგჯერ კი გულხელდაკრეფილი ზიხართ და საკუთარ თავში ხართ ჩაკეტილი, მაშინ, როცა საჭიროა გაქცევა. ისწავლეთ, თვალი მიადევნეთ, მიჰყევით რეალურ მოვლენებს და ცვლილებებზე ადეკვატური რეაგირება მოახდინეთ.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი –

21 დეკემბერი)

განავითარეთ ინტუიცია. შესაძლოა, რომელიმე მეგობარს სჭირდება თქვენი დახმარება. ზოგს, უკეთესია, საერთოდ თავი დაანებოთ. შინაგანი ხმა გიკარნახებთ ყველაზე სწორ პასუხს. თქვენი კარმული ამოცანაა, დროულად გაიგოთ ეს ხმა.

თხის რქა (21 დეკემბერი –

20 იანვარი)

თქვენ კმაყოფილი ხართ მაშინ, როცა ცხოვრებაში ყველაფერი თავის ადგილზეა, მაგრამ ზოგჯერ მცირე ქაოსს შეუძლია, განწყობა გამოასწოროს. გარშემო მყოფნი თქვენით ძალიან დაინტერესდებიან. დროდადრო შეცვალეთ ცხოვრების რიტმი, აგრეთვე, წესი, რომლითაც მიეჩვიეთ ცხოვრებას. გახსოვდეთ, ყველაფერს სჭირდება განახლება, ურომლისოდაც არ არის წინსვლა და განვითარება.

მერწყული (20 იანვარი –

19 თებერვალი)

თქვენ ხშირად დაფრინავთ ღრუბლებში, ამიტომ გარშემო მყოფნი ზოგჯერ ვერც აღგიქვამენ სერიოზულად, მაგრამ ნუ ჩამოყრით ყურებს. ნუ მიაგდებთ საყვარელ საქმეს. დაიმახსოვრეთ, მერწყულის ნიშნით იბადებიან ყველაზე გენიალური გამომგონებლები, მეცნიერები, მხატვრები. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ მოხვედით ამქვეყნად იმისთვის, რომ გახადოთ ის უკეთესი და უკეთესი.

თევზები (19 თებერვალი – 21 მარტი)

თქვენ ხშირად ქანაობთ, როგორც ლერწამი ქარში. გამუდმებით ვიღაც რაღაცას გთხოვთ. ნუ ეცდებით, რომ გამოადგეთ ყველას, რადგან თქვენი კარმული გაკვეთილია – ისწავლოთ ძალისხმევის მხოლოდ ერთ საქმეზე კონცენტრირება. უნდა დაისახოთ მიზანი და არაფერი დაიშუროთ მის მისაღწევად. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაგიმართლებთ.


скачать dle 11.3