კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიბრძნე მინიატურებში

სილა

ერთხელ მეფე აკბარი რჩეულ ქვეშევრდომებს ემასლაათებოდა – თავისი სასახლის ნაღებს. ისინი სამეფოში ყველაზე ნიჭიერ და შემოქმედ ადამიანებად იყვნენ მიჩნეულნი. მეფე აკბარი კი მოყვარული იყო მოულოდნელი გამოხდომებისა, ხანდახან ისეთი რამის ჩადენა შეეძლო. მეფეს ხომ ვერ შეჰბედავ ჰკითხო: „რატომ?“ ამ მასლაათის დროს აკბარმა მოულოდნელად გვერდში მდგომს სილა გააწნა. ეს იყო ბირბალი. სასახლის კარზე ყველაზე ჭკვიანი ვეზირი. ბირბალი რამდენიმე წამს გაოგნებული იდგა, ეტყობა, ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო, შემდეგ კი შებრუნდა და მახლობლად მდგომ დიდებულს უთავაზა სილა. ეს კაცი ერთ-ერთი მინისტრი იყო.

მინისტრი გაშტერდა, ვერ გაეგო, რა ხდებოდა, რა მასხარაობაა ასეთი უგვანობა, მაგრამ არც დაფიქრებულა, ისე გადაულოცა სილა თავის მეზობელს. ამბობენ, ამ სილამ მთელი დედაქალაქი შემოიარაო...

ღამით კი აკბარს საკუთარმა ცოლმა სთხლიშა სილა. მეფე გაცოფდა, რას აკეთებო, – დაუყვირა მეუღლეს.

მან კი უპასუხა:

– არც კი ვიცი, რაშია საქმე, ეს მთელ დედაქალაქში ხდება. დღეს შენი უფროსი ცოლი სრულიად ტყუილუბრალოდ გამიმასპინძლდა საკმაოდ მაგარი სილით, ის ხომ ჩემზე უფროსია და ვერ ვუპასუხე, როგორც ეკადრებოდა. შენ გარდა კი მე არავინ მყავს, სილა რომ გავაწნა და გული მოვიოხო.



– დახეთ, – თქვა დაფიქრებულმა აკბარმა, – ჩემი საკუთარი სილა ჩემთანვე დაბრუნდა.

კანავარელის კონცხი

იმ დღეებში, როცა კოსმოსური კვლევები ის-ის იყო იწყებოდა, ჯონ კენედი კანავარელის კონცხზე განლაგებულ „ნასას“ ბაზას ეწვია. ის შეხვდა მრავალ სახელგანთქმულ სწავლულსა თუ მკვლევარს, შეხვდა ადამიანებს, რომელთა უდიდესი სურვილი იყო, დაეპყროთ კოსმოსი და ადამიანს ფეხი დაედგა მთვარეზე. ის გაესაუბრა ადმინისტრატორებს, ბუღალტრებს და კიდევ სხვა მრავალ ადამიანს, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებდნენ, მიზანსწრაფულად მოქმედებდნენ პროექტის განსახორციელებლად და ამაყობდნენ თავიანთი საქმიანობით. თავისი „ლიმუზინისკენ“ დერეფანში მიმავალი კენედი ნაგვის გროვაზე დახრილ ჭაღარა ზანგს შეეჩეხა, რომელსაც ერთ ხელში გადასაყრელი ნაგვის პაკეტი ეჭირა, მეორეში კი – აქანდაზი. შეიძლება, ეს ვინმეს ზედმეტადაც მოსჩვენებოდა, მაგრამ პრეზიდენტმა თავაზიანად ჰკითხა მას:

– რას აკეთებთ აქ?

დამლაგებელი წელში გაიმართა, ყურადღებით შეხედა პრეზიდენტს და სიამაყისა და საკუთარი ღირსების გრძნობით აღვსილმა, რაც მის ხმაშიც გამოკრთოდა, უპასუხა:

– იმას, რასაც ყველა აქ მყოფი – ვმუშაობ, რათა შესაძლებელი გავხადო ადამიანის გაფრენა მთვარეზე. აი, რას ვაკეთებ აქ.


скачать dle 11.3