კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1990 წლის 18 სექტემბერს, დილის საათებში. არის თუ არა უცხოეთი ჩემთვის მისაღები და რომელი ქვეყნებია ამ მხრივ უფრო მეტი წარმატების მომტანი?

პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმული მისია ნამდვილად არ არის. თუმცა, არც ცუდია. ის თქვენთვის საშუალოა. ქვეყნებიდან კი კარგია და მეტად მისაღები: საფრანგეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, შვეიცარიის დასავლეთი მხარე, იტალიის ჩრდილოეთი ნაწილი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – კალიფორნიის შტატი; პერუ, ავსტრია, რუსეთი, პოლონეთი, შვედეთი, ჩილე, სამხრეთ აფრიკა, სლოვაკეთი, კანადა, ახალი ზელანდია და ფინეთი.

კითხვა: დავიბადე 1977 წლის 5 ნოემბერს. რა სფეროში ვიქნები წარმატებული და რა არის ჩემი კარმული მისია?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, იყოთ არა აგრესიული და დეპრესიული, არამედ მშვიდი და დაეყრდნოთ დიპლომატიას. ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული და დაუნდობელი ურთიერთობების დროს. დაიცავით თანასწორუფლებიანობის პრინციპი და იყავით კომუნიკაბელური, ოპტიმისტური. დაეყრდენით ცოდნის ბაზას. თქვენთვის პროფესიებიდან კარგია და წარმატების მომტანი: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო სფერო, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, პედიატრია, პედაგოგიკა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, იურისპრუდენცია, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფია, სოციოლოგია, საკონდიტრო სფერო.

კითხვა: დავიბადე 1981 წლის 8 ნოემბერს. რომელი ქვა ვატარო წარმატებების მისაღწევად და რა არის ჩემი კარმული მისია?

პასუხი: ქვებიდან თქვენთვის კარგია ზურმუხტი, ნეფრიტი, ლაზურიტი, მწვანე ჟადეიტი, ოპალი და ტოპაზი. რაც შეეხება კოსმიურ-კარმულ მისიას, ის უკავშირდება სამშობლოს სამსახურს და პატრიოტიზმს. დაიცავით ტრადიციები, ადათ-წესები. თქვენთვის აუცილებელია სტაბილური საოჯახო-სანათესაო ურთიერთობების დამყარება. სადაც შეხვალთ, შეიტანეთ ჰარმონია და სილამაზე. იყავით მეტად დაკვირვებული. დაეყრდენით ინტუიციას. ისწავლეთ საკუთარი საიდუმლოს დაცვა. დაეყრდენით, ასევე, დიპლომატიურ პრინციპებს ურთიერთობებში. ეს თვისებები ხელს შეუწყობს თქვენი კოსმიური მისიის შესრულებას და წარმატებასაც ადვილად მიაღწევთ ცხოვრების გზაზე.

კითხვა: დავიბადე 1990 წლის 19 იანვარს, ღამით. რომელი პროფესიებია ჩემთვის მეტად წარმატების მომტანი?

პასუხი: თქვენთვის პროფესიებიდან კარგია და წარმატების მომტანი: დრამატურგია, სცენარისტობა, რეჟისურა, კომპიუტერული ტექნიკა, აუდიო-ვიდეო სისტემების ბიზნესი ან შემოქმედება, სოციოლოგია, ავიაციის ბიზნესი, სამეცნიერო კვლევა, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმე, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ასევე, პედიატრია.

კითხვა: დავიბადე 1977 წლის 5 ივნისს. მაინტერესებს, ვინ არის ჩემთვის სასურველი სასიყვარულო პარტნიორი?

პასუხი: სასიყვარულო პარტნიორებიდან თქვენთვის კარგია და მისაღები ურთიერთობა ტყუპების, კირჩხიბის, მერწყულის, სასწორისა და ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან.

კითხვა: დავიბადე 1994 წლის 22 ნოემბერს, დილის 5-6 საათზე. რომელი პროფესია ავირჩიო ცხოვრებაში, რომ წარმატებული ადამიანი ვიყო?

პასუხი: ასტროლოგიური კუთხით თქვენთვის მეტად მისაღები და წარმატებების მომტანია შემდეგი პროფესიები: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო სფერო, საგამოძიებო საქმე, მედიცინიდან – რეანიმატოლოგია, გინეკოლოგია, სტომატოლოგია, ქირურგია, ფსიქიატრია, არატრადიციული მედიცინა; პედაგოგიკა, ფილოსოფია და ფსიქოლოგია.


скачать dle 11.3