კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის საქართველოს დაქცევა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების პრობლემების გადაჭრის საშუალება

როგორც მოსალოდნელი იყო, მოსკოვსა და თბილისში ევროკომისიის დოკუმენტი სრულიად განსხვავებულად წაიკითხეს. რაც უნდა გასაკვირად ჟღერდეს, ორივე მხარე კმაყოფილია და იმაშიცაა დარწმუნებული, რომ სწორედ ოპონენტია გაშავებული, თავად კი – გათეთრებული. ბუნებრივია, ეს ყოველივე ობიექტურ რეალობას ვერ ასახავს, რადგან, განსაკუთრებით, ასეთი სახის დოკუმენტის შეფასებისას, სასამართლო განხილვისა არ იყოს, მოდავე მხარეები კმაყოფილი ვერ დარჩებიან. ჩვენ შევეცადეთ, ეს წინააღმდეგობები ერთობლივად განგვეხილა რუსი და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით, რითაც დავიწყეთ ახალი რუბრიკა – „ჩრდილოეთი – სამხრეთი“, რომელშიც მუდმივად შემოგთავაზებთ რუსი და ქართველი ექსპერტების, პოლიტოლოგებისა და, იმედია, პოლიტიკოსების დისკუსიას. ამჯერად რუბრიკის სტუმრები არიან ექსპერტი კავკასიის საკითხებში – მამუკა არეშიძე და მოსკოვის კარნეგის ცენტრის ექსპერტი – ალექსეი მალაშენკო.

– ალექსეი ვსევოლოდის ძევ, რამ დააკმაყოფილა მოსკოვი ტალიავინის კომისიის დასკვნაში?

ალექსეი მალაშენკო: მოსკოვი კმაყოფილია იმით, რომ მასში აღნიშნულია, ომი დაიწყო საქართველომ, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა გადაამეტა აგრესიის მოგერიებაში. საქართველო კი იმითაა კმაყოფილი, რომ მოსკოვი გაკრიტიკებულია. პირადად მე დასკვნა მომეწონა, ჰაიდი ტალიავინს ვიცნობ, ის ბრძენი ქალია და ყოველთვის ახერხებს ოპტიმალური ბალანსის მოძებნას ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც კი. მაგრამ მე მივაქცევ ყურადღებას დასკვნის იმ ნაწილს, რომელიც მოსკოვმა უფრო იგრძნო, ვიდრე საქართველომ. შესაძლოა, ვცდები, მაგრამ გამიჩნდა განცდა, რომ ამ დასკვნით ითქვა შემდეგი: ეს უკვე წარსულია, ისტორიაა და, მოდი, დავიწყოთ ახალი ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან. ასეთია არა მხოლოდ დასკვნის, არამედ ევროპელი პოლიტიკოსების აზრიც.

– ეთნოწმენდაც ისტორიაა?

– ეს ცოტა სხვა პრობლემაა. ყველაზე მთავარია, რომ გასული წლის ომი და რუსეთის აღიარება არის ისტორია, ამის შემდეგ კი იწყება პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაც ახალი რეალობის გათვალისწინებით უნდა დავიწყოთ. ეს არის აზრი, რომელიც არსად წერია, მაგრამ ყველგან იკითხება.

– გამოდის, რომ რუსეთს გაუვიდა აღიარებაც და ევროპამ ეს მიიღო, როგორც ფაქტი?

– დიახ, ევროპამ ეს მიიღო, როგორც ფაქტი. მართალია, ამით განსაკუთრებით გაღიზიანდება აღმოსავლეთ ევროპა, დასავლეთ ევროპა კი უბრალოდ ჩუმადაა. ისინი გაბრაზებული იყვნენ იმის გამო, რომ სარკოზი „გადააგდეს“, მაგრამ, ამის მიუხედავად, ევროპა აღიარებს, რაც მოხდა.

– ბატონო მამუკა, ეთანხმებით ამ ინტერპრეტაციას და, თქვენი აზრით, რით არის კმაყოფილი თბილისი?

მამუკა არეშიძე: მივესალმები თქვენს სტუმარს. მოხარული ვარ, რომ ვისმენ ასეთ გონივრულ შეფასებას. რაც შეეხება იმას, თუ რითაა კმაყოფილი თბილისი: ჩემი აზრით, ეს უფრო ფიარია, თბილისი აფიარებს იმას, რომ დასკვნაში რუსეთი სერიოზულადაა გაკრიტიკებული და, აქედან გამომდინარე, აცხადებს, რომ ისინი იძულებული იყვნენ, გაესროლათ, რადგან სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ. ვერ დავეთანხმები იმ შეფასებას, რომ ევროპამ ეს გუშინდელ დღედ ჩათვალა. შესაძლოა, ასეთი ტონი იგრძნობა, მაგრამ დასკვნაში არის ისეთი მომენტები, რომელთა დღის სინათლეზე გამოტანა შეიძლება, როგორც კი ამას რომელიმე მხარე მოინდომებს. ეს ეხება რუსი სამხედროების გულგრილობას, რის გამოც მოხდა ქართველების ეთნოწმენდა; გადამეტებული ძალის გამოყენებას და ასე შემდეგ. ისე გამოვიდა, რომ დასკვნამ დეზავუირება გაუკეთა რუსეთისა და საქართველოს ოფიციალურ ვერსიებს.

– რა აზრი ჰქონდა დასკვნას, თუ ის არაფერს შეცვლიდა? მხოლოდ ის, რომ რუსეთს აღიარება გასვლოდა?

ალექსეი მალაშენკო: ამ დასკვნის შემდეგ უკან დასახევი გზა აღარ არსებობს; მეორე მხრივ, თუ საკითხს უფრო ფართოდ შევხედავთ, ჩემი აზრით, საქართველოს უბრალოდ არ გაუმართლა, ის მოხვდა ისეთი პრობლემების გორგალში, როგორებიცაა ხალხების სუვერენიტეტი, მათი თვითგამორკვევის უფლება, რომლებიც გამოძახილს რამდენიმე ათეული წლის შემდეგაც მოგვიტანს. არ ვიცით, რა იქნება ყარაბაღის, დნესტრისპირეთის გარშემო…

– ჩრდილოეთ კავკასიაში რა იქნება, იცით?

– დავასრულებ აზრს. უფრო მეტიც, XXI საუკუნის პრობლემაა ქურთების საკითხი. ამ თვალსაზრისით, საქართველოს არ გაუმართლა, რადგან ის, რაც მოხდა საქართველოში, გავლენას მოახდენს სახელმწიფოების აღიარება-არაღიარებასა და სეპარატიზმზე. რაც შეეხება ჩრდილოეთ კავკასიას: თვალსაჩინოა ის, რომ იქ რეალური სეპარატიზმი არ არის, მაშინაც კი არ არსებობდა, როდესაც იქ ჩეჩნეთის ომი იყო. ჩრდილოეთ კავკასიური რესპუბლიკები ცენტრის დოტაციაზე იმყოფებიან და განჭვრეტად მომავალში დამოუკიდებლად არსებობას ვერ შეძლებენ. ამდენად, ლაპარაკი ჩრდილოეთ კავკასიურ სეპარატიზმზე უბრალოდ სპეკულაციაა.

– ეთანხმებით, ბატონო მამუკა?

მამუკა არეშიძე: შესაძლოა, ჩეჩნეთის საზოგადოება მხარს არ უჭერდა სეპარატიზმს, პარადოქსულია, მაგრამ საზოგადოება მხარს უჭერდა ჯოხარ დუდაევის პოზიციას. რა თქმა უნდა, როგორც სახელმწიფოებრივი ერთეული, ჩრდილოეთ კავკასია არავის სჭირდება და იქ სეპარატიზმი არ არის, მაგრამ იქ არსებობს წინააღმდეგობა ფედერალურ ხელისუფლებასთან. იმის გამო, რომ ფედერალური ხელისუფლება ჩრდილოეთ კავკასიაში არასწორ პოლიტიკას ატარებს. ვიცით უამრავი მაგალითი, როდესაც სრულიად ლოიალური მოქალაქეები, მათ შორის, მილიციელებიც კი, ტყეში გადიან. პოლიტიკის არარსებობა კი ნიშნავს იმას, რომ სიტუაცია ჩრდილოეთ კავკასიაში შეიძლება, გადაიზარდოს საშინელებაში.

ალექსეი მალაშენკო: ჩრდილოეთ კავკასიაში „იუჟნაია ოსეტიას“ აღიარება აღიქვეს, ვერ ვიტყვი, რომ ნეგატიურად, მაგრამ დიდი გაკვირვებით და შიგადაშიგ გაღიზიანებითაც: საქართველოს ნაგლეჯი აღიარეს დამოუკიდებლად, აქ კი, ჩრდილოეთ კავკასიაში, უამრავი სასაზღვრო პრობლემაა და რუსეთს არ უნდა მათი მოგვარება. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ დაიწყეს იმ ფულის ანგარიში, რომელიც „იუჟნაია ოსეტიაში“ მიდის. დიდი ხანია, მიდის ლაპარაკი, რომ შესაძლებელია ჩეჩნეთისა და ინგუშეთის გაერთიანება. მე ამის არ მჯერა, მაგრამ ნათქვამი უკვე პოლიტიკური ფაქტორია. იყო ლაპარაკი ჩრდილოეთ და „სამხრეთ ოსეთის“ გაერთიანებაზე. თუ პოლიტიკა ამ მიმართულებით წავა, ეს კატასტროფა იქნება. ასე რომ, სიტუაცია „იუჟნაია ოსეტიასთან“ დაკავშირებით გაუგებრობებს იწვევს.

მამუკა არეშიძე: აზრი ვერ დავამთავრე, თუ ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამიზაცია გაგრძელდება, ეს შეიძლება, ცუდად შემოგვიტრიალდეს. მით უმეტეს, რომ რეგიონი დინამიურად იცვლება. როდესაც თურქეთი ლაპარაკობს აფხაზეთის აღიარებაზე, ქურთები ემზადებიან თავიანთი აღიარების მოთხოვნისთვის; ერთი წლის წინათ ვერავის წარმოედგინა, რომ თურქეთი და სომხეთი საერთო ენას გამონახავდნენ. პრობლემა ბევრია და ერთმანეთზე გადაჯაჭვული. ვერ ვხედავ ძალას, რომელიც ამ კვანძს გახსნიდა.

ალექსეი მალაშენკო: სამწუხაროდ, თქვენ მართალი ხართ. საბჭოთა კავშირი, რა თქმა უნდა, საქართველომ დაანგრია. მე კარგად მახსოვს, როდესაც თბილისის „დინამო“ გავიდა ფეხბურთის ჩემპიონატიდან, მივხვდი, რომ ეს სახელმწიფო დაინგრეოდა. ერთი წლის წინათ თურქეთ-სომხეთის ამბავი წარმოუდგენელი იყო.

скачать dle 11.3