კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი უნდა მოერიდოს ახალმთვარეობაზე ალკოჰოლის მიღებას

ყველამ იცის, რომ სასმლის ზემოქმედება ორგანიზმზე სხვადასხვა დღეს სხვადასხვაგვარია. ზოგჯერ ჭარბად მიღებული ალკოჰოლი სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანს, ზოგჯერ კი – მხოლოდ ასი გრამიც საკმარისია, რომ ამას სავალალო შედეგი მოჰყვეს.

ასტროლოგიურად, არსებობს კავშირი სპირტიანი სასმელების მომწამვლელ ზემოქმედებასა და მთვარის ფაზებს შორის. ასე რომ, იმის გასაგებად, ცუდად იმოქმედებს თუ არა ალკოჰოლი ადამიანზე ამა თუ იმ დღეს, საკმარისია, მთვარის კალენდარში ჩაიხედოთ.

ახალმთვარეობისას, სამი დღის განმავლობაში, სასურველია, თავი შეიკავოთ ალკოჰოლის მიღებისგან. ამ დღეებში ორგანიზმის ბიორიტმი ყველაზე დაბალ დონეზეა და ამიტომ დაზღვეული არ ვართ მოწამვლისგან.

ამ პერიოდში ღვიძლიც ნაკლებად აქტიურია. მთვარის პირველი მეოთხედის დღეებიც ორგანიზმისთვის საკმაოდ საშიშია, რადგან კუჭის და ღვიძლის მოქმედება სუსტდება. კუჭის კედლები სწრაფად იწოვს ალკოჰოლს, ღვიძლი კი ნაკლებაქტიურია. ამის შედეგად, სისხლში გროვდება ალკოჰოლის საშიში დოზა და ადამიანი მალე თვრება.

ძალიან საშიში ფაზაა სავსემთვარეობა. ეს პერიოდი ჩვენი ორგანიზმის ბიოლოგიური აქტივობის მწვერვალია. ამ დროს ალკოჰოლი სწრაფად შეიწოვება, გადამუშავდება და შეუმჩნევლად „აჭარბებს ნორმას“. სავსემთვარეობისას ადამიანი სასმლის გარეშეც გაუწონასწორებელია, დალევის შემდეგ კი, ისეთ რამეს სჩადის, რაზეც შემდეგ მთელი ცხოვრება ნანობს. ასე რომ, სრულმთვარეობისას სამი დღე სიფხიზლეში გაატარეთ.

მთვარის მეოთხე მეოთხედის დასაწყისი კრიტიკული დღეა. ამ პერიოდში მიმდინარეობს სასიცოცხლო მოქმედების დაქვეითება. კუჭის კედლების მიერ ალკოჰოლის სწრაფი შეწოვის უნარის ფონზე ამ დღეს დალევას აუცილებლად მოსდევს მძიმე ნაბახუსევი. ასე რომ, თუკი მაინც უნდა დალიოთ, ეცადეთ, ეს დრო მთვარის ზრდის პერიოდს დაამთხვიოთ, ანუ ახალმთვარეობიდან მთვარის შევსებამდე.

ასევე, ასტროლოგიურად, ალკოჰოლი სხვადასხვაგვარად მოქმედებს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებულ ადამიანზე.

ვერძებისთვის დალევა საშიშია. სასმელი მათ ათრობს და უაზრო საქციელისკენ უბიძგებს. ის თუ დალევს, ჯერ მოქმედებს და მერე ფიქრობს.

ნასვამი კუროები საშიშები არიან. აუღელვებელი ნიშანია, მაგრამ სიმთვრალეში პატარა მიზეზიც კი საკმარისია, რომ გამოამჟღავნონ „მხიარული“ ბუნება.

ტყუპების უმრავლესობას დალევა დიდად არ აინტერესებს. თუ სვამენ, არც ზომიერებას ივიწყებენ და ამ დროს, მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ადვილია უბრალოდ საუბრით.

კირჩხიბებისთვის ალკოჰოლიანი სასმელი, თუნდაც ლუდი, მავნებელია. მათ ნაზი კუჭი და არამდგრადი ფსიქიკა აქვთ. დალევის შემდეგ, ახსენდებათ ყველაფერი ცუდი, რაც მათ ცხოვრებაში მომხდარა.

ლომებმა მკაცრად უნდა დაიცვან ზომიერება ორი მიზეზის გამო: ერთი, რომ ალკოჰოლი ზედმეტად ტვირთავს მათ გულს და მეორე, მთვრალი ლომი ირგვლივ მყოფთა თვალში ავტორიტეტს კარგავს.

ქალწულებისთვის ალკოჰოლი საწამლავია. მათი უმრავლესობა ამას ხვდება და თავს არიდებს სასმელს. ხოლო, ვინც სვამს, ალკოჰოლის ზემოქმედებით ღვიძლი ელვისებური სისწრაფით იწყებს მუშაობას და მათ ისეთი „პახმელია“ აქვთ, მტრისას...

სასწორი როგორც წესი, სვამს თანამეინახეებისთვის და იმისთვის, რომ სხვას მისცეს მაგალითი. ამ დროს ისინი ხშირად აჭარბებენ. ამიტომ, არცთუ ბევრი სჭირდებათ, რომ დისკომფორტს აარიდონ თავი.

მორიელისთვის სიმთვრალე ძალიან საშიშია. ჩვეულებრივ, თავშეკავებული, კარგავს კონტროლს ემოციებზე და შეუძლია, იმდენი ბოროტება გაუკეთოს საკუთარ თავს, რომ სულ დაინგრიოს ცხოვრება. მთვრალი მორიელი მარცხიანია.

მშვილდოსანი სიამოვნებით სვამს, მაგრამ ამას შემდეგ სავალალო შედეგები მოაქვს. მათი ღვიძლი ძნელად იტანს ალკოჰოლს, რაც ხშირად ცხიმოვანი გადაგვარებისა და ჰეპატიტის მიზეზი ხდება.

თხის რქებისთვის სპირტიანი სასმლის დალევას სასურველი მოდუნება არ მოაქვს, მათი პრობლემები უცვლელი რჩება. ასე რომ, იმის გამო, რომ პრობლემას დაივიწყებენ, ამ მიზნით დალევა უშედეგოა.

მერწყულები თუ სასმელს მიეჩვევიან, საბოლოოდ ანადგურებენ თავიანთ ისედაც სუსტ ნერვიულ სისტემას. ხდებიან ნევროზულები, ხშირად ემართებათ ნერვული კრუნჩხვა და ასთმაც კი.

თევზებისთვის სპირტიანი სასმელი, უბრალოდ, აკრძალულია. ისინი სწრაფად ეჩვევიან მას და სულ მალე ხდებიან მასზე დამოკიდებულნი. ამას გარდა, რთულად იტანენ ბახუსს.

ასე რომ, ალკოჰოლის დალევისგან სიამოვნებნებას ვერც ერთი ზოდიაქოს ნიშანი ვერ იღებს. ამიტომ გირჩევთ, ამ მხრივ, ზომიერება დაიცვათ.


скачать dle 11.3