კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიბრძნე მინიატურებში







სამი რჩევა

ერთხელ კაცმა ჩიტი დაიჭირა.

– დატყვევებული არაფერში გამოგადგები, – უთხრა ჩიტმა კაცს. გამიშვი და სამ ისეთ რჩევას მოგცემ, რომლებიც ძალიან გამოგადგება.

პირველი რჩევის მიცემას ჩიტი გაშვებამდე დაჰპირდა; მეორეს ხის ტოტზე შემომჯდარი გეტყვი და მესამეს – გორაკის წვერიდან გადმოგძახებო.

კაცი დაეთანხმა და პირველი რჩევა ჰკითხა.

– რაც უნდა დაკარგო, თუნდაც მთელ სიცოცხლედ გიღირდეს, არ ინაღვლო.

კაცმა გაუშვა ჩიტი და მან, ხის ტოტზე შემომჯდარმა, მეორე რჩევა მისცა:

– არასოდეს დაიჯერო ისეთი რამ, რაც საღ აზრს ეწინააღმდეგება და დამამტკიცებელი საბუთი არ მოეპოვება.

ჩიტი გორაკის წვერზე მოექცა და კაცს იქიდან გადმოსძახა:

– ვაი, შე უბედურო! ორი დიდი ბრილიანტი გადავყლაპე, რომ მოგეკალი, ახლა ისინი შენი იქნებოდა.

სასოწარკვეთილმა კაცმა თავში ხელი შემოირტყა.

– მესამე რჩევა მაინც გაიმეტე ჩემთვის,– გონს რომ მოეგო, უთხრა ჩიტს.

– რა სულელი ხარ! – გადმოსძახა ჩიტმა, – მესამე რჩევას მთხოვ მაშინ, როდესაც ჯერ პირველსა და მეორეზე არ გიფიქრია. მე შენ გითხარი, რომ დაკარგულის გამო დარდს არ მისცემოდი და სისულელე არ დაგეჯერებინა, შენ კი პირიქით მოიქეცი. მონაჩმახი დაიჯერე და იმის გამო დანაღვლიანდი, რაც დაკარგე. აბა, დაფიქრდი, ასეთ პატარა სხეულში ორი დიდი ბრილიანტი როგორ ჩამეტეოდა?! სულელი ხარ! ამიტომ იქვე უნდა დარჩე, იმ საზღვრებში, რაც ჩვეულებრივი ადამიანებისთვის არის განკუთვნილი.

ბანანების მნიშვნელობა

მოგზაურმა გადაწყვიტა, ნეპალის მონასტერში რამდენიმე კვირა გაეტარებინა. ერთხელ შუადღისას მრავალრიცხოვან ტაძართა შორის ერთ-ერთში შევიდა და საკურთხევლის წინ მჯდომი მოღიმარი ბერი დაინახა.

– რატომ იღიმები? – ჰკითხა მოგზაურმა.

– იმიტომ რომ, ბუნების ერთი საიდუმლო აღმოვაჩინე, – უთხრა ბერმა, ტომარა გახსნა და იქიდან გადამწიფებული, თითქმის დამპალი ბანანი ამოიღო, – ეს ბანანი ცხოვრებას ჰგავს, რომელიც უკვე გავიდა და დანიშნულებისამებრ ვერ გამოიყენეს. ახლა კი გვიანაა.

შემდეგ ბერმა ტომრიდან მწვანე, ჯერ საჭმელად უვარგისი ბანანი ამოიღო და კაცს აჩვენა:

– ეს კი იმ ცხოვრებას ჰგავს, რომელიც ჯერ არ დაწყებულა და შესაფერის დროს ელოდება. მწიფდება, – თქვა მან და ბანანი ტომარაში ჩადო.

ბოლოს ბერმა ტომრიდან მწიფე ბანანი ამოიღო, გაფცქვნა, მოგზაურს უწილადა და უთხრა:

– ეს – ამწუთიერი მომენტია. შეიცანი, როგორ იცხოვრო ეს წუთი უშიშრად და მაქსიმალურად სასარგებლოდ.


скачать dle 11.3