კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

ვის მოუგო სანდრა რულოვსმა საჩოგბურთო ტურნირში



ქალაქის ცენტრში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ულამაზესი სპორტული კომპლექსია, რომლის ხელმძღვანელებიც მუხლჩაუხრელად შრომობენ იმისთვის, რომ მომავალმა თაობამ ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს. ამ ადამიანებს – საჩოგბურთო კლუბ „სითი სპორტის“ დირექტორს მიშა ბუთხუზსა და კლუბის საქმეთა მმართველს დავით აბრამიშვილს, გვერდში უდგას ქართული პოლიტიკისა და ბიზნესის უდიდესი ნაწილი. თუ რატომ სჭირდებათ ეს გვერდში დგომა ამაზე თავად ისაუბრებენ.

მიშა ბუთხუზი: ეს ბაზა 1990 წლიდან არსებობს, მაგრამ მას შემდეგ ჩვენს თავზე ბევრმა ჭირ-ვარამმა გადაიარა – სამოქალაქო ომი, ერთი ხელისუფლება, მეორე ხელისუფლება... საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ ეს ტერიტორია გაიყიდა. ალბათ, ხვდებით, როგორი „ტკბილი ლუკმა“ იყო სამშენებლო კომპანიებისთვის ქალაქის ცენტრში, ზედ ვაჟა-ფშაველას გამზირზე ამხელა ტერიტორია. მაგრამ, შემდეგ შეიცვალა ხელისუფლება და ჩვენ ხმა მივაწვდინეთ პრეზიდენტს, გავაგებინეთ, რომ საწვრთნელი ბაზა იყიდება. პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, ერთ დღეში ბათილად იცნო გაყიდვის საბუთები. ეს ბაზა ისევ სამედიცინო უნივერსიტეტს დაუბრუნდა, მაგრამ, ისეთ საშინელ მდგომარეობაში, რომ იქ ვარჯიშზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. უნივერსიტეტიც ეცადა, რომ ეს ყველაფერი აღედგინა, მაგრამ მაინც ფინანსებთან იყო დაკავშირებული. ბოლოს, ყველა ერთხმად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სპორტული ბაზა ისევ სპორტმა უნდა შეინახოს და მოხდა ტერიტორიის იჯარით გაცემა. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ სულ გვერდში გვიდგას სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია. საერთო ჯამში, იმას, რაც აქ გაკეთდა, ორი წელი დასჭირდა. ხუთი კაცის ნაცვლად აქ უკვე ორმოცდაათი ადამიანია დასაქმებული. გვაქვს ორი ღია და ორი დახურული კორტი, გასახდელები, შხაპი, სამედიცინო კლინიკა და სხვა. რაც მთავარია, სულ რაღაც ათ დღეში მზად იქნება კიდევ ორი ღია კორტი, რომელიც უმაღლეს სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ძალიან ბევრი ბავშვი გვყავს, მუდმივად დიდი ნაკადია. ჯერ ერთი, ჩოგბურთი ძალიან მიმზიდველი სპორტია; მეორეც, თუ ბავშვს უცხოეთში სწავლა უნდა, ჩოგბურთის მომზადების დონის მიხედვით, მისი სწავლა ფინანსდება და, გამოდის, უფასოდ ისწავლა უცხოეთში. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თუ ბავშვობაში ჩოგბურთი გისწავლია, ის ყოველთვის დარჩება შენთვის განტვირთვისა და დასვენების საშუალებად; ფეხბურთივით არ არის საჭირო ათი კაცის შეკრება, აიღებ ჩოგანს და გაერთობი.

– რაც შეეხება ტურნირს. რა ტურნირი ჩატარდა ახლა?

– დავიწყოთ იმით, რომ, როდესაც აგვისტოს ომი მოხდა, პირველი, რაც გავაკეთეთ, დავუკავშირდით ქალბატონ სანდრა რულოვსს, რომელიც ჩვენი კლუბის წევრია და ვკითხეთ, რით დაგეხმაროთ-მეთქი. ქალბატონმა სანდრამ გვთხოვა, რომ ძალიან ბევრი ლტოლვილი ბავშვია, რომლებმაც საოცარი სტრესი მიიღეს, სკოლებსა და ბაღებში ცხოვრობენ და, იქნებ, რამით გაახალისოთო. ბავშვები მოვიყვანეთ კორტებზე, დავბანეთ, ჩავაცვით, ვათამაშეთ, გავართეთ. ისეთი შეშინებულები იყვნენ, ვერ წარმოიდგენთ. გამოვუყავით ავტობუსი, რომლითაც მოძრაობდნენ. ჩვენთან დაახლოებით ოთხი თვე გაატარეს. ბოლოს უნდა გენახათ როგორ დამდევდნენ, მიშა მასწ, არ ვივარჯიშოთო?! რადგან ეს ბავშვები სავარჯიშოდ დავტოვეთ, საჭირო გახდა ჩოგნებისა და სხვა საჭირო სპორტული ინვენტარის შეძენა. ჩავატარეთ საქველმოქმედო ტურნირი.

დავით აბრამიშვილი: ტურნირში მონაწილეობა მიიღეს მოყვარულმა ჩოგბურთელებმა, სხვადასხვა დაწესებულებიდან და კომპანიებიდან, რომლებიც ახლა სხვა პროფესიით მუშაობენ. შეიქმნა გუნდები, რომელთაც მონაწილეობის მისაღებად გარკვეული გადასახადი უნდა შემოეტანათ. ამ თანხით ბავშვებს ჩოგნები, ბურთები, ფორმები შევუძინეთ. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს „იუესაიდმა“, „ბიპიმ“, „თელასმა“, „ისთერნ პრომოუშენმა“, ამერიკის საელჩომ და სხვებმა. ამ ტურნირმა ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ, გადავწყვიტეთ, მისთვის ტრადიციული სახე მიგვეცა.

მიშა ბუთხუზი: გადავწყვიტეთ, წელიწადში ერთხელ ჩავატაროთ ასეთი ტიპის კორპორატიული ტურნირები და სიმბოლური შემოსატანი თანხით ბავშვებს დავეხმარებით. წელსაც, ეს დახმარება იყო არა აბსტრაქტული, არამედ ძალიან კონკრეტული – ჩვენ თანხა გადავეცით 198-ე სკოლას, სადაც ლტოლვილი ბავშვები არიან და მათ შეიძინეს ყველა აუცილებელი ნივთი: კარადა, სკამი და სხვა სასკოლო ინვენტარი.

– ვინ მოიგო ტურნირი?

– წელს რვა მონაწილე გუნდი გვყავდა, მათ შორის პარლამენტის გუნდიც იყო. საკმაოდ დაძაბული შეხვედრები გამოვიდა და, საბოლოო ჯამში, ჩვენ მოვიგეთ, „სითი სპორტის“ გუნდმა. ჩვენი გუნდის წევრი იყო ქალბატონი სანდრაც, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს ჩოგბურთს. შარშანდელ ტურნირზე მესამე ადგილზე გავედით, რადგან დიდად არ მოვმზადებულვართ, მაგრამ მაშინ ისეთი გუნდები მოვიდნენ, ძველი სპორტსმენებით, რომ წელს ჩვენც მოვინდომეთ და მოვიგეთ. „იუჯითის“ გუნდს შევხვდით ფინალში, რომელიც საკმაოდ ძლიერი ჩოგბურთელებითაა დაკომპლექტებული და მაინც მოვუგეთ. მშვენიერი დახურვაც მოვაწყვეთ – ფოიერვერკებითა და ამბებით. დარწმუნებული ვარ, ეს ტურნირი ტრადიციულ სახეს მიიღებს.



სალომე გველესიანი


скачать dle 11.3