კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: შეიძლება თუ არა ბავშვების მონათვლა ნათლიების გარეშე და ვის არ აქვს უფლება, იყოს ნათლია?

პასუხი: განსაკუთრებულ შემთხვევაში, როგორიც არის, მაგალითად, სიკვდილის საფრთხე, ნათლიების გარეშე ბავშვის მონათვლა, შეიძლება. რაც შეეხება იმას, ვის არ აქვს უფლება იყოს ნათლია, ესენია: ბავშვის მშობლები, თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვები, მოუნათლავები, ცოლ-ქმარი, არამართლმადიდებლები.

კითხვა: უნდა ვიმარხულოთ თუ არა აღსარების წინ რამდენიმე დღე არასამარხვო დღეებში? შეიძლება თუ არა ზიარება, თუ წინა ღამით სიზმარში ვნახე სისხლი, ხორცი, სიგარეტი და მსგავსი შეუფერებელი რაღაცეები?

პასუხი: აღსარების წინ მარხვის შენახვა არასამარხვო დღეებში აუცილებელი არ არის. შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს მიხვიდეთ და თქვათ აღსარება. ზიარების უფლებას კი მოძღვარი თავად მოგცემთ. ზიარების წინა ღამეს მაცდური, ცოდვისეული სიზმრების ხილვის მიუხედავად, ზიარება შესაძლებელია. რჯულის კანონი გვამცნობს, რომ ზოგჯერ სწორედ ზიარების წინ ხდება ადამიანის ძილში დაცემა. ოღონდ, შემდგომში აღსარებაში აუცილებლად უნდა მოინანიოთ ასეთი სიზმრები.

კითხვა: ზიარების დროს მრევლი ერთი ბარძიმიდან იღებს ზიარებას. შეიძლება თუ არა ამ დროს რაიმე სნეულებით დაინფიცირდეს ადამიანი?

პასუხი: თუ ჩვენ ვართ მორწმუნე ქრისტიანები, მართლმადიდებლები, უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც ვეზიარებით, მონაწილეობას ვიღებთ ეკლესიის საიდუმლოში. ხოლო ყოველ საიდუმლოში თვით უფალი მონაწილეობს და ის არ დაუშვებს, ვინმე დასნეულდეს. რადგან ასეთი ეჭვი გაგიჩნდათ, ესე იგი, თქვენ მყარად არ ხართ რწმენაში განტკიცებული და არ გჯერათ, რომ ზიარების დროს უბრალო პურსა და ღვინოს კი არა, ქრისტეს სისხლსა და ხორცს იხმევთ სულისა და ხორცის განსაკურნებლად.

კითხვა: ცოდვად ხომ არ ჩაგვეთვლება, თუკი დილით მოუწესრიგებელი, ნახევრად ჩაცმულ მდგომარეობაში ვილოცებთ, დროის უქონლობის გამო?

პასუხი: ლოცვა ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება. ქრისტიანმა გაღვიძებისთანავე უფლისკენ უნდა მიაპყროს გონების თვალი და მადლობა შესწიროს მას ყველაფრისთვის. თუმცა, უნდა დავფიქრდეთ, მართლა არ გვაქვს დრო ჩასაცმელად თუ ეს დაუდევრობის ბრალია? ადამიანის სხეული და სული ერთმანეთთან არის კავშირში და ამიტომ, სულის მდგომარეობა სხეულზე აისახება და პირიქით. აქედან გამომდინარე, მოწესრიგება, თავის დახრა, მუხლის მოდრეკა – ეს ყოველივე სიმბოლურია და როცა ადამიანი ასე იქცევა ლოცვის დროს, ის უფრო განეწყობა სალოცავად და თავის კრძალულებასაც გამოხატავს. ერთნაირად არასწორია ლოცვის გარეგნული სახის გადაჭარბებაც და მისი სრული უგულებელყოფაც.


скачать dle 11.3