კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ უყვარს გერმანიას საქართველო და რა ოცნების ასრულებას აპირებს რუსეთთან ერთად



ჩვენ არ ვიცით, რა შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს ხელისუფლებაზე ტალიავინისად წოდებული კომისიის დასკვნამ (საჯარო შთაბეჭდილებები არ ითვლება), სამაგიეროდ, აშკარაა, რომ ხელისუფლების მოქმედების ტაქტიკაში ცვლილებაა. ამის ერთ-ერთ დასტურად პრეზიდენტის სასახლეში (მართალია, ბ-ნი ლანდსბერგისის დაჯილდოებისას) ნოდარ ნათაძის, აკაკი ასათიანისა და კონსტანტინე გამსახურდიას მიწვევაც გამოდგება (ყოველ შემთხვევაში, პირადად მე ასეთ ფაქტს ჩვეულებრივს ვერ ვუწოდებ). მეტიც, პრეზიდენტმა ზემოჩამოთვლილების მისამართით არც კეთილი სიტყვები დაიშურა (რაც, მართლაც აღსანიშნავი მოვლენაა). ჩვენც პრეზიდენტის სასახლის ერთ-ერთ სტუმარს ნოდარ ნათაძეს მივაშურეთ და პრეზიდენტთან სტუმრობაზე, ევროკომისიის დასკვნასა და რუსულ ოცნებებზე (განსაკუთრებით, საქართველოსთან მიმართებაში) გავესაუბრეთ.





– მახსოვს რა თქვენი შეფასება, რომ მიხეილ სააკაშვილი ახალი სერგო ორჯონიკიძეაო, გამიკვირდა თქვენი ნახვა პრეზიდენტის სასახლეში. როგორ მიგიწვიეს?

– წინა დღეს დამირეკეს კანცელარიიდან, ვგეგმავთ ლანდსბერგისის დაჯილდოებას და მობრძანდითო. ლანდსბერგისს ოცი წელია, ვიცნობ, ალბათ, ის მომიკითხავდა, ცოცხალია თუ არაო და, თუ ცოცხალია, აქ რატომ არ არისო. შეიძლება, ამიტომაც მიმიწვიეს. პირადად მე, მაინტერესებდა ლანდსბერგისთან ლაპარაკი, მისი აზრი ტალიავინის დოკუმენტის შესახებ და ჩემდა სასიამოვნოდ აღმოჩნდა, რომ მას ეს დოკუმენტი ისე ესმის, როგორც მე. ეს დოკუმენტი ბევრად უფრო საზიზღარია თავისი განწყობით, ვიდრე მეგონა. მაგრამ მსოფლიოს საზოგადოებრივმა აზრმა ისე გატეხა, რომ ობიექტურად მაინც ჩვენს სასარგებლოდაა. მართალია, რუსეთი გათახსირებულია, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე ფაქტი დამალულია. მაგალითად, დოკუმენტი ამბობს, რომ ქართველებმა დაიწყეს ომი, ეს კი ასე არ არის! პირდაპირ გეცემათ თვალში რუსული სტილი და ფრაზები. დასკვნის ბოლოს ჩამოთვლილია კომისიის წევრები: ექვსი იურისტი-ექსპერტია, მათგან სამი გერმანელია და ერთიც გერმანულენოვანი შვეიცარიელი. საიდან ასეთი პროპორცია?! ევროპაში გერმანული იურიდიული სკოლების გარდა, სხვა იურიდიული სკოლები არ არის?!

– რა დავუშავეთ ასეთი გერმანიას? ცნობილია, რომ ის მთელი ძალით უწევს წინააღმდეგობას საქართველოს ნატოში გაწევრიანებასაც?

– ადრე დავბეჭდე ჩვენს გაზეთში, ოღონდ ფსევდონიმით, წერილი, თუ რატომ არ უნდა გერმანიას ჩვენი ნატოში ყოფნა. ახლა ამ საკითხზე უკვე აშკარად შეიძლება ლაპარაკი. ორი საუკუნის განმავლობაში, პეტრე პირველიდან ნიკოლოზ მეორემდე, რუსული რესურსი და გერმანული ტვინი ერთად მუშაობდა. ახლა მათ აი, იმ თანამშრომლობის აღდგენა ენატრებათ, რომ გერმანულმა ტვინმა და რუსულმა რესურსმა შექმნან კომპლექსი, რომელიც კონკურენციას გაუწევს ამერიკასაც, დანარჩენ ევროპასაც და ვისაც გნებავთ, იმასაც. ამერიკას კი ეს არ უნდა. რადგან მისი სტრატეგიული ხაზია შუა აზიაზე შეტევა.

– საფრანგეთი რატომღა ეფერება რუსეთს?

– საფრანგეთს საერთოდ რუსოფილია სჭირს. ფრანგებს რუსები ძალიან უყვართ. ფრანგები, ამაში რომ მიიღონ კიდეც მონაწილეობა, მაინც გერმანიის ჩრდილში იქნებიან, გერმანელები კი მთელი მონდომებით მუშაობენ.

– ჩვენთან რატომღაც მიჯნავენ და ამბობენ, რომ დასკვნა სახიფათოა ხელისუფლებისთვისო, რით შეიძლება, ავნოს ან არგოს ჩვენს ქვეყანას ამ დასკვნამ?

– ქვეყანა პასუხისმგებელია თავისი ხელისუფლის მოქმედებაზე. მე ვამბობდი: სააკაშვილმა გაისროლა მაშინ, როდესაც რუსმა უბრძანა; გაისროლა იმ ტიპის ჭურვი, რომელიც რუსმა უბრძანა და გაისროლა იმ მიმართულებით, საითაც რუსმა უბრძანა. ეს მოსაზრება ძალაში რჩება, მაგრამ ერთი მომენტი უნდა დავუმატო: საკითხის დასმა, სააკაშვილმა დაიწყო ომი თუ რუსმა, არ არის ადეკვატური, იმიტომ რომ ომი, რასაკვირველია, რუსმა დაიწყო, რადგან სააკაშვილს ომის დაწყების ამოცანა არ ანდო! რუსმა ომი დაიწყო მანევრით, ანუ შეიარაღებული ძალების გადაადგილებით, რაც ისეთივე მოქმედებაა, როგორც სროლა. ჯერ შემოვიდა, გამაგრდა, პოზიციები დაიკავა, ესე იგი ომი მოიგო და შემდეგ დაავალა სააკაშვილს ომის დაწყების სიმულაცია, ანუ სააკაშვილმა ისიმულიანტა, რომ ომი მან დაიწყო. მან გაისროლა ცარიელი ქალაქისკენ, საიდანაც მოსახლეობა გასული იყო, იმის მაგივრად, რომ გაესროლა როკის გვირაბისკენ და ქალაქი დაეტოვებინა ზურგში. როგორც მოხსენებიდან ჩანს, გაისროლა „გრადი“, რის სროლაც მიღებული არ არის. კიდევ ერთი: თუ სააკაშვილმა იცოდა, რომ რუსები შემოდიოდნენ, მაშინ რატომ არ გააკეთა ოფიციალური განცხადება?! ამ შემთხვევაში, ტალიავინი ხომ ვერ დაწერდა, ვერ დასტურდება, რომ 7 და 8 აგვისტოს რუსული ჯარი შემოდიოდაო. სააკაშვილის კიდევ ერთი ღალატია ის, რომ მან არ გაუუქმა სამშვიდობო ძალებს მანდატი, ანუ რუსს დაუტოვა უფლება, რომ მესროლოს, მე კი წამართვა უფლება, რომ ვესროლო. ამას სხვა ახსნა, გარდა სახელმწიფო ღალატისა, არ აქვს. ლუპით წავიკითხე საქართველოს მთავრობის ორასგვერდიანი მოხსენება აგვისტოს ომის შესახებ. მოხსენება ორენოვანია, სპეციალობით ლინგვისტი ვარ და ასეთი რამ არ უნდა შემეშალოს: მოხსენების ნახევარი ქართულიდანაა ნათარგმნი ინგლისურად, ნახევარი ინგლისურიდან – ქართულად. პირველი ნახევარი არის სულელების, ანუ ჩვენების დაწერილი, მეორე ნაწილი კი, მოწვეული სპეციალისტების მიერ დაწერილი უმაღლესი დონის იურიდიული ანალიზია, რომელშიც გაანალიზებულია, რომ რუსეთს სამხედრო ჩარევის არანაირი საფუძველი არ ჰქონდა! ეს ფაქტორი რომ არა, ტალიავინის კომისიის დასკვნა იქნებოდა ისეთი, როგორც ეს შეესაბამება ტალიავინის და არა მსოფლიო საზოგადოების სულისკვეთებას.

– თუმცა, რადგან ტალიავინი დანიშნეს ამ კომისიის ხელმძღვანელად, ესე იგი, მსოფლიო საზოგადოების სულისკვეთებაც ასეთია?

– არა, ევროკავშირმა გამოხატა თავისი შეშფოთება და არც მწვადი დაწვა და არც შამფური. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს დოკუმენტი მსოფლიოს დემოკრატიულმა საზოგადოებამ მოიწონა იმიტომ, რომ ამით რუსებს გააწნა სილა, მაგრამ ჩვენთვის ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ინტერესებიც იყოს დაცული. დოკუმენტში კი არსად წერია, რომ არანაირი „სამხრეთ ოსეთი“ ბუნებაში არ არსებობს. სააკაშვილმა იმის უფლება მისცა თავის თავს, რომ დაეთანხმა საქართველოში „სამხრეთ ოსეთის“ არსებობას. კრიმინალი სანაკოევი, რომელიც თოფს გვესროდა, აარჩევინა პრეზიდენტად. არადა სანაკოევი უნდა დაეჭირა, როგორც კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედი. სხვათა შორის, პირველად ვამბობ ამას ინტერვიუში: სააკაშვილმა გამოაქვეყნა ინტერვიუ ფრანგულ „მონდში“, სადაც გამოთქვა კონცეფცია, რომელიც დედამიწაზე არაფერს შეესაბამება, გარდა საქართველოში მცხოვრები გაქართველებული, ინტელიგენტი ოსების იდეოლოგიისა, მაგრამ ისეთი ინტელიგენტი ოსებისა, რომლებიც ჰუმანიტარები არ არიან. სააკაშვილმა თქვა: საქართველოში ოსები მრავალი საუკუნეა, ცხოვრობენ, თამარ მეფე იყო ოსი (სინამდვილეში მას დედა ჰყავდა ოსი), ოსი იყო დავით სოსლანიც და: ასევე, ის იყო თავისი დროის უდიდესი მთავარსარდალი და ასე შემდეგ. მართალია, დავით სოსლანი იყო მთავარსარდალი, მაგრამ არა უდიდესი, თანაც ის იყო ბაგრატიონი. მისი გვარი, რომელიც ნამდვილ ოსეთში, ანუ ჩრდილოეთ ოსეთში მეფობდა, ჩვენს დინასტიას გამოეყო გიორგი პირველის დროიდან. ქართველი მემატიანე დავით სოსლანს ოსს უწოდებს რითმისთვის. საიდან შეიძლება, ჰქონდეს ეს იდეოლოგია სააკაშვილს? მხოლოდ და მხოლოდ ოჯახიდან. ამიტომ შესაძლებელია, რომ მის ამ პროოსურ და ანტიქართულ მიმართულებაში წარმოშობაც ასრულებდეს როლს. ეს აზრი დამებადა მას შემდეგ, რაც ის ინტერვიუ წავიკითხე.

– გასაგებია, რომ ევროკავშირმა სილა გააწნა რუსეთს, მაგრამ ეს სილა სილად დარჩება და მეტი არაფერი?

– კომისიის დასკვნა გაამყარებს მსოფლიო მოთხოვნებს: გაიყვანე ჯარი, გააუქმე აღიარება, დააბრუნე დევნილები. იურიდიული თვალსაზრისით არანაირ როლს არ ასრულებს ის, გაისროლა თუ არა სააკაშვილმა პირველმა, იმიტომ რომ, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე ვინმე თოფს ისვრის, მე ვალდებული ვარ, მას ვესროლო. მაგრამ, რომ დამტკიცებულიყო, როგორც რუსს უნდოდა, რომ ჩვენ ჩავიდინეთ გენოციდი, ეს უკვე კოსოვოს პრეცედენტის ძალით ქმნის საფუძველს, რომ ის ტერიტორია გამოეყოს ამ სახელმწიფოს.

– ჩვენ, სამწუხაროდ, ყველა ბოლო ომში ეთნოწმენდის მსხვერპლის როლი გვერგო. დასკვნაში ნათქვამია, რომ ეთნოწმენდა ჩაიდინეს ჩრდილოკავკასიურმა ფორმირებებმა, თითქოს ისინი მარსელები იყვნენ და არა რუსეთის მოქალაქეები. ჩანს ამ ჩანაწერში რუსული სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ეთნოწმენდაში?

– ორგვარად შეიძლება ამ კითხვის დასმა: არის თუ არა ნათქვამი ისე, რომ ეს მკითხველმა დაინახოს და მეორე, არის თუ არა საკმარისად ნათქვამი იმისთვის, რომ იურისტმა გააანალიზოს და სასამართლო წესით დაადგინოს. იურისტი ამას განიხილავს და დაადგენს ცალსახად, მაგრამ მოქალაქემ შეიძლება, ამოიკითხოს, შეიძლება – არა. თუმცა: თუ სასამართლო განიხილავს ამ საკითხს, ეს იქნება საბუთი იმის სასარგებლოდ, რომ რუსეთია პასუხისმგებელი. ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთის რომელიღაც ლიდერი, პუტინით დაწყებული და მავანი გენერლით დამთავრებული, უნდა წარდგეს ჰააგის სასამართლოს წინაშე.

– ჩვენს დღევანდელ ხელისუფლებას თუ აქვს იმის შნო და უნარი, რომ გამოიყენოს ეს შესაძლებლობა რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი ქვეყნის ინტერესებში?

– იურიდიული საშუალება, რასაკვირველია, აქვთ. საქართველოს ხელისუფლებამ ბრძოლა უნდა გამოუცხადოს პუტინს, როგორც ეთნოწმენდის შემკვეთსა თუ თანამონაწილეს, მაგრამ ამათ ამის გაკეთება არ შეუძლით, იმიტომ რომ ყურით არიან დაჭერილი.

– ყოველ შემთხვევაში, პირადად მე, რუს რესპონდენტებთან საუბრებიდან გამოვიტანე დასკვნა, რომ მათ ურჩევნიათ, საერთოდ არ ვიყოთ ამ დედამიწაზე?

– რუსეთის სახელმწიფოს აქვს ფუნდამენტური ინტერესები საქართველოს მიმართ და ისინი ფუნდამენტურადაა დაპირისპირებული საქართველოს ინტერესებთან. მათ არ აქვთ იმის იმედი, რომ კავკასიას დაიკავებენ, ექნებათ პლაცდარმად და დარტყმის ქვეშ ეყოლებათ მთელი ახლო აღმოსავლეთი თავის ნავთობიანად, ყოველ შემთხვევაში, განჭვრეტად მომავალში მაინც. ამიტომ ახლა მათ უნდათ ერთადერთი რამ: გადაუკეტონ დასავლეთს, პირველ ყოვლისა, ამერიკას გზა შუა აზიისკენ! მათთვის ეს ამოცანა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, იმიტომ რომ, თუ ეს არ გადაიკეტა, მაშინ დასავლეთი შედის და მკვიდრდება შუა აზიაში და, ამას გარდა, ჩინეთს ედება ზღუდე, რითაც რუსეთი კარგავს თავის მსოფლიო-ისტორიულ როლს, რადგან რუსეთი გლობალური მოთამაშე მხოლოდ ჩინეთთან ერთად არის. რუსეთი-ჩინეთი და ისლამური სამყარო არის მესამე მსოფლიო ომის (რომელიც უკვე დაწყებულია) ერთი მხარე, მეორეა დასავლეთი, ჩვენი ჩათვლით.

– ამიტომაც ვამბობ, თუ არ იქნება საქართველო, რუსეთი უპრობლემოდ გადაკეტავს კავკასიას?

– რუსეთი ინატრებდა, რომ საქართველო ზღვაში ჩაიძიროს, მაგრამ ვერც ამას ინატრებს, რადგან ზღვა უფრო ადვილად გასავლელია, ვიდრე ხმელეთი, ამიტომ მათი ოცნებაა, რომ საქართველო იქცეს გაუვალ ზონად: ან რადიაციულ უდაბნოდ, ან ეპიდემიურ უდაბნოდ, ან სისხლიან ქაოსად და ისინი ანგარიშობენ არა მხოლოდ წლებს, არამედ თვეებს, რადგან აქ გადამწყვეტია, თუ ვინ ვის შეასწრებს აზიაში: ჩინეთი – ამერიკას თუ ამერიკა – ჩინეთს. აი, ეს არის რუსეთის რეალურად მოქმედი პოლიტიკის სტრატეგიული ღერძი, მაგრამ ამის პარალელურად მათ თავიანთი სიზმრები და ოცნებებიც აქვთ. რუსეთის ყველაზე ლაჟვარდოვანი სიზმარია, რომ ამერიკას მიეტმასნოს, როგორც მოკავშირე, ჩინეთის წინააღმდეგ.

– თუ კავკასიის ჩაკეტვა რუსეთის სტრატეგიული ამოცანაა, რატომ ცდილობს ამის გაკეთებას უბედურების ზონებით, რატომ არასდროს არ ეცადა, ეყიდა კეთილგანწყობა?

– ის, რასაც ახლა ვიტყვი, სერიოზულ ლაპარაკში, უადგილოა, მაგრამ რეალობაა: ეს არის ფსიქოლოგიური დეფექტი, ფსიქოლოგიური ჩვევა: როგორ, მე შენ მოგისყიდო?! ვინ ხარ ასეთი?! მათ შეეძლოთ, დიდი ხნით, 10-20 წლით მაინც შეეჩერებინათ აქ დასავლეთის შემოღწევა, თუ ჩვენს ინტერესებს დააკმაყოფილებდნენ. როდესაც გვაღიარა მსოფლიომ და ჩვენთან რუსეთის საელჩო დაარსდა, მაშინ პარალამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომისიის თავმჯდომარე ვიყავი. მოვიდა რუსეთის ელჩი, ზემსკი, თან 7-8 კაციც მოიყვანა და მეკითხება, როგორ წარმოგიდგენიათ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიო. მე ვუპასუხე: არსებობს შესაძლებლობების დიდი დიაპაზონი, დაწყებული არათანაბარი თანამშრომლობით და დამთავრებული ღია დაპირისპირებით, როდესაც ჩვენ ვცდილობთ თქვენს გაძევებას არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ სამხრეთ კავკასიიდან-მეთქი. ზემსკიმ ეს პასუხი დაიმახსოვრა. შემდეგ ვიყავი მოსკოვში და შევხვდი რუსეთის პარლამენტის ანალოგიური კომისიის წევრებთან. იქაც იგივე კითხვა დამისვეს და მეც იგივე პასუხი გავეცი. 1993 წელს მაისში, აფხაზეთში ომის დროს, შევარდნაძე წავიდა ელცინთან სალაპარაკოდ, მეც ჩამრთო ჯგუფში. სანამ შევარდნაძე და ელცინი ლაპარაკობდნენ, ჩვენ ცალკე ოთახში დაგვსვეს კრემლში, მოვიდნენ ვიღაც გენერლები, სხვებიც, მათ შორის იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ფელიქს კოვალიოვი, რომელიც რუსულ დელეგაციას მეთაურობდა ჩარჩო-ხელშეკრულებაზე მუშაობისას. გამიხმო დერეფანში და მეუბნება, ჩვენ დავკარგავთ სამხრეთ კავკასიას, მაგრამ თქვენ მათთან გექნებათ ომიო.

– მათთან, ანუ?

– ჩრდილოკავკასიელებთან. მე ვიფიქრე, ამ კაცს უფლებამოსილება არ აქვს, რამე შემომთავაზოს; არც მე მაქვს უფლებამოსილება, რამე შევთავაზო, ერთადერთი, რაც შეიძლება, მოჰყვეს ამ ლაპარაკს, ის არის, რომ ის წაიღებს ინფორმაციას ჩემს სულისკვეთებაზე-მეთქი, ამიტომ არაფერი ვუპასუხე. ისინი იმ სტრატეგიულ ხაზს, რომ რაღაცაზე მოგველაპარაკონ და ახალი სტრატეგიული ურთიერთობა შემოგვთავაზონ, სერიოზულად არასდროს მოჰკიდებიან.

– არის ამის შესაძლებლობა ახლა?

– დღეს ზემოთ უფრო სიღრმისეული ფაქტორები წამოვიდა. ახლა, ჩემი აზრით, სიტუაცია ასეთია: რუსმა იცის, რომ არაკონკურენტუნარიანია, ანუ იცის, რომ მასზე უკეთეს პირობებს სხვა შემომთავაზებს.

– მაგრამ მას აქვს ის შემოთავაზება, რაც ჩვენ, წესით, ყველაფერს გვირჩევნია? 24-საათიან ელექტროენერგიასაც კი?

– მე მატერიალურზე არ გეუბნებით. ის სხვა რუსეთზე უფრო მდიდარია, უფრო განვითარებულია, მის უნივერსიტეტში სწავლა მირჩევნია ამის უნივერსიტეტში სწავლას, ის უფრო ძლიერია, უფრო პერსპექტიულია, აქ კი არის სამარადისო სტაგნაცია. ამიტომ რუსი არ მენდობა, რადგან იცის, რაც უნდა შემპირდეს და დამიძმაკაცდეს, მე მაინც სხვისკენ გავიხედავ. ასე რომ, ის მელაპარაკება მხოლოდ მაშინ, როდესაც მიწაზე ვარ დაგდებული და გულზე მისი ჩექმიანი ფეხი მადევს. ამიტომ მოდის პირდაპირ, რომ მომსპოს. მე ეს ვიცი და ერთ ნაბიჯზეც კი არ ვენდობი მას. აფხაზები 100 000-ზე ნაკლები არიან, მაგრამ მათი არსებობაც ვერ მოითმინეს, სპობენ და სპობენ. გაგრის რაიონიდან, რომელიც თავიანთ ტერიტორიად მიაჩნიათ, აფხაზი მოსახლეობა გაყარეს, სულმა წასძლიათ. რუსმა იცის, თვითონ თუ უნდა აფხაზეთის პლაჟი, ინგლისელი უფრო კარგად მოუწყობს აფხაზებს იმ პლაჟს და უფრო უკეთაც დაიცავს საერთაშორისო არენაზე. ამდენად, რუსის მოქმედების ერთადერთი ტაქტიკაა – მოსპობა და ის ამ ტაქტიკიდან ვერ გადაუხვევს ვერასდროს!

– ეს იმას ნიშნავს, რომ სიტუაცია გამოუვალია; როდემდე გავძლებთ ასე მიწაზე დაცემულები და გულზე ჩექმადადებულები?

– ჩვენ ისეთ მდგომარეობაში არ ვართ, როგორც მოსკოვის მეტროპოლიტენის ვაგონებს ეწერა: „ნეტ ვიხოდა“. საკმარისია, ერთგული ხელისუფლება მოვიყვანოთ, რომ ყველა პრობლემას მშრალი ანგარიშით მოვიგებთ.



ნინო ხაჩიძე


скачать dle 11.3