კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ახლობლებმა ძალიან დიდი ტკივილი მომაყენეს. შეიძლება თუ არა, უფალს შევთხოვო, დასაჯოს ჩემი შეურაცხმყოფლები? ხომ არ შევცოდავ ამით?

პასუხი: ღმერთს, ცხადია, არ უნდა შესთხოვოთ, დასაჯოს თქვენი შეურაცხმყოფლები, ეს დაუშვებელია. ნუ უსურვებთ სხვას იმას, რასაც არ ისურვებთ საკუთარი თავისთვის. როგორც არ უნდა გაწყენინონ სხვებმა, მიენდეთ უფლის ბრძნულ განგებულებას – მან უკეთ უწყის, როგორ მიაგოს თქვენს მაწყენინებლებს. უფალი ბრძანებს: „ჩემი არს შურისგება და მე მივაგო“.

კითხვა: პროფესიით ფსიქოლოგი გახლავართ. როგორც გავიგე, ეკლესია ზოგჯერ ფსიქოლოგისა და ფსიქოთერაპევტის პროფესიას მიუღებლად მიიჩნევს. არის თუ არა ეს სიმართლე და, თუ არის, რატომ? ჩვენ ხომ ჭეშმარიტი სარწმუნოებისთვის განვამზადებთ და ფსიქიკურად ვაჯანსაღებთ ადამიანებს?

პასუხი: ფსიქოლოგის პროფესიის მიმართ, რომელიც იკვლევს ადამიანის ბუნების, მისი ქცევისა და ხასიათის თავისებურებებს და კორექციას უწევს მათ ნაკლოვანებებს, ეკლესიას არაფერი აქვს საწინააღმდეგო. ოღონდ, გახსოვდეთ: ნუ ეცდებით, შეენაცვლოთ თვით უფალს, იესო ქრისტეს – ადამიანის სულისა და სხეულის უზენაეს მკურნალს. მართლმადიდებლური ჭეშმარიტი რწმენა და ქრისტიანული ეთიკა შეუთავსეთ მეცნიერულ ცოდნას.

კითხვა: ზოგჯერ ხალხის თანდასწრებით მრცხვენია ხოლმე პირჯვრის გადაწერა. ამით ხომ არ ვცოდავ?

პასუხი: ქრისტიან ადამიანს არ უნდა ერიდებოდეს აღმსარებლობის საჯაროდ გამოვლენა. მარკოზის სახარება გვამცნობს: „ვისაც შერცხვება ჩემი და ჩემი სიტყვებისა ამ მრუშ და ცოდვილ მოდგმაში, კაცის ძესაც შერცხვება მისი, როდესაც მოვა თავისი მამის დიდებაში წმიდა ანგელოზებით“.

კითხვა: როდესაც უფლისა და წმიდა მარიამის ხატებთან მივდივარ ამბორსაყოფად, მეჩვენება, რომ ისინი თანაგრძნობით ხელს მხვევენ. რას უნდა ნიშნავდეს ეს?

პასუხი: მსგავსი ხასიათის განცდებს ნუ აჰყვებით. ასეთმა განცდებმა, შეიძლება, ადამიანი ფსიქიკურ აშლილობამდე მიიყვანოს. ჩვეულებრივი მოკვდავები, რატომღაც, სულ ეძიებენ უფლის სასწაულებს, რაც არასწორია. უნდა ირწმუნოთ, რომ უფალი ყოველთვის თქვენთანაა. ხატთან კი უნდა დადგეთ, როგორც ლოცვის საგანთან და ხატზე გამოსახულ წმიდანებს სთხოვოთ მეოხება.


скачать dle 11.3