კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ჩაუშალა სტალინს თურქეთის მიერ დაკავებული ქართული მიწების საქართველოსთვის დაბრუნების გეგმა

1934 წლის ზაფხულში მოსკოვში გაიმართა საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის პირველი ყრილობა, სადაც მოხსენებით უნდა გამოსულიყო საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მალაქია ტოროშელიძე. აი, როგორ დამოძღვრა იგი სტალინმა: „მოხსენება უნდა დაიწყოთ შოთა რუსთაველით, შემდეგ გადახვიდეთ უფრო უახლოეს საუკუნეებზე და დაახასიათებთ სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესარიონ გაბაშვილის შემოქმედებას. განსაკუთრებით ვრცლად უნდა გაარჩიოთ ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია, დაწვრილებით – ილია ჭავჭავაძის შესახებ... შემდეგ აკაკი წერეთელსაც თავისი უნდა მიაგოთ, ვაჟა-ფშაველასაც...“

ამ სიტყვაში სტალინმა, არსებითად, ჩამოაყალიბა 1500-წლოვანი ქართული უმდიდრესი ლიტერატურის ისტორიის კურსის სახელმძღვანელო პროგრამა.

სტალინის პირადი მითითების საფუძველზე მოეწყო შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ 750-ე წლისთავის აღსანიშნავი იუბილე, რომელიც 1937 წელს ზარ-ზეიმით მოეწყო. ბალმონტის თარგმანით სტალინი უკმაყოფილო იყო, ამიტომ მან უპირატესობა მიანიჭებინა შალვა ნუცუბიძის თარგმანს, რომელშიც თავად შეიტანა შესწორებები და კორექტივები. შალვა ნუცუბიძე ირწმუნებოდა, რომ სტალინის ნათარგმნი სტრიქონები უფრო ზუსტი და პოეტური იყო...

სტალინმა, რომელსაც ჭაბუკობისას საფუძვლიანი რელიგიური განათლება ჰქონდა მიღებული, გადაწყვიტა, გადასახლებიდან გაეთავისუფლებინათ თითქმის ყველა რეპრესირებული მღვდელი და უკან დაებრუნებინათ და დაეწყოთ ლოცვა-ქადაგებები თავიანთ მრევლთან, რის შემდეგაც გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები და სემინარიები.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რუსეთის ეკლესიამ 18 წლის შემდეგ მოაწესრიგა არანორმალური დამოკიდებულება საქართველოს ეკლესიასთან, რის შედეგადაც აღიარებულ იქნა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.

1941 წლის ნოემბრის დასაწყისში სტალინმა თბილისიდან გამოიძახა მიხეილ ჭიაურელი და დაავალა, სასწრაფოდ გადაეღო მხატვრული ფილმი „გიორგი სააკაძე“. ეს ის დროა, როდესაც გერმანელი ფაშისტები კრემლის თაღებიდან მხოლოდ 40 კილომეტრის დაშორებით იდგნენ. სტალინი ფილმის გადაღებას ითხოვდა ექვს თვეში, რათა მას საბჭოთა ჯარისკაცთა სამხედრო, პოლიტიკური და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების საქმეში შეესრულებინა დიდი როლი. ჭიაურელი გაცილებით მეტ დროს მოითხოვდა. არადა, სტალინმა ჭიაურელს ყოველგვარი დახმარებით უზრუნველყოფა აღუთქვა, რაც კი საჭირო იქნებოდა ფილმის დროულად და მაღალ მხატვრულ დონეზე გადასაღებად. ფილმი მართლაც რეკორდულ დროში შეიქმნა და სწორედ ამ ფილმის ჩვენებით ჩაუსახეს ხალხს რწმენა და მტერზე გამარჯვების იმედი.

სხვათა შორის, ბევრისთვის ცნობილი არ არის, რომ სტალინური პრემიების გაცემა ხდებოდა არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არამედ სტალინის პირადი დანაზოგიდან, რაც ძირითადად სტალინის ნათქვამი სიტყვების, მის მიერ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დაბეჭდილი და გამოქვეყნებული შრომებისა და სხვა ჰონორარებისგან შედგებოდა.

იმავე წლებში სტალინის პირადი ინიციატივითა და განკარგულებით შეიქმნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, რომლის პირველ პრეზიდენტად არჩიეს ცნობილი მეცნიერი ნიკოლოზ მუსხელიშვილი.

ძალზე რთული და დაძაბული ვითარება შეიქმნა 1942 წლის გაზაფხულ-ზაფხულში, როდესაც გერმანელთა სამხედრო ძალებმა წარმატებითი შეტევები დაიწყეს ბაქოს ნავთობის ხელში ჩასაგდებად.

იმ პერიოდში საბჭოთა ჯარების წარუმატებლობა აიხსნებოდა ამიერკავკასიის ფრონტის სარდლის, მარშალ ბუდიონის უუნარო ხელმძღვანელობით.

ასეთ რთულ ვითარებაში მდგომარეობის კარდინალურად შესაცვლელად სტალინმა კავკასიაში მოავლინა ქვეყნის სახელმწიფოს თავდაცვის კომიტეტის წევრი, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი ლავრენტი ბერია. მან, პირველ ყოვლისა, თავისი მოღვაწეობა ამიერკავკასიის ფრონტის საკადრო შემადგენლობების ცვლილებებით დაიწყო: მე-18 არმიის სარდლად დანიშნა ქართველი გენერალი კონსტანტინე ლესელიძე და ცნობილი მხედართმთავარი გახდა, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღოდა კავკასიიდან გერმანელთა განდევნაში.

უმაღლეს მთავარსარდალ სტალინს ბერია დაჟინებით სთხოვდა, კავკასიის ფრონტის სარდლად დაენიშნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ყოფილი სარდალი, არმიის გენერალი ტიულენევი. მან დასახა გეგმა, რომ განეხორციელებინათ წარმატებითი ოპერაციები მარუხისა და ქლუხორის უღელტეხილებზე, რამაც ჩაშალა ფაშისტების დაგეგმილი „ედელვაისის“ ცნობილი ოპერაციები ამიერკავკასიისთვის ბრძოლების მონაკვეთზე. გერმანელები სასტიკად დამარცხდნენ.

1942 წლის 23 აგვისტოს თბილისში ჩატარდა კავკასიის ხალხთა ყრილობა, რომელმაც შეკრებილებს მოუწოდა, ჩაბმულიყვნენ გერმანელთა წინააღმდეგ ბრძოლებში. ასეც მოხდა, ფაშისტთა წინააღმდეგ ბრძოლები უფრო გაფართოებული და შეუპოვარი გახდა, რამაც გერმანელთა სრული კრახი გამოიწვია.

დამთავრდა დიდი სამამულო ომი და 1946 წლის 8-10 ოქტომბერს სოჭში, აგარაკ „ზოლოტოი გრებეშოკში“ იოსებ სტალინმა სტუმრად მიიღო თავისი მეგობრები: ხელოვნების დარგის მოღვაწეები: პეტრე კაპანაძე, სოსო ცერაძე და მიხეილ ტიტვინიძე, – და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი კანდიდ ჩარკვიანი.

საუბრისას სტალინმა მრგვალ მაგიდაზე ამიერკავკასიის რუკა გაშალა და კანდიდ ჩარკვიანს მიმართა: „აბა, კანდიდ, აგერ ფანქარი და მოხაზე ახლანდელი საქართველოს საზღვრები“! ჩარკვიანმა აიღო ფანქარი და რუკაზე საქართველოს ჩრდილოეთის საზღვრის ზოლის გატარება დააპირა, მაგრამ შეყოვნდა და ფანქარი მხოლოდ ჰაერში გაავლო. „ნუ გეშინია, მოხაზე, მოხაზე ფანქრით, რუკას კიდევ ვიშოვი“, – გაამხნევა სტალინმა და კანდიდმა ფანქრით ზუსტად შემოხაზა საქართველოსთვის ომის შემდეგ შემოერთებული ჩრდილოეთის ტერიტორია.

„აი, ეს მესმის! ქლუხორის მხარეც საქართველოს საზღვრებში მოექცა. ესაც მათ პასუხად, ვინც ჩვენშიც და უცხოეთში გვსაყვედურობდნენ, საბჭოთა კავშირმა საქართველოს ტერიტორია შეამცირაო. რამდენი უნდა ებრძოლა მეფე ერეკლეს, ამოდენა ტერიტორია რომ შემოეერთებინა საქართველოსთვის?“ – თქვა სტალინმა.

თურქეთის მიერ მიტაცებული მიწების შესახებ სტალინი ამბობდა, „საბაბს არ იძლევა, რომ უკან დავიბრუნოთო“...

1919 წლის 19 ივნისს ვერსალის ხელშეკრულებით გაუქმდა ბრესტ-ლიტოვსკის შეთანხმება, რის საფუძველზეც თურქეთმა დათმო მესხეთი. ბათუმის ოლქის მუსლიმანური მოსახლეობის უმრავლესობა აცხადებდა, რომ ისინი ისტორიულად, კულტურით, ეკონომიკურად, ტერიტორიულად და, რაც მთავარია, სისხლითა და ხორცით დედასამშობლოს – საქართველოს წარმოადგენდნენ.

ასე იყო თუ ისე, 1919 წლის ბოლოსთვის საქართველოს ბრძოლა მესხეთის დაბრუნებისთვის გამარჯვებით დამთავრდა.

ბევრი მოლაპარაკებისა და შეხლა-შემოხლის შემდეგ, როგორც იქნა, 1920 წლის ბოლოსთვის საქართველოს ტერიტორიები გაერთიანდა თავის ძველ საზღვრებში – საქართველო აღდგა თავისი მესხეთით.

მაგრამ, ლენინის წინასწარი თვალთმაქცობით, რომელიც, ამასთან ერთად, ნოე ჟორდანიასთან მეგობრობდა, რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია...

განვაგრძობთ სტალინის სიტყვების ციტირებას აკაკი ვასაძის მოგონებებიდან – „სტუმრად სტალინთან“: „ერის ტერიტორიის დათმობისა და გაჩუქების უფლება არავის აქვს, ერის ტერიტორია ხელშეუხებელია. ომის შემდეგაც გადავუკარი ერთი-ორი სიტყვა და ზუსტად მივანიშნე ოსმალებს, რომ საზღვრის ამბავი არ დამვიწყებია-მეთქი. ისიც ცხადია, რომ ჩვენი ევროპელი და ოკეანისგაღმელი „ძმები“ მხარს მათ უჭერენ, თუმცა ამაზე აშკარად არაფერს ამბობენ. ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს გზასაც და გამოსავალსაც“... (ი.ბ. სტალინი)

1945 წლის 5 იანვარს გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნდა საქართველოს პატრიარქის, კალისტრატე ცინცაძის წერილი: „გთხოვთ, მომცეთ საშუალება, ჩემი ხმა შევუერთო ერის სამართლიან მოთხოვნას, რომელიც წამოყენებული იყო თურქეთის მიმართ... თავისუფალ ერთა გაერთიანების წევრმა ოსმალეთმა საქართველოს უნდა დაუბრუნოს ქართული მიწა-წყალი: არტაანის, ართვინის, ოლთვისის, თორნის, გირესუნის ჩათვლით“.

თითქმის იმავე პერიოდში, სტალინის ბრძანებით, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლად დაინიშნა მარშალი კონსტანტინე როკოსოვსკი. თითქოს ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ თურქეთთან ომი გადაუვალი ხდებოდა, მაგრამ, დასავლეთის ქვეყნებმა, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხმა აიმაღლეს თურქეთის დასაცავად. უფრო მეტიც, თურქეთი სასწრაფო წესით მიიღეს ნატოს წევრად. ამგვარად, სტალინის სიცოცხლეში თურქეთის მიერ მიტაცებული მიწების დაბრუნება გამოიწვევდა მესამე მსოფლიო ომს, რაც ბელადს არ აწყობდა.


скачать dle 11.3