კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ აჩუქა დაუვიწყარი ახალი წელი სოფო გელოვანს და ვინ დასწყვიტა გული ოთო ნემსაძეს

ისინი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური პროექტის ფინალისტები არიან და ისევე როგორც ჩემთვის, ბევრი მაყურებლისთვის, ახლა უკვე სულერთია, რომელი მიიღებს გამარჯვებულის ტიტულს 31 დეკემბერს. ოთო ნემსაძე და სოფო გელოვანიც იგივეს ფიქრობენ, მათ რამდენჯერმე აღნიშნეს, რომ ეს იქნება – ფინალი მეგობრობა, ფინალი ჩახუტება, ფინალი ბედნიერება.

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია სოფო გელოვანი

– როგორ ხასიათზე ხარ, ოთო?

– გადასარევ ხასიათზე ვარ, მხოლოდ იმიტომ, რომ ფინალში შენთან ერთად ვიმღერებ. ეს ჩემთვის დიდი პატივია.

– ვაიმე, რას მეუბნები?! მადლობა. მეც ძალიან მიხარია, რომ ერთად ვიმღერებთ. იცი, რა მითხარი, თუ გაამართლა შენთვის ამ პროექტმა? დღეს უკვე ფინალის წინ, თუ შეგიძლია თქვა, რომ შედგა ყველაფერი და გამართლდა შენი წარმოდგენები.

– პირველი მიზეზი, რისთვისაც ამ პროექტში მოვედი, ეს სიმღერაა. ეს არის ერთადერთი, სახალხო პროექტი, რომელიც გადასარევი სტარტია ნებისმიერი მომღერლისთვის, რომელსაც უნდა, სცენაზე იდგეს. საკუთარი ნიჭის გამოვლენის საუკეთესო ადგილია. მინდოდა, მემღერა ჩემთვის, ჩემი ხალხისთვის და ყველა ჩემი მეგობრისთვის. ფაქტია, დღეს ფინალში ვარ და ეს ნიშნავს, რომ გამიმართლა.

– ეს მხოლოდ გამართლება არ არის, დამსახურებაა. არა, გამართლებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მაინც მგონია, რომ იმსახურებდი. მოდი, მომიყევი როგორი ბავშვი იყავი, სად გაიზარდე?

– გორში დავიბადე, გავიზარდე, იქ დავამთავრე სკოლა. ძალიან ჭკვიანი ბავშვი ვიყავი. არა, ცელქიც ვიყავი, ვაფუჭებდი კიდევ რაღაცეებს, მაგრამ თან, კარგად ვსწავლობდი, მშობლებსაც ვუჯერებდი და უფროს ადამიანებსაც. ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, ქუჩაშიც ვიდექი, მზუსუმზირასაც ვჭამდი, სასმელსაც ვსვამდი.

– მალულად სიგარეტსაც ეწეოდი...

– არა, სიგარეტი სკოლა რომ დავამთავრე, მერე მოვწიე. ჩავაბარე უნივერსიტეტში და ვიფიქრე, მე რატომ არ უნდა მოვწიო-მეთქი და დავიწყე მოწევა. მაგრამ, როგორც კი დამთავრდება „ჯეოსტარი“, მაშინვე ვანებებ თავს. ახლა ვერ დავანებებდი, სიმღერაში ხელს შემიშლიდა. რაღაც პერიოდი გჭირდება, რომ თავი დაანებო.

– სიმღერის ნიჭი თავიდანვე შეგნიშნეს?

– კი, პატარაობიდან. ცეკვაზეც დავდიოდი. ასე რომ, ბაღშიც და სკოლაშიც ხშირად მაცეკვებდნენ და მამღერებდნენ. გამოვდიოდი და ვმღეროდი „ძია პოლიციელს“, ეს იყო ჩემი პირველი სიმღერა. „სულ ყველაზე ძლიერია, სულ ყველაზე ძლიერია ძია პოლიციელი“... მაგრამ „ძია პოლიციელი“ არ დარჩა ჩემს საყვარელ სიმღერად. დედაჩემი იყო ჩემი პირველი მასწავლებელი. ჩემს ოჯახში კი ტრადიციულ, ქართულ სიმღერებს უსმენდნენ. მერე უკვე მე თვითონ ვიპოვე ის მიმდინარეობები, რომელსაც დღეს ვუსმენ. ეს ჯაზია. ზუსტად, წინა ტურში ვიმღერე ჩემი საყვარელი სიმღერა – სტივ უანდერის და რეი ჩარლზის დუეტი „ლივინ ფორ ზი სითი“. ეს სიმღერა ბავშვობიდან მიყვარს.

– და ზუსტად იგრძნობოდა, რომ შენ გემოზე იყავი, ძალიან კომფორტულად. არა, სულ გადასარევად ხარ სცენაზე, მაგრამ აქ იგრძნობოდა, რომ შენ გემოზე იყავი.

– კი, მე და სუხიტა მაქსიმალურად ვეცადეთ და მგონი, მაქსიმუმს ზევით გავაკეთეთ.

– მითხარი, სხვა რა გიტაცებს? რა გიყვარს?

– ცეკვა მიყვარს ძალიან. ქართულ ცეკვებზე დავდივარ უკვე თექვსმეტი წელია, ანსამბლ „გორში“ ვცეკვავდი. გვქონდა კონცერტები, გასტროლები. მართალია, ახლა ანსამბლში აღარ ვარ, მაგრამ ცეკვა დღემდე სიგიჟემდე მიყვარს.

– დალევა ახსენე. ალბათ, ამ ახალ წელსაც სერიოზული გეგმები გაქვს ამ მხრივ.

– რა თქმა უნდა. ტრადიციული ქართველი კაცი ვარ – მიყვარს სუფრა, ქეიფი, დალევა. მაგრამ, ისე არ ვარ, ღვინის მეტს რომ არაფერს სვამენ. მიყვარს ჩემს მეგობრებთან ერთად ქეიფი, სუფრასთან ყოფნა, გიტარა და ჩქარი ტაში. ხშირად ვსვამთ კარგ, ნამდვილ გორულ ღვინოს.…

– და აყოლებთ გორის კატლეტებს. ერთხელ რომ არ გამასინჯო ეგ გორის კატლეტი, გადავირევი, სულ მაგის ქებაში ხარ (იცინიან).

– კიდევ ერთხელ ვიტყვი ამას. თუ წამობრძანდებით გორში, ყველა გასინჯავთ კატლეტს. გორის ბუფეტი ხომ ცნობილია?!

– წელს, ალბათ, ჩვენთვის – ორივესთვის უჩვეულო ახალი წელი იქნება.

– როგორ ველოდები ვერ წარმოიდგენ. შობა-ახალი წელი ჩემი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია, ყველა გახარებულია, ყველას თვალებში ვარსკვლავები უნთია, ერთმანეთს საჩუქრებს სჩუქნიან, ხალხი ბედნიერია. მაგალითად, სოფო გელოვანი გიჟდება საჩუქრებზე, ძალიან უყვარს და ყველას გთხოვთ, აჩუქეთ ამ ლამაზ გოგონას საჩუქრები.

– კონცერტის მერე რას აპირებ, იცი?

– ეს იქნება ფინალი – მეგობრობა, ჩახუტება, მოფერება, სიყვარული და სიხარული. რომ დამთავრდება კონცერტი, მერე რას ვიზამ, ჯერ გეგმაში არ მაქვს – სიტუაცია რასაც მოიტანს ალბათ. იმედი მაქვს, ოჯახის წევრებთან ერთად შევხვდები ახალ წელს. ფინალის დღეს ისინი თბილისში ჩამოვლენ და თუ ვერ მოვასწარით გორში წასვლა, სადაც ისინი იქნებიან, მეც იქ შევხვდები ახალ წელს.

– ემოციური ხარ?

– კი, მაგრამ, ალბათ, მაინც ზომიერების ფარგლებში. მიზეზის გარეშე არასდროს ვფეთქდები. სცენაზე როგორიც ვარ, ისეთივე ვარ ცხოვრებაშიც. იმიტომ კი არა, რომ არ ვთამაშობ, სცენაზე თუ თამაში შეგიძლია, ეს დიდი პლუსია მომღერლისთვის, არტისტისთვის. როდესაც სცენაზე დგახარ, იცი, რამდენი ადამიანი გიყურებს ეკრანს მიღმა, მოდის ის მუხტი, რომელშიც ემოცია იბადება და მერე შენც ორმაგი ემოციით აბრუნებ ყველაფერს სცენიდან. ეს არის ყველაზე მაგარი, რაც შეიძლება, მომღერალმა განიცადოს.

– რა საჩუქარს ელოდები თოვლის ბაბუისგან?

– წელს ძალიან კარგად ვიქცეოდი და იმედი მაქვს, გიტარას მაჩუქებს, დამხვდება ნაძვის ხესთან. მერე ავიღებ გიტარას და როგორც ყოველთვის, ჩემს მეგობრებს მივულოცავ. ყოველ ახალ წელს არის კარგი გართობა, კარგი მოლხენა და წელსაც იგივე იქნება. თან, იცი, რა ტკბილი სიმთვრალე მაქვს, „კაკ კანფეტ“ – აი, ასეთი ვხდები. მაგრამ ზედმეტად არ უნდა გამაბრაზო, თუ გავბრაზდი, მერე საშინელი ვარ. სიმთვრალეში მიყვარს ბოდიალი, ყველა მეგობარს მინდა, ჩავეხუტო და მოვეფერო. ჩამოვლით ვარ და ყველგან მასმევენ, მერე ორი დღე ვეღარ ვიღვიძებ ხოლმე.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ოთო ნემსაძე

– რას გრძნობ, როდესაც სცენაზე დგახარ?

– იცი რა, იმ წუთას ისეთ განცდებში ვარ, თავს როგორ ვგრძნობ, ამაზე ვერ ვფიქრობ. ჩემი მეუღლე ამბობს ხოლმე ხშირად, სცენაზე რომ გამოდის სოფო, რადიკალურად სხვანაირი ხდებაო. ახალს არაფერს ვამბობ, ალბათ, მაგრამ მაინც განვმეორდები, სიმღერას რომ იწყებ, სადღაც სხვაგან გადადიხარ, ერთვები სხვა სამყაროში და ამ წუთებისთვის ღირს ყველაფერი.

– სოფო, მეც მაინტერესებს, როგორი ბავშვობა გქონდა?

– ძალიან მატრაკვეცა ბავშვი ვიყავი, აუტანლად პრანჭიკელა. ძალიან ბევრს ვლაპარაკობდი, დაუმთავრებლად. სიმღერა სამი წლის ასაკიდან დავიწყე და მერე მეც, სკოლაშიც და საბავშვო ბაღშიც, სულ ვმღეროდი.

– მაგრამ, ჩემგან განსხვავებით, „ძია პოლიციელს“ არა...

– არა. უფრო ჭიამაიებსა და პეპლებზე მამღერებდნენ. უბედნიერესი ვიყავი ამ ფუშფუშა კაბებს რომ მაცმევდნენ, ფრჩხილებზე „მანიკურებს“ ვისმევდი, თან აუცილებლად წითელი უნდა ყოფილიყო. ოჯახში ვართ ბევრნი, მყავს უფროსი ძმა, და. ყველაზე პატარა და ახლა ოთხი წლისაა, რომელიც ჩემი ასლია. ჩემი შემფასებელი და დიდი გულშემატკივარია. დიდ და ხმაურიან ოჯახში ვარ გაზრდილი, სულ სტუმრები გვყავდა, სულ ვიღაცა მიდიოდა ან მოდიოდა. ახლაც ბევრნი ვართ და უფრო და უფრო ვმრავლდებით. მოკლედ, კარგი ბავშვობა მქონდა.

– ვიცი, რომ კონკურსების გამოცდილება გაქვს.

– კი. სხვათა შორის, სულ ვამბობ, რომ „ჯეოსტარამდე“ ძალიან დიდი, რთული და ეკლიანი გზა გამოვიარე.

– აღარასდროს ყოფილიყოს შენს გზაზე ეკალი!

– მადლობა. მქონია მართლა ძალიან რთული პერიოდები. რაღაც დროით ვცხოვრობდი მოსკოვში, სადაც მქონდა კარიერული წინსვლა. სოლო კონცერტიც კი მქონდა ჩატარებული და უკვე ომის შემდეგ, ჩვენ თბილისში დავბრუნდით. ანუ, თქვენთან შედარებით, გამოცდილება მქონდა. სულ არის მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რატომ მივიდა სოფო „ჯეოსტარში“, რომ არ ვარ დამწყები მომღერალი. სამწუხაროა ის, რომ სხვა გზა არ მქონდა. უნდა მოვსულიყავი ამ პროექტში და ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. კიდევ ბევრი რაღაც ვისწავლე, არ ჩერდება ადამიანის ცხოვრებაში სწავლის პროცესი…

– და ამას გვასწავლის მანანა მასწავლებელი. გვიყვარხარ, მანანა მასწ!

– ვგიჟდებით ამ ადამიანზე, ბენდზე, ჟიურის წევრებზე, დუტაზე. ყველა დადებითი პიროვნებაა, რაც, საერთო ჯამში, კომფორტულ, თბილ აურას ქმნის. რომ მახსენდება, რა ტიპის კონკურსები აღარ მაქვს გამოვლილი, ამ ყველაფერს უფრო მეტად ვაფასებ. ძალიან მყარი, ძლიერი ფსიქიკა უნდა გქონდეს. ასე, ადვილი არ არის კონკურსი. შენი სურვილის გარეშე, რომ სცენაზე იდგე, ამისთვის შესაბამისი სულიერი განწყობა გჭირდება. მთავარია, ყველაფერს მშვიდად შეხედო. რთულია ეს, შეიძლება რაღაც უსამართლობა მოგეჩვენოს, გეწყინოს, მაგრამ ეს ღრმად არ უნდა შეუშვა. შენვე გაგიჭირდება მერე ისევ ძალიან. თან, ისედაც დაძაბული ხარ და თუ ყველა ნიუანსზე კიდევ ინერვიულებ და თავს მოიკლავ, შეიძლება, შეეწირო.

– ცხოვრებაშიც ასეთივე მშვიდი ხარ?

– კი, მაქსიმალურად შემიძლია, რაღაცეები „გავატარო“. მაგრამ, თუ გადავირიე, მერე მეც ვიცი გაბრაზება. ცხვარი ცხვარიას ამბავია.

– მეუღლე თუ ნერვიულობს?

– რა თქმა უნდა, მაგრამ ისიც ჩემსავით მშვიდად ხვდება ამ სიტუაციას – რაც იქნება, იქნება. მინდა ვთქვა, მე და შენ როგორ გაგვიმართლა და რამხელა ბედნიერება გვხვდა წილად, როდესაც დაემთხვა და ერთი და იგივე დღეს დაგვლოცა პატრიარქმა.

– ხატი მაჩუქა, სანთელი... შოკირებული ვიყავი, ამაზე ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. თან ოცდაცხრამეტი მქონდა სიცხე და საპატრიარქოდან გამოვედი თუ არა, არანაირი სიცხე და ყელის ტკივილი აღარ მახსოვდა.

– როგორი გახარებულები ვიყავით. უწმიდესმა იმხელა ძალა და სიმშვიდე მოგვცა, რომ მთელი ცხოვრება გამყვება.

– ბედნიერები ვართ, რომ სწორედ უწმიდესი დგას ჩვენი ქვეყნის სათავეში.

– როგორ მახსოვს, რომ მოხვედი, გკითხე, ყელი ხომ არ გტკივა-მეთქი და არა, ახლა არაფერი აღარ მტკივაო.

– თოვლის ბაბუის შენც ხომ გჯერა?

– რა თქმა უნდა. ჩვენთვის, უფროსებისთვის თოვლის ბაბუები ჩვენი საყვარელი ადამიანები არიან. თოვლის ბაბუისგან სასწაულებს ველოდები, მინდა, რომ ჩვენ ქვეყანაში სიმშვიდე იყოს. ეს ჩემი ყველაზე დიდი სურვილი იქნება თოვლის ბაბუასთან.

– რამე ისეთი ორიგინალური საჩუქარი თუ მიგიღია?

– ვაიმე, ახლა ძალიან რომანტიკულ რაღაცას მოვყვები, მართლა შოკში რომ ჩამაგდო, ისეთს. სანამ დავქორწინდებოდით, იყო პერიოდი, რომ მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთისგან შორს ვიყავით, ის ცხოვრობდა სანკტ-პეტერბურგში, მე – თბილისში. გვქონდა დიდი მიწერ-მოწერა, მონატრება. უცებ კარზე ზარია, ვაღებ კარს და დგას თოვლის ბაბუა – დიდი, საყვარელი, ჩემი მეუღლის გამოგზავნილი ძალიან ბევრი საჩუქრით. უბედნიერესი ვიყავი, მაგრამ ამით არ დამთავრდა ყველაფერი. კარზე ისევ ზარია, ვაღებ და ვხედავ ნოდის. ერთი დღით ჩამოვიდა და ისევ წავიდა. ეს იყო უდიდესი სიხარული, მართლა. ახლაც რომ ვიხსენებ როგორი მაგარი იყო, გული მევსება. ასე, რომ იცოდე, ქალებს ასეთი სიურპრიზები უყვართ.

– ჩემო სოფო, შუქნიშანზე არ ვმჯდარვარ რო და ისე არ მიმღერია?!

– შენც მოყევი, რა მაგარია. როგორ აძვერი შუქნიშანზე?

– გორელი ოთარა ვარ რაა (იცინიან). ძირითადად, ასეთი, უცნაური საჩუქრების გაკეთება მიყვარს. ერთი გოგო მომწონდა, რომლის სახლის წინაც ავძვერი შუქნიშანზე, გვერდით სასმელი მედო, ხელში გიტარა, დაბლა ჩემი ძალიან ბევრი ძმაკაცი იყო და ვმღეროდი: „მდინარე ხიდის ქვეშ დაბრუნდა თითქოს“, (იცინიან). ამ დროს მოვიდა პატრული. დაბლა ვინც იდგა, დაიშალნენ და დამტოვეს მარტო. მეც გავაგრძელე სიმღერა და რაც მთავარია, გოგომ არ გამოიხედა. პატრული მოვიდა და მეუბნება, მანდ რას აკეთებო, სერენადას ვმღერი-მეთქი, მერე რომელი ბანდერასი შენ ხარ, ჩამოდი, შვილო, წადი სახლშიო...

– ბანდერასი რა, ყოველღამე მანდ მღერის?

– რა ვიცი. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ გოგომ არც კი გამოიხედა.

– აწი ნახე, ჩემო ოთო, როგორ გამოვლენ. პირიქით გიმღერებენ.

– არა, არა. ისევ მე ვუმღერებ, სიყვარული მიყვარს და მას ყოველთვის ვუმღერებ.


скачать dle 11.3