კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს







კითხვა: დავიბადე 1980 წლის 22 ივლისს, დილის საათებში. რა უნდა გავაკეთო, რომ წარმატებული ვიყო, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე კარიერაში და რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია?

პასუხი: წარმატებული რომ გახდეთ, უნდა შეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა. ასევე, იყავით აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი. მაქსიმალურად ეცადეთ, სტაბილური გახადოთ ურთიერთობა პარტნიორულ-სასიყვარულო სფეროში. სადაც შეხვალთ, შეიტანეთ ჰარმონია, სილამაზე, სიმშვიდე და არა აგრესია, დეპრესია. მეტი ყურადღება დაუთმეთ ოჯახის წევრებს. ეს თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა. ასევე, მიუდექით საქმეს მეტი სერიოზულობით. ეს ის თვისებებია, რომელიც თქვენი კოსმიური მისიაა და თქვენთვის წარმატების მომტანია ცხოვრებაში.

კითხვა: ჩემი და დაიბადა 1993 წლის 30 ივლისს, ღამის საათებში. რომელ პროფესიებში ექნება მეტი წარმატებები?

პასუხი: სანამ პროფესიებს ჩამოვთვლი, გეტყვით, რომ თქვენი დის კოსმიური მისია უცხოეთთან კონტაქტია. პროფესიებიდან კი კარგია და წარმატებების მომტანი: ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, იურისპრუდენცია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, პარფიუმერიული და კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, არქიტექტურა, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგია და ფსიქოლოგია.

კითხვა: დავიბადე 1976 წლის 1 ნოემბერს. რომელ პროფესიაში მელის მეტი წარმატება და რომელი უცხო ქვეყანაა ჩემთვის მისაღები?

პასუხი: უცხოეთი თქვენთვის დიდი წარმატების მომტანი არ არის. თუმცა, არც ცუდია. შესაბამისად ქვეყნებიდან კარგია და მისაღები: უკრაინა, ირლანდია, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, მოლდავეთი, არგენტინა, ესტონეთი, ფინეთი, ეგვიპტე, ბულგარეთი, ისრაელი, კუნძული შრი-ლანკა, გერმანიის ბავარიის მხარე, ნორვეგია, სირია, შვედეთის დასავლეთი მხარე, კუბა, მექსიკა, უნგრეთი. რაც შეეხება პროფესიებს, კარგია და წარმატების მომტანი: სასწრაფო დახმარების სამსახური, რეანიმატოლოგია, სტომატოლოგია, ქირურგია, გინეკოლოგია, ფსიქიატრია, არატრადიციული მედიცინა – მაგალითად, ჰომეოპათია, ფიტოთერაპია, ექსტრასენსორიკა, სუჯუკ-თერაპია. ასევე, კარგი სამსახურია თქვენთვის სამართალდამცავი ორგანოები, საგამოძიებო საქმე, მაკონტროლებელი ორგანოები – კონტროლის პალატა, საგადასახადო ინსპექცია, საბაჟო და სადაზღვევო კომპანიები; ასევე, უძრავი ქონების ბიზნესი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, პედაგოგიკა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა ან შემოქმედება, მშენებლობის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობის ფართო სპექტრი. თუ წინაღობებს და ბარიერებს გადალახავთ, წარმატება გელით პოეზიაში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში, დიზაინში, სამოდელო საქმეში, არქიტექტურასა და პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ საქმიანობაში.


скачать dle 11.3