კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რა დროს არის სასურველი დეკორატიული ძაღლის ყოლა და რატომ ჰყავს ის მოდის მიმდევარ ხალხს



ბევრი ადამიანისთვის დეკორატიული ძაღლი ერთგვარი ფუფუნებაა, ზოგისთვის კი – გართობა და ცხოვრების სასიამოვნო ფონი. მაგრამ, ერთი კი ფაქტია: თუ დეკორატიულ ძაღლზე აიღებთ მეურვეობას, მას საკმაო დრო უნდა დაუთმოთ. ასევე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მის გრუმინგს, რის გარეშეც დეკორატიული ჯიშის ძაღლების უმეტესობა არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდება.

– ალბათ დეკორატიულ ძაღლებზე საქართველოში საკმაოდ დიდი მოთხოვნაა.

– სხვათა შორის, საქართველოში დეკორატიული ძაღლებზე დიდი მოთხოვნა არ არის, რადგან აქ ყველაფერი დიდი, ავი და აგრესიული უყვართ. დეკორატიული ძაღლები ძირითადად ჰყავთ ხნიერ ადამიანებს და მათ, ვინც მოდას მისდევს. დეკორატიული ძაღლის ფუნქციაა, სახლში კარგი ბეგრაუნდი და ლამაზი ფონი შექმნას.

დეკორატიულ ძაღლს ხშირი და ლამაზი გრუმინგი სჭირდება, ანუ ერთგვარი სტილის დაყენება, თმის შეჭრა-დავარცხნა. ჩვენგან განსხვავებით, ევროპაში ეს კულტურა ძალიან მაღალ დონეზე დგას. მაგალითისთვის რომ ავიღოთ იორკშირ-ტერიერი მოითხოვს ყოველსეზონურ გრუმინგს. მისი კარგი გრუმინგი თავისი სპეციალიზებული კრემით, წელიწადში დაახლოებით 2 000 ევრომდე ჯდება, ეს – უკრაინაში. რა თქმა უნდა, ევროპის ქვეყნებში კიდევ უფრო ძვირი ღირს.

– ანუ, წელიწადში რამდენჯერადი ვარცხნილობის გაკეთება შედის ამ თანხაში?

– ძაღლი ფორმაში რომ იყოს, თითქმის ყოველდღიურად სჭირდება ვარცხნა და ბეწვის „ბლესკით“ დამუშავება. თმის ჭრა, ანუ პროფესიული გრუმინგი დაახლოებით სეზონში ერთხელ კეთდება. მაგრამ მას შემდეგ, ორ დღეში ერთხელ მაინც, ის სახლში კარგად უნდა დაივარცხნოს, უნდა დავასხათ სპეციალური პულვერიზატორები, რომლებიც ბზინვარებას აძლევს თმას; მუსი, რომელიც ბეწვს ფორმას უნარჩუნებს და ასე შემდეგ. ეს ძალიან დიდი ევროპული კულტურაა, რომელიც საკმაოდ სერიოზულ დონეზეა აყვანილი.

– საქართველოში რა ჯდება დეკორატიული ძაღლის ანალოგიურად მოვლა?

– საქართველოში მხოლოდ რამდენიმე სავალდებულო ვარცხნილობას აკეთებენ. მაგალითად, ამერიკულ კოკერ-სპანიელზე რამდენიმე სახის ვარცხნილობა კეთდება, მაგრამ საქართველოში მხოლოდ ერთი, სტანდარტული იციან, რომელსაც „შლაქსს“ ეძახიან. „კაბას“ აქ ვერ აკეთებენ. ეს პატრონიდან გამომდინარეც ხდება, რადგან ვარცხნილობა „კაბა” საკმაოდ რთული მოსავლელია.

– პუდელის გრუმინგს რაც შეეხება?

– საქართველოში პუდელს არცთუ ისე რთულ გრუმინგს უკეთებენ, რადგან ამის მოთხოვნა არ არის. სხვათა შორის, პუდელი ერთადერთი ჯიშის ძაღლია, რომელიც დიდ ბრიტანეთში, საერთაშორისო გამოფენებზე თმაშეღებილი დაიშვება, ევროპის სხვა ქვეყნები კი მსგავს რამეს არ უშვებენ.

– თბილისშიც ხდება ასეთი რამ?

– ჯერჯერობით არა. არსებობს დეკორატიული ძაღლები, რომლებიც ტანით გაცილებით დიდები არიან და გრუმინგის სახით ნაკლებ მოვლას საჭიროებენ. მაგალითად, დალმატინელი. მისი მოკლე ბალანი ადვილი მოსავლელია და ლამაზ ფონს გიქმნით თქვენ გვერდით ყოფნისას. ისინი ოდითგანვე დეკორატიული ძაღლები იყვნენ – მეფის ეტლებს აცილებდნენ და ლამაზ ფონს უქმნიდნენ. დალმატინელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს აგრესიული, რადგან მისი ფუნქცია არც ოჯახის დაცვაა, არც ბარიერების აღება და არც სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება.

– გამოდის, რომ, თუ დეკორატიული ძაღლი სწორად აღზრდილია, არ უნდა იყოს აგრესიული.

– ძაღლი არა მარტო სწორად აღზრდილი, არამედ ის აუცილებლად სწორად აღზრდილი მშობლების შვილი უნდა იყოს. ამიტომ, შეძენა მხოლოდ და მხოლოდ იმ ძაღლთსაშენში უნდა მოხდეს, რომელიც კარგი რეპუტაციით სარგებლობს და მომშენებელი პროფესიონალია. თუ ლეკვს გენეტიკური გადახრა აქვს, მის გამოსასწორებლად ძალიან დიდი მუშაობა დასჭირდებათ არა მხოლოდ ოჯახის წევრებს, არამედ სერიოზულ კინოლოგებს.

– დეკორატიული ძაღლის აქსესუარები და სამოსი თუ იყიდება საქართველოში?

– უკვე რამდენიმე წელია, თვალყურს ვადევნებ ამ ბიზნესის განვითარებას. ნელ-ნელა, მაგრამ მაინც მიდის წინ. სხვათა შორის, ისეთი ბრენდები, როგორებიცაა, „კრისტიან დიორი“, „ჟივენში“, „ჟან-ფრანკო ფერე“, „ლუი ვიტონი“, „ადიდასი“ და ასე შემდეგ, ძაღლის სამოსსაც უშვებენ, რომელიც ევროპის ქვეყნებში დიდი მოთხოვნით სარგებლობს. ძაღლის აქსესუარებიდან იყიდება: კოლიეები, ოქროს ძეწკვები ბრილიანტის თვლებით. არიან ადამიანები, რომლებიც ძაღლის აქსესუარებში ძალიან დიდ ფულს ხარჯავენ.

– საქართველოს რაც შეეხება?

– საქართველოში არანაირი ბრენდი – მხოლოდ სერიული სამოსი შემოდის: ხელთათმანები, ანუ, ფეხზე წამოსაცმელი წვიმის დროს, რომ ძაღლს თათები არ დაუსველდეს. ასევე, შემოდის წინსაფრები, რომელსაც ჭამის პროცესში გამოიყენებენ, ან, თუ ინგლისური ბულდოგია, ბეწვი დორბლით რომ არ დაისვაროს. ასევე შემოდის პლაშჩები და ჟილეტები, რომელსაც ძაღლს ზამთრის პერიოდში ახმარენ. ბევრი ამბობს, რომ მის ძაღლს ზამთარში სცივა და ამიტომ ყიდულობს. გეტყვით, რომ ძაღლს აბსოლუტურად არ სცივა. სამოსი მხოლოდ და მხოლოდ მათი ელემენტარული აქსესუარია.

– დეკორატიულ ძაღლებს სილამაზის გამო ხშირად ყურსაც კი უხვრეტენ. საქართველოში თუ არსებობს ასეთი რამ?

– არა, საყურიანი ძაღლი აქ ჯერჯერობით არ შემხვედრია.

– გამოდის, რომ დეკორატიული ძაღლი ერთგვარი ფუფუნებაა.

– დეკორატიული ძაღლი, იცი, როდის უნდა გყავდეს?! როცა სახლში კარგ რემონტს გააკეთებ, კარგი სამსახური რომ გაქვს, კარგი მანქანით დადიხარ და გჭირდება ოთხფეხა მეგობარი, რომელიც გაგილამაზებს ცხოვრებას. ასეთ შემთხვევაში იდეალურია, გყავდეს დეკორატიული ძაღლი. როცა დიდი ვილა გაქვს, სადაც სალვადორ დალისა და პიკასოს რამდენიმე ტილო გიკიდია, მაშინ ოთხი დობერმანი მაინც უნდა გყავდეს, ანუ, პირადი მცველი თქვენი ოჯახისთვის და თქვენი საკუთრებისთვის. ასეთ შემთხვევაში დეკორატიული ძაღლი არ გამოგადგებათ.

დეკორატიული ძაღლებიდან რომელი იწონის მინიმალურ და რომელი – მაქსიმალურ კილოგრამებს?

– თბილისში შემოსულ მოდურ დეკორატიულ ძაღლებს შორის, ყველაზე ნაკლებს იწონიან იორკშირ-ტერიერები, ჩიხუახუა და რუსული ტიო-ტერიერები – მათი მინიმალური წონა დაახლოებით 1 600-გრამიდან იწყება. მაქსიმალურს რაც შეეხება, დეკორატიულ ძაღლებში ყველაზე დიდი სენ-ბერნარია, რომელიც, საორიენტაციოდ, 60 კილოგრამზე ნაკლებს არ იწონის.


скачать dle 11.3