კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ჰყავდა შორენა ბეგაშვილი „პატიმარივით“ და როგორ გადავიდა სიხარულისგან უწონობაში ნოდიკო ტატიშვილი

31 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე, ნოდიკო ტატიშვილმა და დათუნა მგელაძემ ერთ ძალიან ლამაზ და სექსუალურ ქალბატონს უმღერეს. სცენაზე, რა თქმა უნდა, შორენა ბეგაშვილი იდგა, რომლის მოძრაობებმა, ბიჭები ნამდვილად დააბნია.

aინტერვიუ 1. ჟურნალისტია ნოდიკო ტატიშვილი

– რას შვრები, როგორ ხარ? როგორ უმკლავდები ამ რეჟიმს? მე, მაგალითად, უკვე ამის გამო, რაღაცეები მავიწყდება. იმ დღეს, მაგალითად, კონცერტი მქონდა და დამავიწყდა. დამირეკეს, რამდენ ხანში მოხვალო და მხოლოდ მაშინ გამახსენდა.

– კი. ასეთი რაღაცეები მეც ხშირად მემართება – რაღაცეები მავიწყდება, ვიღაცას რაღაცას ვეუბნები, ვპირდები და მერე მავიწყდება, აღარ მახსოვს ჩემი მეგობრების დაბადების დღეები. მართლა ბევრი რაღაც მავიწყდება იმის გამო, რომ თავში უამრავი ინფორმაცია ტრიალებს. ამისთვის საჭიროა, ადამიანი, ისეთი, როგორიც ცივილიზებულ ქვეყნებში ჰყავთ. მაგრამ ასეთი არ მყავს, სამწუხაროდ. თავად ვარ საკუთარი თავის აგენტი, მენეჯერი, პროდიუსერი, დედაც, მამაც... და ეს ძალიან ცუდია.

– თუ უმკლავდები, რატომ არის ცუდი?

– ვუმკლავდები, მაგრამ ხომ ხედავ, რის ხარჯზე?! ხომ შეიძლება, არსებობდნენ საქართველოში ადამიანები, ვისაც მიანდობ შორენას და მას იმაზე მაღალ საფეხურზე აიყვანს, ვიდრე დღესაა. არც ვიცი, არსებობს კი მეტი საფეხური საქართველოში?!

– წარმატებისა და პოპულარობის თვალსაზრისით, აღარაფერი. მაგრამ, უბრალოდ, დაგეხმაროს, დაგიგეგმოს გადაღებები, ჩაწერები ისე, რომ მეტი თავისუფალი დრო გქონდეს და მუშაობის დროს არ იფიქრო იმაზე, რამე ხომ არ მავიწყდებაო.

– გადასარევი იქნებოდა ასეთი ადამიანი. შეიძლება ამაზე დაფიქრება.

– ანაზღაურების მხრივ როგორც მსახიობს, თუ მიგაჩნია, რომ წარმატებული ხარ? გიფასდება ის, რასაც აკეთებ? ერთ-ერთ ყველაზე „ოდიოზურ” ფიგურად მიიჩნევი, რადგან შენ ხარ პირველი, ვინც თავისი ულამაზესი სხეული ასე აშკარად ეკრანზე გამოაჩინა.

– არა, მანამდეც გამოაჩინეს, ჩემ დროსაც და ჩემ შემდეგაც კიდევ მზად არიან გამოაჩინონ. რაც შეეხება ანაზღაურებას, კი, ნორმალური ჰონორარებია, მით უმეტეს იმ ფონზე, რაც საქართველოში ხდება კინოში. მაგრამ, თუ ჩემი ჩადებული შრომის მიხედვით შევხედავთ, მეტი მეკუთვნის. გაცილებით მეტი უნდა იყოს ანაზღაურება. მაგრამ, ღმერთს მადლობა, სხვებს ესეც არ აქვთ. როდესაც შრომობ, კარგად აკეთებ შენს საქმეს თუ ცუდად, ეს უკვე მოთხოვნიდან ჩანს. აუცილებელია, შესაბამისი ანაზღაურებაც. რომ არ იყოს მოთხოვნა, დამთავრდებოდა ჩემი სამუშაო. გაიხადა ერთხელ ფილმში და მორჩა! ასეთი, ძალიან ბევრია. მაგრამ, დღეს ისეთი დოზით ვმუშაობ, რომ ვხვდები, ჩემი საჭიროება ამ სფეროში ძალიან მაღალია.

– ბოლოს რა ფილმზე იმუშავე?

– ახლა დავამთავრე მუშაობა რუსუდან ჭყონიას ახალ ფილმზე – „გაიღიმე”, მანამდე იყო „მამაჩემის გერლფრენდი”. ორივე ფილმი უკვე დამონტაჟების პროცესშია და მალე გამოვა ეკრანებზე. ის პერიოდი, რაც ეკრანზე ნაკლებად ვჩანდი, ამ ფილმის სამთვიან გადაღებაზე ვიყავი. გადაღებები მიმდინარეობდა ერთ-ერთ თეატრში და მთელ დროს იქ ვატარებდით. სხვათა შორის, ასეთი ჭორიც გავიგე, შორენამ რაღაცის ოპერაცია გაიკეთა და ამიტომ არ ჩანსო (იცინიან). რეალურად კი, გადაღებებიდან არ გამოვსულვართ.

– პრივილეგია მაქვს, რომ შენ, ასე პირდაპირ, ახლოდან გიყურებდე და თამამად მინდა, ვუთხრა ყველას – ეკრანზე ხომ ლამაზია, ცხოვრებაში გაცილებით ლამაზია, საოცარი გარეგნობა გაქვს.

– კარგი, გეხვეწები, გული გაუსკდებათ. საქართველოში ხომ არ უყვართ არც ლამაზი, არც წარმატებული, არც ბედნიერი ადამიანი. უამრავია ისეთი, რომელსაც საქმე არ აქვს, დღე და ღამე კომპიუტერთან ზის და ცდილობს რაღაც ისეთი დაგიწეროს, გული გატკინოს. ხანდახან ამ ყველაფრის მიმართ გულგრილი ვარ, ხან კი ისე მაგიჟებს და გულს მტკენს, რომ მინდა, ყველას პასუხი გავცე.

– ყველამ რომ თავის საქმე აკეთოს, ეს პრობლემა იოლად მოიხსნება.

– კი. სულ ვამბობ: ადამიანს, რომელსაც თავისი უამრავი საქმე და პრობლემა აქვს, აღარ რჩება სხვის თვალში ბეწვის ძებნის დრო. ამდენი ბოღმის, აგრესიის, ნეგატივის და, იმის მიუხედავად, რომ არასდროს ზურგი არ მყოლია – თუკი რაღაცას მივაღწიე, ყველაფერი დამოუკიდებლად მოხდა, მაინც მიხარია ახალი დღის გათენება. მყავს უსაყვარლესი შვილი, მაქვს საყვარელი საქმე, მყავს მეგობრები, რომლებიც ჩემ გვერდით დგანან ყოველთვის. ჩემნაირ ადამიანებს, ვინც ყველაფერს თავისით მიაღწია, ძალიან ვაფასებ – გინდ ჟურნალისტი იყოს, გინდ მსახიობი, ინჟინერი თუ „მაკდონალდსის” თანამშრომელი. ვაფასებ ასეთ ადამიანებს.

– მიყვარს ის, ვინც ბევრს შრომობს.

– ბევრს ვშრომობდი კი არა, ბოლო სამი თვე, პატიმარივით ვცხოვრობდი. როგორი რეჟიმით ვმუშაობდი ნახე – გადაღებაზე მივდიოდი საღამოს რვა საათზე და სახლში დილის რვა საათზე ვბრუნდებოდი. რამდენიმე საათი მეძინა და მერე ისევ მოვწესრიგდებოდი და გადაღებაზე ვბრუნდებოდი.



– რა ჟანრის ფილმია?

– დრამა. სერიოზული ფილმია და წესით, ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს.

– შენ როგორი როლები მოგწონს, სახასიათო თუ?

– მგონია, რომ ყველაფერს გადასარევად ვართმევ თავს. აქამდე ვფიქრობდი, რაღაც გამიჭირდებოდა, მაგრამ მომცეს როლი, საკმაოდ სახასიათო, სერიოზული და მშვენივრად გავართვი თავი. ერთადერთი, რაც არ მომხდარა და რაც მინდა, გავაკეთო, ისაა, რომ როლისთვის სრულიად შევიცვალო. მინდა, საერთოდ სხვა შორენა გავხდე. გადაღებების დროს, ყოველთვის უპრეტენზიო ვარ – არც მაკიაჟს მივტირი, არც ვარცხნილობას. საინტერესოა, როგორი ვიქნები თუ შემცვლიან.

– საინტერესო იქნება ისეთი ფილმის ნახვა, სადაც შორენას, პირობითად დაამახინჯებენ. მთელ საქართველოს მოუნდება ამის ნახვა. რა გრიმი უნდა გაგიკეთონ ისეთი, რომ ეს შეძლონ, არ ვიცი. მაგრამ, წარმატებებს გისურვებ. უახლოესი რა გეგმები გაქვს?

– უახლოესი გეგმები ცოტა ხანი დასვენებაა, მართლა გადავიწვი, აღარ შემიძლია მუშაობა. პატარ-პატარა რაღაცეები სულ არის – გადაცემები, ჟურნალები, გადაღებები. მაგრამ, იმ ტემპთან შედარებით, შეიძლება ითქვას, რომ ვისვენებ.

– წითელი ზღვის სანაპიროზე შეგვიძლია, წავიდეთ. ვიყავი ცოტა ხნის წინ და ამ საახალწლო სიგიჟის მერე, აუცილებლად წავალ და დავისვენებ. შეგვიძლია, ერთად წავიდეთ. ახალი წელი როგორ გაატარე?

– მას მერე, რაც ახალ წელს ერთად შევხვდით თავისუფლების მოედანზე, მეგობრებთან წავედი ერთ ძალიან კარგ ადგილას და გადასარევად გავერთეთ. რაც შეეხება მომდევნო დღეებს, ბავშვთან ერთად გავატარებ. ახალი წელი ხომ მაინც ბავშვების დღესასწაულია და მინდა, კარგად გაერთოს. თან, ჩემი დასვენება გრძელდება. დეკემბრის დასაწყისში ერთ ფილმზე უარი ვთქვი, რადგან გადაღებები დეკემბრის შუა რიცხვებიდან უნდა დაწყებულიყო და მართლა, ფიზიკურად ვერ შევძლებდი. ახალი წლის მერე ვნახოთ, გააჩნია რა შემოთავაზება იქნება. მთავარია, გამოვიძინო.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია შორენა ბეგაშვილი

– ნოდიკო, სად გნახე პირველად? მგონი, ეს „ჯეოსტარამდე” ოყო არა?

– „კაბარეში” გნახე პირველად. ქერა პარიკით იყავი. რომ მოვედი, სცენარი მომცეს და აღმოჩნდა, ერთი სცენა შენთან ერთად მქონდა. ამ გადაღების შემდეგ, აღარ ვყოფილვარ, მაგრამ რამდენიმე სერიის განმავლობაში, სცენარს როგორც შორენას შეყვარებული ისე შევრჩი. მეგრელი ბიჭი რომ იყო, ის გეუბნებოდა, ნოდიკოს აღარ ვჯობივარო?! (იცინიან) ასე გავიცანით ერთმანეთი და გამიხარდა, რომ „კაბარეში“ მოღვაწეობა დავასრულე, სიყვარულები გიხსენი, მაგრამ იქ ჩემ გარეშეც იყო ნოდიკოს ხსენება.

– ძალიან მიყვარს ეს სერიალი. ამის შემდეგ ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. განსაკუთრებით „პროფილში”...

– როცა მე გავდივარ, შორენა შემოდის ან პირიქით. „პროფილის” საახალწლო გადაცემის დროსაც, ზუსტად ასე მოხდა. მიხარია, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა.

– შენ რას აპირებ ახალი წლის შემდეგ?

– კარგი ახალი წელი იყო, ისევე როგორც შარშან. „ჯეოსტარის” დახურვაზე ვიმღერე, როგორც გამარჯვებულმა. ძალიან მიყვარს ეს პროექტი, არა ის, რომელშიც მე გავიმარჯვე, ეს პროექტი მთლიანად. თავისუფლების კონცერტის შემდეგ, კიდევ თუ არ ვცდები, ხუთი კონცერტი მქონდა. ძალიან მეშინოდა, მოვასწრებდი თუ არა ყველაგან მისვლას, რაზეც პასუხისმგებლობა ავიღე. ახალი წლების შემდეგაც ძალიან ბევრი კონცერტია, არის კორპორატიული საღამოები, რეგიონებში გამოსვლები და სხვა. იანვრის ბოლოს ნოდიკო წავა და დიდხანს აღარ ჩამოვალ. მინდა, ცოტა განვიტვირთო.

– ანუ, ამ კონცერტებზე ფულს შეაგროვებ და მერე წახვალ?! ჭკვიანი ბიჭი ხარ.

– ჯერ ძალიან ბევრი გასტროლია – მომიწევს საფრანგეთში, იტალიაში კიდევ ერთხელ ჩასვლა. რომში არ ვარ ნამყოფი და მიხარია, რომ ჩავალ. მერე იქნება ლონდონი. ამის შემდეგ დავბრუნდები თბილისში. ჩემი ალბომი დასრულდება. გავაკეთებ როგორც ალბომის, ისე ახალი კლიპის პრეზენტაციას. ამის შემდეგ უკვე მაქვს გასტროლები ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში. მიხარია, ამერიკაში ჩასვლა ყოველთვის მაინტერესებდა.

– ვნახე შენი კლიპი, ძალიან თბილი, უბრალო და სახალისოა, ზედმეტი რაღაცეების გარეშე.

– თავიდანვე ასეთი იყო ჩანაფიქრი. რეჟისორმა თქვა – მოდი, გავაკეთოთ კლიპი, სადაც ყველაფერი ანიმაციური იქნება და ერთადერთი რეალური შენ იქნებიო. ნახატები ზალიკო სულაკაურმა დახატა და საბოლოო ჯამში, მივიღეთ სახალისო კლიპი, რომელიც ერთნაირად მოსწონს პატარებსაც და დიდებსაც – ყველა ასაკის ადამიანს. ამის შემდეგ უკვე იმატა „ფეისბუქში” წერილებმა, რომ ნოდიკო, ჩვენი შვილები შენ კლიპზე გიჟდებიან, ჩვენს შვილებს უყვარხარ და ასე.

– გასტროლების დროს როგორ დაისვენებ?

– რაღაც პერიოდი ხომ მაინც გავერიდები აქაურობას, ცოტა გავნიავდები. არ ვიცი, როგორ აგიხსნა – ამდენი თვალისგან, ამდენი ცუდი გამოხედვისგან მინდა გავნიავდე. თუ ისვენებ, მერე გაცილებით მეტს აკეთებ. დიდი ხნით თბილისს ვერ შეველევი, მის გარეშე ვერ ვძლებ. ამ ქალაქზე „გადაკეტვა“ მჭირს. დიდი ხნის მერე რომ ჩამოვდივარ, მეტირება ხოლმე. მახსოვს რამდენიმე წლის წინ, მაშინ აქ ასე აქტიურად არ ვმოღვაწეობდი, ერთ ძალიან კარგ წინადადებაზე ვთქვი უარი. მექნებოდა გაცილებით მაღალი ჰონორარები, კომფორტი, გადასარევი პირობები, მაგრამ თბილისის გარეშე ორი თვეც კი არ შემიძლია ცხოვრება. თან მჯერა, რომ ძალიან მალე ჩვენთანაც მომღერლები, მსახიობები ამ რიტმით ვიცხოვრებთ. ისეთი დაკავებული ვარ, რომ ერთი დღეც არ მიწუწუნია, კონცერტი, გამოსვლა ან რაღაც ამდაგვარი არ მაქვს-მეთქი. მადლობა ღმერთს, რომ ასეა. მიყვარს ეს საქმე და ღმერთმა კიდევ დიდხანს მაკეთებინოს.

– ყველაზე დაუვიწყარი ახალი წელი გაიხსენე.

– გასული წელი მაინც ყველაზე მაგარი იყო. ცხრა საათზე, ანუ ახალ წლამდე სამი საათით ადრე, გამოაცხადეს გამარჯვებული და როგორ გახდა თორმეტი საათი, არ გამიგია. ჩემთვის ახალი წელი იყო ორჯერ – ცხრაზე და თორმეტზე. მახსოვს, რა ემოციები მქონდა, როგორ გამომეცალა სცენა ფეხქვეშ და როგორ გადავედი უწონობაში სიხარულისგან. მერე უკვე მახსოვს, ყველაზე ბედნიერმა როგორ ვიმღერე თავისუფლების მოედანზე – „შალაკუკარელა“. უმაგრესი იყო. შენ იყავი წამყვანი და მახსოვს, როგორ იყინებოდით. ჩვენ მოვდიოდით, ვმღეროდით და მივდიოდით და თქვენ რომ გიყურებდით, ცუდად ვხდებოდი. როგორ ახერხებდით კიდევ ლაპარაკს?! წარმოიდგინე, ასეთ ყინვაში ცოცხალი შესრულება რა რთულია.

– გათბობის გარეშე ცოცხლად როგორ უნდა იმღერო?

– შეუძლებელია. დღეს უკვე ძალიან ბევრი ცოცხლად მღერის და ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია შესაფერისი პირობების შექმნა.

– ქართული ესტრადის თუ შოუ-ბიზნესის, რაც გინდა დაარქვი, ძალიან დიდ და ყველაზე წონიან ნაწილს უკვე „ჯეოსტარელები” ქმნიან. თქვენს გარეშე თითქმის კონცერტი არ ტარდება, რადგან ძალიან ნიჭიერები და გემოვნებიანები ხართ. უი, ამას წინათ, რადიოში მოვკარი შენს ხმას ყური, რაღაც მიგყავდა.

– კი. რადიო „აფზახეთის ხმაზე” ქართული ათეული მიმყავს. მივდივარ და მხვდება, რომ ათეულის საწყის პოზიციებზე სულ ჩემი სიმღერაა. ამასთან არაფერ შუაში ვარ, უჩემოდ ადგენენ სტატისტიკას. ისე მეუხერხულება ხოლმე საკუთარი თავის გამოცხადება, არ იცი. პირველი ადგილი – იცით, ნოდიკო ტატიშვილის სიმღერა გავიდა პირველ ადგილზე. მორიდებულად ვამბობ ხოლმე (იცინიან).

– თოვლის ბაბუს საჩუქარი გაიხსენე.

– თოვლის ბაბუები არსებობენ და საერთოდ საქართველოში ძალიან კეთილი თოვლის ბაბუები არიან. მინდა, გჯეროდეთ სასწაულების, რადგან სასწაულები ხდება.

– მეც მჯერა, მაგრამ ჯერ ვერ დავრწმუნდი, რომ ხდება.

– რა ნატვრა გაქვს?

– არ ვიცი, უნდა ვიფიქრო. ძალიან ბევრი ოცნება მაქვს, მაგრამ ასე, ერთის გამორჩევა მიჭირს, სადღაც მაქვს მიგდებული და ნაკლებად ვიხსენებ. ჩვენ დროში, საერთოდ, ადამიანები ძალიან რეალისტები გავხდით, ნაკლებს ვოცნებობ.

– ხანდახან ძალიან აღარ მომწონს ჩემი თავი, იმდენად მყარად ვდგავარ მიწაზე. მართალია, რეალისტი უნდა იყო, მაგრამ ოდნავ შეფერადება სამყაროს უხდება. რას ელოდები ამ წლისგან?

– ყველაფერ საუკეთესოს, ყოველ შემთხვევაში, იმაზე გაცილებით მეტს, ვიდრე წინა წელს იყო.

– მომწონს, რომ მეტის სურვილი გაქვს.

– კი, ეს ყოველთვის არის. მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდე. კი, ბევრი ფილმი იყო, გადავიღე იმაზე მეტი, ვიდრე ეს ნორმალურ ადამიანს შეეძლო, მაგრამ მაინც მგონია, რომ მეტი შემიძლია. უფრო მეტი მინდა და დარწმუნებული ვარ, ამ წელს მეტს შევძლებ.

– გილოცავთ შენ და მთელ საქართველოს ახალ წელს, ბედნიერი წელი ყოფილიყოს ჩვენი ერისთვის!




скачать dle 11.3