კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხიბლა „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომელი აბონენტმა ქალმა და ვინ გადაარჩინა ის ჯარიმას



ვისაც „ყაზტრანსგაზის“ კომპანიაში უმუშავია, კარგად იცის, რისი კეთება გვიწევს და რამდენი სიარულია საჭირო: ყოველდღე სხვადასხვა ოჯახში შესვლა, ზოგან აღრიცხვა, ზოგან დალუქვა დავალიანების გამო, ზოგან ჩახსნა გაუმართავი დანადგარების გამო, ზოგან თვითნებურ მოხმარებაზე იჭერ და აჯარიმებ, მოკლედ, დიდი სადავიდარაბო სამსახურია: უამრავი კონფლიქტი გვხვდება, თავისთავად. ზოგჯერ შეურაცხმყოფელი ლაპარაკი ჩხუბშიც გადასულა და რამდენი წყევლა-კრულვა გამომყოლია აბონენტიდან, ამას ვინ მოთვლის. კმაყოფილი აბონენტი ისაა მხოლოდ, რომელსაც ყველაფრის საშუალებას აძლევ. თითქოსდა, ასეთ სამსახურში მყოფს, ხალხთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება და იმხელა პრაქტიკა გაქვს, რომ ვინ უნდა მოგატყუოს ან რით უნდა გაოცდე. მაგრამ, ეს ქვეყანა ამოუწურავი ყოფილა თავისი შესაძლებლობებით, რაშიც ამას წინათ დავრწმუნდი, ისეთი რამ გადამხდა თავს.

ივლისსა და აგვისტოში „მრიცხველების ამნისტია“ იყო გამოცხადებული. ეს იმას ნიშნავდა, რომ თუ რომელიმე აბონენტს ჰქონდა გახსნილი, „ნაჩალიჩარი“ მრიცხველი, თუკი ამ პერიოდში შეიძენდა და გამოცვლიდა, ჯარიმა ეხსნებოდა. დედის რძესავით შეერგებოდა, რაც ადრე მოეპარა. უამრავმა გამოცვალა და მოიშორა პრობლემა თავიდან, რადგან ჯარიმა კაი დიდი თანხაა, მაგრამ ისეთებიც არიან, უხეშად რომ ვთქვათ, ფეხებზე ჰკიდიათ ამნისტიაც და მთელი გაზკანტორაც. ჰოდა, დამთავრდა თუ არა შეწყალებები, ვისზეც ინფორმაცია გვქონდა, დაიწყო მათი გადამოწმება, თუ არ ჰქონდა შეცვლილი მრიცხველი, უნდა დაგვეჯარიმებინა. ერთ-ერთი ასეთის მისამართი მომცეს, კარგად მახსოვს, ხუთშაბათი დილა იყო. მივედი. კარი ახალგაზრდა, ნახევრად შიშველმა ქალმა გამიღო, მეგონა, მეტყოდა, ერთი წუთითო და კართან მალოდინებდა, სანამ მოიცვამდა რამეს, მაგრამ მობრძანდითო... მეც ვიფიქრე, იცის რაზეც მოვედი, თავისი დანაშაულის გამოსყიდვას ცდილობს, ალბათ-მეთქი. ერთი კი მითხრა, ამ დილაუთენია რომ არ მოსულიყავით, მერე, რა, ვეღარ მოახერხებდითო. მეც თავაზიანად ვუპასუხე, რა ვქნა, სამსახური მავალდებულებს-მეთქი. მრიცხველთან მივედი თუ არა, იმ წამსვე მივხვდი, ვიზუალურადაც ეტყობოდა, რომ განახსნელი და „ნაჩალიჩარი“ იყო. ქვემოდან ამოვხედე სარკით, სადაც სულ უმნიშვნელო, ნემსის წვერით გაკეთებული ნახვრეტი აღმოვაჩინე. სურათი გადავუღე და საჯარიმო აქტის წერას შევუდექი. ქალმა თითქოს არაფერი იცოდა, გაკვირვებით მკითხა. რა იყო, მოხდა რამეო? მეც დინჯად ავუხსენი (ან ამ დროს საჩქარო რა არის, თუ რამეს შემოგთავაზებს ან იუარებ, ან დასთანხმდები, მაგრამ ხომ უნდა გითხრას რამე): თქვენი მრიცხველი დაზიანებულია და თვითნებურად, აღურიცხავად მოიხმართ გაზს. ამისთვის უნდა დაჯარიმდეთ-მეთქი. ქალი აღელდა, რას ბრძანებთ, ხელითაც არ შევხებივართ, სულ არ მივკარებივართ ახლოს. რაც დააყენეს, მას მერე ასეაო. კარგით, ქალბატონო, მაშინ ლაბორატორიაში წავიღოთ და იქ დაასკვნიან, მე კი ჩახსნის აქტს დაგიწერთ და ხელი მომიწერეთ. თქვენს სიმართლეს კი იქ დაადგენენ-მეთქი. ამის თქმაზე მოლბა, წინ დამიჯდა და თხოვნა დამიწყო: მარტოხელა ქალი ვარ, ამჟამად არ ვმუშაობ და იქნებ სხვაგვარად მოვაგვაროთ საქმეო. სხვაგვარად, აბა, როგორ-მეთქი. (თან ვფიქრობდი, თუ ფული შემომთავაზა, ვიუარებ, მაგრამ თუ – ლოგინი, მაშინ დავთანხმდები. აბა, ასეთ ქალს უარს ხომ არ ვეტყვი. წავალ და ვითომ სახლში სულ არ დამხვდა). როგორ და 100 ლარს მოგცემ, შენს მეგობრებთან ერთად ერთი კარგად იქეიფეთო. ვერა, ქალბატონო, ვერ დაგეხმარებით, ახლა სხვა დროა, მეც ოჯახი მყავს და სამსახურს ვერ დავკარგავ-მეთქი. თან წერა შევაჩერე. ესე იგი, ამ საქმეს სხვაგვარად არ ეშველება რამე, გარდა ლაბორატორიისა და ჯარიმისაო? მკითხა მშვიდად, თან სიგარეტს მოუკიდა. რა ვიცი, ქალბატონო, ვუთხარი და ქვემოდან შევხედე, ალმაცერად. ამით, რა თქმა უნდა, ყველაფერს უნდა მიმხვდარიყო, ჩემი აზრით. ააა, ასეა არა? ახლა არ გყავს ოჯახი, ხო? რა ხართ ეს კაცებიო, ეს მითხრა და ოთახიდან გავიდა. მალევე დაბრუნდა ჩაცმული, მოკაზმული, ისე სექსუალურად, რომ წამოვდექი, მინდოდა რაღაც მეთქვა, რომ უცებ უზარმაზარი შავი როტვეილერის ჯიშის ძაღლი დავინახე. დინჯად შემოდიოდა ოთახში, თან ისეთი შემომიღრინა, გული გამისკდა. ქალმა კი: რადგან ჩემი თხოვნა არ გესმით და ადამიანის მდგომარეობაში არ შედიხართ, გარდა უზნეო მოთხოვნისა, მე უნდა წავიდე და სანამ მოვალ, იქნებ მოიფიქრო სხვა გზაო. ეს მითხრა და წავიდა. ძაღლი იქვე დაჯდა და ყოველ მოძრაობაზე რადარივით რეაგირებდა. საღამომდე ასე ვიჯექი, ტელეფონი ამოღებული არ მქონდა, რომ მის ხმაზე ისეთი დამიყეფა, ხელიდან გამივარდა. ის კი არა და კინაღამ ჩავიფსი. ისეთ დღეში ვიყავი, ადგილიდან ვერ ვინძრეოდი. როგორც იქნა, საღამოთი გამოჩნდა. ისე ვიყავი, დანა პირს არ მიხსნიდა. მინდოდა წამოვმხტარიყავი და მიმეხრჩო, მაგრამ, ეს ამოდენა ძაღლი გულს მიღონებდა. მან კი ცინიკურად შემომხედა და აბა, მოიფიქრე რამეო, მკითხა. მე ჩუმად ვიყავი, ხმა არ გამიცია. კარგი, ვხედავ ვერაფერი გადაგიწყვეტიათ, ახლა წავალ და მგონი, ხვალ ამ დრომდე რამეს მოახერხებთო. ეს იყო და ვიყვირე, სულ არ მინახიხართ და საერთოდ, ჩემს ფეხს ვერ ნახავთ აქ, ოღონდ კი ეს ძაღლი გაიყვანეთ აქედან-მეთქი. ქალმაც ვიღაც მეზობელი ბიჭი მოიყვანა და დათვალიერების აქტი დამაწერინა, ვითომ მე მასთან ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოვაჩინე. ამის შემდეგ მომცა წასვლის უფლება, თან კარში მომაყოლა სიცილით, არ გეწყინოსო. ახლა ოჯახში რომ შევდივარ, პირველად იმას ვკითხულობ, ძაღლი ხომ არ გყავთ-მეთქი.



მოამზადა

აკაკი ველთაურმა


скачать dle 11.3