კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად შეიძლება, გაიცნოს გულისსწორი ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშანმა და რატომ იქნება 2011 წელი გარდამტეხი მთელ მსოფლიოში







ქეთი დიდებულიძე

ყოველი ახალი წლის დადგომისას ადამიანები, ნებსით თუ უნებლიეთ, სასიამოვნო სიახლეებს, გარდატეხას ელიან. ამ მხრივ არც სასიყვარულო ურთიერთობებია გამონაკლისი. თუნდ ცრურწმენა დაარქვით, თუნდ – უბრალო, ადამიანური იმედი, ახალ წელს ყველა სიახლეებს უკავშირებს. როგორ უნდა ვიპოვოთ გულისსწორი, როგორ გამოვხატოთ ჩვენი განუმეორებლობა და მოვხიბლოთ გარშემო მყოფები. ამის შესახებ ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი გვიამბობს.

სასიყვარულო ურთიერთობები ზოდიაქოს ცალკეული ნიშნებისთვის

წელს იაპონური კალენდრით კურდღლის, ხოლო ჩინური კალენდრით – კატის წელია და ითვლება ზოგადად კარგ პერიოდად, მაგრამ თვითონ წლის ენერგეტიკული დატვირთვა აბსოლუტურად ერთი და იგივეა. როგორც წესი, კატის, ანუ კურდღლის წელიწადი გარდამტეხ ეტაპად ითვლება როგორც საზოგადოების, ასევე, ადამიანების ყოფასა და ცხოვრებაში, ანუ, იმ გარკვეულ საფუძველს ქმნის, რასაც შედეგად სიმშვიდე და სტაბილურობა მოაქვს ხოლმე. ეს წელი არ იქნება მარტივი და ადვილი, ამის იმედი ნურავის ექნება. მართალია, კატაც და კურდღელიც სიმშვიდის, ოჯახური მყუდროების მატარებელ ცხოველებად ითვლებიან, მაგრამ, მოგეხსენებათ, სანამ ყველაფერი დალაგდება, ქარტეხილების გამოვლაა საჭირო. ამიტომ, პოლიტიკური სიტუაცია მთელ მსოფლიოში კიდევ უფრო მეტად დაიძაბება, აირევა და ამის ნიშნები არის კიდეც სახეზე. თავადაც ხომ ხედავთ: სტუდენტების გამოსვლები, დემონსტრაციები, შეიარაღებული კონფლიქტები რუსეთში, საბერძნეთში, დიდ ბრიტანეთში... ყველგან მსგავსი სიტუაციაა. ვეფხვის წელი, მართალია, გადის, მაგრამ გაბრძოლებას მაინც ცდილობს, ასე ვთქვათ, „კუდს იქნევს“, არეულობები განსაკუთრებით მოსალოდნელია 23 იანვრიდან 4 ივნისამდე პერიოდში. ვეფხვის არეულს კატა ალაგებს და აშოშმინებს ხოლმე. ეს წელი ვერ იტანს აგრესიას, აქტიურობას სასიყვარულო ურთიერთობებში. თუ ადამიანი ზედმეტად მონდომებით ეძებს გულისსწორს, შფოთავს და ელის, შესაძლოა, მცდარი არჩევანი გააკეთოს, ან, სულაც ვერ იპოვოს სასურველი ადამიანი. ცხოვრება თავად შესთავაზებს მას ამ შანსს. მთავარი მოტივაცია და ამოსავალი წერტილი სასიყვარულო თუ სხვა სახის ურთიერთობებში უნდა იყოს დაკვირვება, გარემოებების გათვალისწინება და ამ გარემოებების გონივრული გამოყენება. სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით, 23 იანვრამდე პერიოდი ნაყოფიერი და პოზიტიური იქნება წყლის ნიშნებისთვის – თევზები, კირჩხიბი და მორიელი. ამიტომ, უმჯობესია, ამ პერიოდში ხსენებული ნიშნების ქვეშ დაბადებული ადამიანები დააკვირდნენ, რას სთავაზობს მათ გარემო. 23 იანვრიდან 4 ივნისამდე პერიოდი წარმატებული იქნება სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით უკვე ცეცხლის სტიქიის ნიშნებისთვის – ვერძი, ლომი, მშვილდოსანი, ხოლო 4 ივნისიდან წლის ბოლომდე ბედი გაუღიმებს მიწის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებს – კურო, ქალწული, თხის რქა. ალბათ, მკითხავთ, სად არის აქ ჰაერის სტიქია და რომელი პერიოდია მისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი. ჰაერის ნიშნებისთვის ეს წელიწადი იქნება ნეიტრალური, სასიყვარულო ურთიერთობებში, რაიმე გარდატეხას ისინი არ უნდა ელოდნენ. შესაძლოა, უკვე არსებობს მათ ცხოვრებაში რჩეული. თუ არ არსებობს, მაშინ, რაიმე სიახლე ნაკლებადაა მოსალოდნელი. უკვე დაწყებული ურთიერთობა მეტ-ნაკლებად განვითარდება 4 ივნისამდე, 4 ივნისიდან კი უკვე გადავა სტაგნაციის (უმოძრაო) მდგომარეობაში.

ახლა იმის შესახებ, სად და როგორ უნდა იპოვოს კონკრეტულმა ნიშანმა შესაფერისი კანდიდატურა, რას უნდა მიაქციოს ყურადღება და როგორ უნდა მოიქცეს. სხვათა შორის, ასტროლოგიაში სიყვარულს განაგებს მეხუთე სახლი, ეს არის სიყვარულის სახლი; ის, აგრეთვე, განაგებს ადამიანის იმიჯს, რენომეს. თქვენ როგორც წარუდგენთ თავს საზოგადოებას, ისეთად მიგიღებთ ის. ამიტომ, საკუთარი თავის სწორ პრეზენტაციას, საკუთარი განუმეორებლობის გამოვლენასა და მიწოდებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა ჩვენგანი განუმეორებელია, მაგრამ ამას ყველა ვერ ავლენს. ჩემი ნათქვამი ადამიანებმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინონ იმისთვის, რომ, არა მარტო თავიანთი რჩეულები მოხიბლონ, არამედ დაიმსახურონ სიმპათია სამსახურსა თუ სხვა ასპარეზზე.

ვერძი

ვერძების უმრავლესობა თავის გულისსწორს გასართობ დაწესებულებებსა და ლხინში ხვდება. სხვათა შორის, ეს სტატისტიკურადაა გამოკვლეული და დამტკიცებული და არა ჰაერიდან მოტანილი ვარაუდი. ვთქვათ, ღამის კლუბში, სუფრასთან, საერთო მეგობრების წრეში, რესტორანში – ყველგან, სადაც ადამიანები ისვენებენ და ერთობიან. ვერძი ყოველთვის გულისყურით უნდა მოეკიდოს საპირისპირო სქესისგან წამოსულ იმპულსებს. მოწონების ორაზროვან თუ, ხშირად, არაორაზროვან სიგნალებს. ვერძი აქტიური ნიშანია და მუდმივად ყურადღების ცენტრშია. ის ცეცხლის ნიშანია და მისი იმიჯი მოითხოვს, რაც შეიძლება, მეტი სითბო და მზრუნველობა გამოავლინოს. ასევე, უნდა იყოს ოპტიმისტი, საკუთარ ძალებში დარწმუნებული, სხვებისთვის სტიმულის მიმცემი. ვერძებმა, სასურველია, ატარონ ქარვა – ეს გააძლიერებს ვერძის ენერგეტიკას.

კურო

კუროები ყოველთვის უნდა მოერიდონ კრიტიკულობის გამოვლენას, რითაც ისინი სხვის თვალში ქულებს კარგავენ. დიდი ალბათობაა, მომავალ გულისსწორს კურო შეხვდეს სამსახურში, ისინი დააკავშიროს საქმიანობამ, ჰქონდეთ საერთო ბიზნესი, საქმიანი შეხება, ან, სულაც, ერთ პროფესიას ემსახურებოდნენ. შესაძლოა ხშირად, შეხვდნენ კლინიკებში. მაგალითად, კბილის ექიმთან, უროლოგთან და სხვა. სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ „კურო“ ექიმები პაციენტებზე ხშირად ქორწინდებიან და პირიქით; უნდა მოეშვან კრიტიკასა და კირკიტს. კუროს უხდება სენტიმენტალური, რომანტიკული, მგრძნობიარე იმიჯი. არ უნდა მოერიდოს გრძნობების გამოხატვას – იცინოს, იტიროს, გამოავლინოს მზრუნველობა. სარდიონი არის კუროს ქვა, რომელიც მას სასიყვარულო ურთიერთობებში გამოადგება.

ტყუპები

ეს ყველაზე ინტელექტუალური ნიშანია, რომელიც ყველაფერს მხოლოდ რაციონალურად, გონების კარნახით უდგება და სჯის. ტყუპები ცხოვრების თანამგზავრს ხვდებიან ხშირად სადავო, კონფლიქტურ სიტუაციაში – ცოცხალ რიგში, იურიდიულ დაწესებულებებში, ადვოკატურაში, ნოტარიუსთან თუ სხვაგან. შეყვარებულთან მათი ურთიერთობა ხშირად გაუგებრობებით იწყება. ტყუპების იმიჯს სასიკეთოდ წაადგება მეტი დათმობა, სწრაფვა საერთო ენის გამონახვისაკენ. ტყუპებისთვის სასიყვარულო ურთიერთობების ქვა არის ქრიზოლითი.

კირჩხიბი

კირჩხიბი ხშირად ერიდება საკუთარი ემოციების, გრძნობების გამომჟღავნებას. კირჩხიბს აქვს შესანიშნავი ინტუიცია, კარგად სწვდება ადამიანის შინაგან სამყაროს, მოტივაციას, მიზნებს. ამიტომ კირჩხიბმა ყოველთვის უნდა მიაქციოს ყურადღება სხვისგან წამოსულ იმპულსებს. ეს ნიშანი გულისსწორს ხშირად ხვდება ბანკსა და სხვა საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებებში, ძალოვან სტრუქტურებში, პოლიციაში. კირჩხიბის იმიჯს რაც შეეხება, მას ამოუცნობი, იდუმალებით მოცული ადამიანის იმიჯი წაადგება. რაც ნაკლებად ლაპარაკობს და მეტად უსმენს სხვას, მით მეტია მისადმი სიმპათიები. კირჩხიბი კარგი მსმენელია. მისი სასიყვარულო ურთიერთობების ქვაა ოპალი.

ლომი

ლომი სამეფო ნიშანიცაა, სიყვარულის ნიშანიც. ხშირად მას სასიყვარულო ურთიერთობებში პრობლემები არ აქვს. ლომები თავიანთ მომავალ მეუღლეებს ხვდებიან ტურისტულ ფირმებში, მოგზაურობისას, უცხოურ კომპანიებში, სასწავლო დაწესებულებებში. ლომების უმრავლესობა დაოჯახებულია ადამიანთან, რომელიც ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში გაიცნო. ოპტიმიზმი ლომის იმიჯის აუცილებელი შტრიხია. როდესაც მას დეპრესიული გამომეტყველება აქვს, ამით კარგავს თავის ენერგეტიკას, განუმეორებლობას. იგი განწყობილი უნდა იყოს სხვებისთვის რჩევების მისაცემად, დასახმარებლად. ტოპაზი, განსაკუთრებით ოქროსფერი, ლომის სასიყვარულო ურთიერთობების თილისმაა.

ქალწული

ქალწული ყველაზე კრიტიკული და კირკიტა ზოდიაქოა. ისინი ყოველთვის ეძებენ იდეალს – „ის“ უნდა იყოს უნაკლო, რაღაც არაჩვეულებრივი, თვით სრულყოფილება. ასეთები კი, ვიცით, ბუნებაში არ არსებობენ. ამიტომ, ქალწულების დიდი ნაწილი დაუოჯახებელი რჩება. რაც უფრო სერიოზული, საქმიანი ადამიანის პოზიცია უჭირავთ ქალწულებს, მით მეტად სცემენ მათ პატივს. სამუშაო, კარიერა – ეს არის სფერო, სადაც ისინი ხვდებიან თავიანთი მეორე ნახევარს. ქალწული რაციონალისტია, მაგრამ მასში ყოველთვის ბრძოლა მიმდინარეობს იოლი წარმატების სურვილსა და ყველაფრის მხოლოდ საკუთარი შრომით მიღწევის სურვილს შორის. ქალწულები ხშირად ოჯახდებიან თანამშრომლებთან, უფროსებთან. თუმცა, სიყვარულში, ისევ მათი ბუნების გამო, საქმე იოლად არ მიდის. ურთიერთობების გაჭიანურების გამო მეორე მხარისთვის ის მოსაწყენი ხდება. ქალწულის სიყვარულის ქვაა ქრიზოპრაზი.

სასწორი

სასწორების უმრავლესობას მომავალ შეყვარებულთან საერთო სამეგობრო წრე აკავშირებს. მოსალოდნელია, უცაბედად მას მოეწონოს თავისი დიდი ხნის მეგობარი, რომელთანაც მეგობრობდა და მანამდე ვერ ამჩნევდა – ასეთებიც ხდება. სასწორებმა არ უნდა შებოჭონ, არ მოთოკონ საკუთარი ემოციები, შეხედულებები, გრძნობები. მას უხდება არა გადაჭარბებული სერიოზულობა, არამედ სენტიმენტალიზმი. ძოწი სასწორებისთვის რომანტიკული ურთიერთობის ქვაა.

მორიელი

ეს არის ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც შესანიშნავად ესმის სხეულის ენა და ეხერხება სხვათა აზრების, ზრახვების ამოცნობა. შეყვარებულს მორიელი ხშირად ხვდება საქველმოქმედო საღამოებზე, კონცერტებზე, განსაკუთრებით – ოპერაში, კლასიკური მუსიკის კონცერტებზე. მორიელი ხშირად შოუ-ბიზნესშიც ტრიალებს. იმიჯს რაც შეეხება, მოუხდება სენტიმენტალური, გულჩვილი, ლმობიერი ადამიანის იმიჯი. მან უნდა იზრუნოს ყველაზე, თუნდაც გარეთ ნაპოვნ უპატრონო ცხოველზე. თუ მორიელი დაგიმეგობრდათ, თავს გაწირავს თქვენ გამო, მაგრამ მტრისას, თუ გადაგემტერათ, განსაკუთრებით – ქალი მორიელი. ამ ნიშნის სასიყვარულო ურთიერთობების ქვა ამეთვისტოა.

მშვილდოსანი

ეს ყველაზე ზერელე ნიშანია სიყვარულთან მიმართებაში. არ ვიცნობ მშვილდოსანს, რომელსაც რამდენიმე შეყვარებული არ ჰყავდეს გამოცვლილი. გრძნობებს მაინცდამაინც არ უღრმავდებიან, სიყვარული მათთვის ჩვეულებრივი მოცემულობაა. იმპულსურები არიან და გადაწყვეტილებას სწრაფად იღებენ. მინდა მათ ვურჩიო, რომ სიყვარულში თავად გამოიჩინონ ინიციატივა, როგორც მამაკაცმა მშვილდოსნებმა, ასევე ქალებმა. მათ პირდაპირობა ახასიათებთ, რაც კარგია. საკუთარ ინდივიდუალიზმს ჩაცმულობითაც უნდა გაუსვან ხაზი. მშვილდოსანი შეყვარებულს ხვდება სილამაზის სალონებში, სპორტდარბაზში და ყველგან, რაც ადამიანის გარეგნობას ემსახურება. მათი ქვა-თილისმაა იასპი.

თხის რქა

ეს არის ყველაზე მძიმე ნიშანი სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით. სულ აკვირდება, ერიდება გრძნობების გამოხატვას. ეშინია, არ დასცინონ და ამით იმედგაცრუება არ მიიღოს, რადგან, იმედგაცრუების შემთხვევაში, ასეთ ნაბიჯს აღარ დგამს და ამით ის კარგავს ქულებს. თხის რქას ვურჩევ, იყოს გულუხვი საყვარელი ადამიანის მიმართ, ხშირად აჩუქოს მას ძვირფასი საჩუქრები, რითაც გრძნობებს გაუსვამს ხაზს. თხის რქამ, შესაძლოა, გაიცნოს რჩეული ბუღალტერიაში, საბანკო-საფინანსო დაწესებულებებში, ასევე, ხელოვნებასთან დაკავშირებულ სფეროში. შესაძლოა, მისი რჩეული საქმიანი პარტნიორიც კი აღმოჩნდეს. საფირონი თხის რქის თილისმაა.

მერწყული

მერწყული ყველაზე ჰიპური და ჰუმანური ნიშანია. ის ბუნებით თავისუფლების მოტრფიალეა, არც სხვის თავისუფლებას ზღუდავს და თვითონაც მაქსიმალურად მოითხოვს ამას. მერწყული მომავალ რჩეულს ხვდება ტრანსპორტში, სასწავლო დაწესებულებაში, სანათესაოში, კავშირგაბმულობის დაწესებულებებში და სხვა. მერწყული საუკეთესო იმიჯს იქმნის საუბრისას, ოღონდ, ეს საუბარი გულწრფელი და სპონტანური უნდა იყოს, დაგეგმილი ტექსტი მის რენომეს არ უხდება. რანაირი სისულელეც უნდა თქვას, მაინც ექსპრომტია მისი სტიქია. მერწყულის ქვა ქალცედონია.

თევზები

ეს ყველაზე სენტიმენტალური და რომანტიკული ზოდიაქოა. თევზების ნიშანი, იმიჯის კუთხით, საკუთარი ემოციებისა და განწყობის თამამად გამოხატვაა. მომავალ შეყვარებულთან თევზები, შესაძლოა, დააკავშიროს სამშენებლო დაწესებულებებმა, მუნიციპალურმა ორგანოებმა, ან ხელი შეუწყონ მშობლებმა და ნათესავებმა. საუკეთესოდ თევზებისთვის მიჩნეულია მთვარის ქვა, იგივე სელენიტი.


скачать dle 11.3