კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: შეიძლება თუ არა ნასამართლევი პიროვნება მიიღონ საჯარო სამსახურში?

პასუხი: საჯარო სამსახურში არ მიიღება პირი, თუ ის:

ა) ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა:

ბ) იმყოფება წინასწარი გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში;

გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;

დ) სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

ე) სამედიცინო დასკვნის თანახმად, მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;

ვ) თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;

ზ) არის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა.

კითხვა: გთხოვთ მიპასუხოთ, კანონით როგორ განისაზღვრება საჯარო მოსამსახურის სამუშაო დროის ხანგრძლივობა და რამდენდღიანი შვებულება ეკუთვნის მას?

პასუხი: მოსამსახურის სამუშაო დრო კალენდარული დროის ნაწილია, რომლის განმავლობაშიც იგი ვალდებულია, განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლება-მოვალეობანი. მოსამსახურე მუშაობს 5-დღიანი სამუშაო კვირით. სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 40 საათს კვირაში.

საჯარო მოსამსახურეთათვის დგინდება ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით. მოსამსახურეს შეიძლება, მიეცეს შვებულება ანაზღაურების გარეშე არა უმეტეს 1 წლისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოსამსახურეს შეუძლია, გამოიყენოს პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება ნაწილ-ნაწილ.

კითხვა: ჩემი სომეხი მეგობარი, რომელიც თბილისში ჩამოსვლისას ცხოვრობდა ჩემს ოჯახში, გაუპატიურების ბრალდებით დააპატიმრეს. მიმდინარეობს სასამართლო სხდომები, რომელიც გამოცხადებულია დახურულად და მე არ ვიცი, ობიექტურად მიმდინარეობს სასამართლო თუ არა, მით უმეტეს, ჩემმა მაგობარმა არ იცის ქართული ენა. გთხოვთ, განმიმარტოთ, რა შემთხვევაში ხურავენ სასამართლო სხდომებს?

პასუხი: სასამართლოში ყველა საქმე განიხილება ღია სხდომებზე, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ინტერესებს. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, მხარის მოტივირებულობის საფუძველზე.

დახურულ სხდომაზე საქმის განხილვაში მონაწილეობენ მხარეები და მათი წარმომადგენლები, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები.

საქმის დახურულ სხდომაზე განხილვის შესახებ სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.

სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი.

კითხვა: გთხოვთ, მიპასუხოთ, რა შემთხვევაში არ უნდა განიხილოს საქმე მოსამართლემ?

პასუხი: მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის:

1. ა) ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს მხარეს, ან მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს;

ბ) ამ საქმის ადრინდელ განხილვაში მონაწილეობდა მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად;

გ) მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;

დ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნათესავებად ითვლებიან:

ა) მეუღლე;

ბ) დანიშნული;

გ) პირდაპირი ხაზის ნათესავები;

დ) და-ძმა;

ე) დისშვილები და ძმისშვილები;

ვ) მშობლების და-ძმები;

ზ) დანათესავებული (მოყვრები);

თ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ოჯახური ურთიერთობით არიან დაკავშირებულნი.

აცილების საფუძვლების არსებობისას, მოსამართლე ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება. თვითაცილების შესახებ მოსამართლეს (სასამართლოს) გამოაქვს განჩინება, რომელშიც უნდა მიუთითოს თვითაცილების საფუძველი.

კითხვა: ჩაითვლება თუ არა საპროცესო ხარჯებად ადვოკატზე და მტკიცებულებათა მოპოვებაზე გაწეული ხარჯები?

პასუხი: პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები.

სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისთვის გაწეული ხარჯები, დაკავებული ხელფასი (განაცდენი), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე, მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

კითხვა: ჩემი ცოლისძმა, რომელსაც ერთ-ერთ ქვეყანაში დევნიან პოლიტიკური ნიშნით, ჩამოვიდა საქართველოში, იმ ქვეყანამ მოთხოვა მისი გადაცემა. დააკმაყოფილებს თუ არა ამ მოთხოვნას საქართველოს მოსახლეობა?

პასუხი: არ შეიძლება, სხვა სახელმწიფოს გადაეცეს შემოხიზნული, დანაშაულის ჩამდენი პირი, რომელსაც დევნიან პოლიტიკური მრწამსისთვის. აგრეთვე ის, ვინც ჩაიდინა ქმედება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება, ან თუ ჩადენილი დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯაა დაწესებული იმ სახელმწიფოში, რომელიც გადაცემას მოითხოვს. ასეთ პირთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გადაწყდება საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული წესით.


скачать dle 11.3