კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს







კითხვა: მომნათლეს ბავშვობაში, მაშინ, როდესაც ბებია გარდამეცვალა და, ხალხში გავრცელებული ტრადიციის მიხედვით, ოჯახში მოუნათლავი არ უნდა ყოფილიყო. მომნათლა იმ მოძღვარმა, ვინც წესი აუგო ბებიაჩემს, ჩვენსავე სახლში, ვითვლები თუ არა მონათლულად?

პასუხი: თუ ნათლობა შესრულდა ყველა მართლმადიდებლური წესის დაცვით, რასაკვირველია, თქვენ მონათლულად ითვლებით, მნიშვნელობა არ აქვს, ნათლობა სახლში შესრულდა თუ ეკლესიაში. ნურც იმის გამო წუხხართ, რომ იმავე მოძღვარმა მოგნათლათ, ვინც თქვენს ბებიას აუგო წესი. ცხოვრებაც ასეთია: ერთსა და იმავე დროს ვიღაც იბადება, ვიღაც ჯვარს იწერს და ვიღაც კვდება.

კითხვა: რა ასაკში უნდა თქვას ბავშვმა პირველად აღსარება?

პასუხი: ბავშვმა შვიდი წლის ასაკში უკვე უნდა თქვას აღსარება. აუხსენით მას, რატომ არის საჭირო აღსარების თქმა, როგორი სასიხარულოა ზიარება და როგორ დაასაჩუქრებს მას უფალი, თუ კარგად მოიქცევა. სიყვარულსა და სიკეთის მაგალითებს ბავშვი ოჯახში უნდა ხედავდეს და ის თავად გაარჩევს, რა არის კარგი და რა – ცუდი. იმ დღეს კი, როდესაც თქვენი შვილი აღსარებას ამბობს, ეცადეთ, მისთვის სადღესასწაულო გარემო შექმნათ.

კითხვა: რატომ არ ცნობს მართლმადიდებლური ეკლესია რეინკარნაციას?

პასუხი: მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებით, ადამიანი უფალმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა, ის ერთხელ იბადება და არასოდეს განმეორდება. თუმცა, გარდაცვალების შემდეგ ის არსებობას არ წყვეტს, მეორედ მოსვლისას კი იგი თავისივე სხეულით აღდგება – ისეთივე, როგორიც იყო – უხრწნელი ხორცით.

კითხვა: საიქიოში ყველა ცოდვილი ერთნაირად დაისჯება თუ განსხვავებულია სასჯელის ფორმა?

პასუხი: ყველა ადამიანი საკუთარი სიმართლისა და საქმის მიხედვით განისჯება. უფრო მკაცრად ისინი დაისჯებიან, ვინც კარგად იცოდა უფლის ნება და არ აღასრულებდა მას. თუმცა ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს თუ არ გვეცოდინება ესა თუ ის საეკლესიო სწავლება, არ დავისჯებით, უცოდინრობით ადამიანი უფრო იმძიმებს მდგომარეობას. ყოველი ადამიანი მოვალეა, იცოდეს უფლის მცნებები და აღასრულოს ისინი.


скачать dle 11.3